#30728893 · 16 Apr 2012, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ვარ 23 წლის, მაქვს საშუალო სიმძიმის ასთმა.
გუშინ აღდგომა აღვნიშნე ახლობლებთან და ბლომად ღვინო დავლიე თუმცა სახლში როცა მოვედი უკვე ფხიზლად ვიყავი, ოდნავ მეხვეოდა თავბრუ... ბრონქებმა შემაწუხა, ვენტოლინი ჩავისხი და დავწექი. დაახლოებით ღამის ორ საათზე, ძილ-ღვიძლიში ვიყავი, რაღაც მოუსვენრად, და უცებ თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირა,მაგრად წამიჭირა და სუნთქვა სრულიად შემეკრა, უცებ წამოვვარდი, სკამი წავაქციე, ორჯერ-სამჯერ ვცადე ჩასუნთქვა და საერთოდ არ ჩადიოდა ჰაერი, ხრიწინი ამომდიოდა ყელიდან, და უცებ როგორც დაიწყო ისევე უცბად მომეშვა, და ჩავისუნთქე როგორც იქნა. პანიკაში ვიყავი, გული ამოვარდნაზე მქონდა. სუნთქვა თავისუფლად განახლდა, მაგრამ შიშით მთელი ღამე ვერ დავიძინე, კიდევ არ განმეორდეს, არ დამახრჩოს თქო... ღამით ნოშპა მივიღე, დღეს დამამშვიდებელი, და ძილის წინ სუპრასტინისა და დექსამეტაზონის ნემსის გაკეთებას ვაპირებ, მეშინია ისევ არ განმეორდეს... საშინელი შეგრძნება იყო, ათი-თხუთმეტი წამიც და დამახრჩობდა.
ადრეც მომჩვენებია ძილში თითქოს სუნთქვა მიჭირს და უცებ წამოვმხტარვარ მაგრამ გუშინ უფრო დიდხანს გაგრძელდა, სამჯერ ვცადე ჩასუნთქვა უშედეგოდ და ყელიდან ხრიალი ამოდიოდა.
კარდიოგრამა ერთიო თვის წინ გავიკეთე, გულზე არაფერი არაა, არც ფილტვებში.
იქნებ ვინმემ გამარკვიოთ რა მჭირს, დაიზმენებული ვარ დღეს ღამითაც არ გაიმეოროს. * * * არავის გაქვთ იდეა ?
--------------------
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.
|