მეგობრებო, ეს თემა ჩამაგონა ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ,,მცოდნე" საფეხბურთო მწერლის, ბრაიან გლენვილის შედგენილმა სიმბოლურმა ,,უორლდ სოკერში" გასული თვის ნომერში
(სიმბოლურს მთლად ,,ცვეტში" ნუ მიიღებთ :დ რადგან ეს ამ კაცს ბევრი გაუკეთებია ასეთი და ბევრსაც გააკეთებს :დ, იოლად მოეკიდეთ საკითხს მოკლედ :დ)
მოგეხსენებათ ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და შეიძლება უპრიანი იყოს :დ ძველის გახსენენება
ოფიციალურად ვინ გახდა, ამის მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა :დ, ზოგი სადღაც ვიპოვე, ზოგი გამახსენდა, კითხვის ნიშნებით კი ისაა რომ არ ვარ დარწმუნებული
1960 – იაშინი
1964 – ლუის სუარესი
1968 – ჯაიჩი (?) (თუ ძოფი)
1972 – ნეტცერი (?) (თუ ბეკენბაუერი? მიულერი ვიცი რომ არ ყოფილა, ბეკენბაუერი იყო ერთხელ, ან 72–ში, ან 76–ში)
1976 – ბეკენბაუერი (?) (თუ ჯაიჩი? ჯაიჩიც ერთხელ იყო, ან 68–ში, ან 76–ში.)
1980 – რუმენიგე (?) (დასასტურებას ვერ ვპოულობ :დ)
1984 – პლატინი
1988 – ვან ბასტენი
1992 – შმაიხელი (?) (თუ ჰესლერი?)
1996 – ზამერი
2000 - ზიდანი
2004 – ზაგორაკისი
2008 – ხავი
ვინც მაგ კითხვის ნიშნებს ამოიცნობს, კაციც ის ყოფილა. ვიცი რომ ოფიციალურად ვიღაც აღიარეს, ნაღდად :დ. ან ,,ნახევრად–ოფიციალურად", მერე კი მიივიწყეს :დ.
ყურადღება: ლაპარაკია არა ,,ევროპელ საუკეთესოებზე" არამედ კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატზე ვინც იბრწყინა, ლომის წვლილი დაიდო და ა.შ.
მაშ, გლენვილის სიმბოლური:
მეკარე: იაშინი (ერთხელ საუკეთესო, 2 სიმბოლური)
მარჯვენა: რამოსი (0 სიმბოლური)
ლიბერო: ბეკენბაუერი (ერთხელ საუკეთესო, 2 სიმბოლური)
ცენტრი: პუიოლი (1 სიმბოლური)
მარცხენა: ბრაიტნერი (1 სიმბოლური)
,,სარყდენი: ი. აჩიმოვიჩი (0 სიმბოლური – გლენვილი: ამის უდიდესი დამსახურება იუგების ფინალში გასვლა, როცა იტალიასთან მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებებით საბოლოოდ დამარცხდენ (ლაპარაკია ამაზე:
http://www.youtube.com/watch?v=Hy8ZLOSqKM8 1.20-ზე, ჩემი აზრით ნამდვილი ჯარიმაა :დ და მეორე შეხვედრაში 2:0 რომ მოიგეს, რივა თითქოს თამაშგარეშია)
ცენტრალური: გულიტი (2 სიმბოლური)
მარჯვენა: კოპა (0 სიმბოლური – გლენვილი: ბოდიში პლატინისო, ვინაც გადამწყვეტი თამაშები (ნახევარფინალიდან) ევროპებზე არცთუ კარგად ითამაშაო, ცოტა მიკერძოებული ვიქნები და კოპას ჩავსვამო, ვინც ვერ მიიღოო ფინალში მონაწილეობა. ამანსიოც დავტოვეო მის გამო გარეთ)
მარცხენა: ჯაიჩი (ერთხელ საუკეთესო, 2 სიმბოლური)
ფორვარდი: ვან ბასტენი (ერთხელ საუკეთესო, 2 სიმბოლური)
ფორვარდი: გ. მიულერი (1 სიმბოლური)
სხვა რამდენიმე კანდიდატი ოფიციალური სიმბოლურებიდან, რომ გაგიადვილდეთ უზერნო გახსენება :დ, სხვებზე თუ უკეთესებზე უკვე თქვენ დაატანეთ თავს ძალები :დ
მეკარეები:
შმაიხელი (ერთხელ ტურნირის საუკეთესო (?), 1 სიმბოლური)
ძოფი (2 სიმბოლური)
მცველები:
დესაი (2 სიმბოლური)
ბრემე (2 სიმბოლური)
მალდინი (3 სიმბოლური)
ფორსტერი (2 სიმბოლური)
ბლანი (3 სიმბოლური)
ძოძუაშვილი (1 სიმბოლური)
ხურცილავა (1 სიმბოლური)
ნახევარმცველები:
რუი კოშტა (2 სიმბოლური)
ფიგუ (2 სიმბოლური)
ბალაკი (2 სიმბოლური)
ზამერი (ერთხელ საუკეთესო, 1 სიმბოლური)
ლუის სუარესი (ერთხელ საუკეთესო, 1 სიმბოლური)
ზიდანი (ერთხელ საუკეთესო, 2 სიმბოლური)
პლატინი (ერთხელ საუკეთესო, 1 სიმბოლური)
მეტრეველი (1 სიმბოლური)
თავდამსხმელები:
ვ. ივანოვი (2 სიმბოლური)
მწვრთნელები (ჩემპიონები):
კაჩალინი
ვილიალონგა
ვალკარეჯი
შიონი
ეჟეკი
დერვალი
იდალგო
მიხელსი
მიოლერ–ნილსენი
ფოგთსი
ლემერი
რეჰაგელი
არაგონესი
არჩევანი თავისუფალია, არაა აუცილებელი ,,ობიექტური" იყო, თამამად შეუძლია უზერს სიტყვაზე პობორჟსკის ან გაზას შეყვანა, რა პრობლემაა :დ
ჩემსას მერე დავწერ თუ არ დაიხურა
This post has been edited by თოისერ on 14 Apr 2012, 00:35