http://www.epn.ge/?p=106664პოლიციამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოშიმშილე სტუდენტები ძალის გამოყენებით დაშალა
პოლიციამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოშიმშილე სტუდენტები ძალის გამოყენებით დაშალა.
დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან აქციის შემდეგ 8 სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო, რა დროსაც მათთან პოლიციის 15-მდე თანამშრომელი მივიდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ნიკა მემანიშვილი განმარტებით, პოლიციელებთან ერთად ავტომანქანიდან რამდენიმე კამერით ოპერატორები გადმოვიდნენ, რომლებიც დაშლის პროცესს აშუქებდნენ.ისინი ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ სტუდენტები.
„მას შემდეგ, რაც დიმიტი შაშკინი შეხვედრაზე დაგვთანხმდა, პოლიციის 15-მდე თანამსრომელი მოვიდა და ტექნიკური უნივერსიტეტის მინდებარე ტერიტორიის დატოვება ძალის გამოყენებით გვაიძულა, მოგვკიდეს რვავე მოშიმშილეს ხელი და ტერიტორიის დატოვება გვიბრძანეს“,- აღნიშნა მემანიშვილმა.
მისი თქმით, მოშიმშილებმა პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ჰქონდათ უფლება აქციის გამართვის და ხელს არ უშლიდნენ საასწავლო პროცესის მიმდინარეობას.
„ჩვენ განვუმარტეთ, რომ შაშკინს უნდა შევხვედროდით, ნათქვამმა მათი გაოცება გამოიწვია, ამის მიუხედავად ერთ-ერთი თანაშრომელი სიტყვიერ შეურაცყოფაზე გადმოვიდა და „დაახვიეთო“ასე მოგვმართა“,- განაცხადა მემანიშვილმა.
ამ წუთებში სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან შესახვედრად განათლების სამინისტროში იმყოფებიან.