მნიშვნელოვანი ფაქტები და თარიღები ”დინამოს” ისტორიაში- 1925 წლის ბოლო, გუნდი დაარსდა
- ამავე წელს გამართა გუნდმა რამდენიმე შეხვედრა ქალაქის პირველობაზე
- 1926 წელი - პირველი ტურნე
- 1927 წელი - დაიწყო გუნდის სტადიონისა და ბაზის მშენებლობა
- გუნდის პირველი კაპიტანი ანდრო ჟორდანია
- 1936 წელი - დასრულდა კლუბის სტადიონის მშენებლობა. ”ლენინის” სახელობის სტადიონი 30 000 გულშემატკივარს იტევდა
- 1936 წლის გაზაფხული, ”დინამო” სსრკ-ს I ჩემპიონატის ”ბ” ჯგუფში მოხვდა, სადაც 6 შეხვედრიდან 5 მოგებით და 1 ფრით ”ა” ჯგუფში გადასვლა დაიმსახურა
- 1936 წლის შემოდგომა, ”დინამო” სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში იღებს მონაწილეობას.
- 1936 წლის 26 ივლისი, ”დინამო” სსრკ-ს თასის პირველ შეხვედრას ატარებს .მეტოქე ბათუმის ”დინამოა”, შეხვედრა ფრედ, 0-0 სრულდება
- 1936 წლის 28 ივლისი, ”დინამო” პირველ შეხვედრას იგებს სსრკ-ს თასის გათამაშებაში. განმეორებით შეხვედრაში დაამარცხა ბათუმის ”დინამო” 2-0.
- 1936 წლის 7 სექტემბერს მოსკოველი არბიტრის ნ.ვასილიევის სასტვენზე თბილისის ”დინამოს” სტადიონზე დაიწყო უმაღლესი დონის პირველი მატჩი. ”დინამო” თბილისი VS ”დინამო” კიევი
- 1936 წლის 7 სექტემბერი. მატჩის 17-ე წუთზე ჩვენი გუნდის მარცხენა გარემარბმა სომოვმა ”დინამოს” ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა
- 1936 წლის 7 სექტემბერი. პირველი ფრე , 2-2
- 1936 წლის 25 სექტემბერი. პირველი გამარჯვება: ”სპარტაკი” მოსკოვი 0-1 ”დინამო” თბილისი
- 1937 წელი - პირველი საერთაშორისო შეხვედრა. თბილისს ეწვივნენ ესპანელი ფეხბურთელები
- 1939 წელი - პირველი ვერცხლის მედლები
- 1946 წელს პირველად ჩატარდა დუბლების ჩემპიონატი, სადაც დინამოელები მეორე ადგილზე გავიდნენ
- დინამომ საერთაშორისო შეხვედრებში დაამარცხა ინგლისური ”შეფილდი”,”ასტონ ვილა”, ჰოლანდიის ”ფეინოორდი”, ბრაზილიური ”ბაია”
- 1959 წელს გუნდის თავკაცად ანდრო ჟორდანია დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი თითქოს გარდაიქმნა - იპოვა თავისი თამაში. მარჯვედ იყენებდა მოთამაშეთა დამახასიათებელ ინდივიდუალურ თვისებებს კოლექტიურ თამაშში... გამოასწორეს თამაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში..
- 1964 წელი - ”დინამო” პირველად გახდა სსრკ-ს ჩემპიონი, დაამარცხა რა გადათამაშებაში მოსკოვის ”ტორპედო” 4-1 დამატებით დროში
- 1972 წელი - გუნდი პირველად გამოვიდა ევროპის საკლუბო ტურნირზე
- პირველ შეხვედრაში ”დინამომ” ჰოლანდიური ”ტვენტე” 3-2 დაამარცხა.
- 1973 წელი - ”დინამომ” ესპანეთის ძალიან პრესტიჟულ ტურნირ ”კოლუმბის ხომალდზე” გაიმარჯვა. დაამარცხა რა ნახევარფინალში ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის ატლეტიკო, ხოლო ფინალში პორტუგალიის ჩემპიონი ”ბენფიკა”, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში ინგლისის ჩემპიონს მოუგო
- 1976 წელი - ”დინამო” 8 წლიანი პაუზის შემდეგ განახლებულ სტადიონს დაუბრუნდა
- 1976 წელი - ”დინამომ” მეექვსე ცდაზე პირველად შეძლო სსრკ-ს თასის მოპოვება.
- 1978 წელი - პირველიდან ბოლო ტურამდე ლიდერობდა ”დინამო” სსრკ-ს გათამაშებას და საბოლოოდ ოქროს მედლებიც მოვიპოვეთ
- 1979 წელი - ”დინამომ” მეორედ მოიპოვა სსრკ-ს თასი. დაამარცხა რა მოსკოვის ”დინამო” პენალტების სერიაში
- 1981 წლის მოგონებები, რაც ამ სეზონთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ერთი მოვლენით არის განპირობებული, რომელიც არა მარტო კლუბის, არამედ მთელი ერის საფეხბურთო ისტორიაში - თვალსაჩინოა. დინამომ მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი!!!
- 1989 წლის 27 ოქტომბერი. ბოლო მატჩი სსრკ-ს ჩემპიონატში. ”დინამო” თბილისი 2-2 ”დინამო” კიევი
- ამ წლების განმავლობაში ”დინამოს” ღირსება 270-მდე ფეხბურთელმა დაიცვა, მათ შორის ყველაზე მეტჯერ - ავთანდილ ღოღობერიძემ
- ყველა დროის სსრკ-ს საუკეთესო გუნდებს შორის დინამო მეოთხეა მოსკოვის სპარტაკის,მოსკოვის დინამოს და კიევის დინამოს შემდეგ...
- 51ჯერ მიიღო მონაწილეობა სსრკ-ს გათამაშებაში,1424 შეხვედრიდან 621 მოიგო ხოლო 406 შეხვედრა ფრედ დაასრულა,მოიგო თამაშების 58%...ბურთების სხვაობა 2176-1677=+499
- რამაზ შენგელია 2-ჯერ,ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი თითო-თითოჯერ გახდნენ წლის საუკეთესო მოთამაშეები...
სერგო კოტრიკაძე(1962) და ოთარ გაბელია(1979) გახდნენ წლის საუკეთესო მეკარეები......
- ზაურ კალოევი ორჯერ,ილია დათუნაშვილი,გივი ჩოხელი,გიორგი გავაშელი,რამაზ შენგელია თითოჯერ გახდნენ გათამაშების ბომბარდირები..
- არცერთხელ არ გაუტანია 8 გოლი და არც გაუშვია...
- ორჯერ გაიტანა 9 გოლი და ერთხელ გაუშვა
- დინამო განსაკუთრებულად წარმატებით მარტში, მაისში და ნოემბერში თამაშობდა
- დინამოს ბომბარდირები: სსრკ-ს ჩემპიონატში - ავთანდილ ღოღობერიძე , სსრკ-ს თასი - ბორის პაიჭაძე , საერთაშორისო შეხვედრები - ზაურ კალოევი
- საშუალოდ ერთ მატჩში, ყველაზე მეტი გოლი ზაურ კალოევს გაქონდა 0,588
- დინამოს მაისურით ყველაზე მეტი გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა - 138
- დინამოს პირველი გოლი სომოვმა გაიტანა, მე-1000 მინსკის ”ბელარუსის” ფეხბურთელმა საკუთარ კარში, მე-2000 რამაზ შენგელია, ხოლო ბოლო, 2176-ე კახი გოგიჩაიშვილმა.
- ევროპის საკლუბო ტურნირებზე ჩაატარეს 51 შეხვედრა, საიდანაც 25 დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა...
- ჩაატარეს 500-მდე საერთაშორისო შეხვედრა მსოფლიოს 53 ქვეყნის წარმომადგენელთან. აქედან 47 ქვეყანაში იმოგზაურეს და 200-ზე მეტი შეხვედრა გამართეს...
1990 წლიდან ”დინამო” ”იბერიის” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას:
-1990 წლის 30 მარტი. პირველი მატჩი და პირველი მარცხი ”კოლხეთთან”
-1990 წლის 12 აპრილი, პირველი გამარჯვება - გორის ”დილასთან” 5-0
-დინამო ზედიზედ 10-ჯერ ხდება ქვეყნის ჩემპიონი
-1992-1999 წლებში ზედიზედ ხდება ქვეყნის თასის მფლობელი
-1993 საქართველოს სახელით პირველად იღებს მონაწილეობას ევროთასებზე
-2004 დინამო თანამეგობრობათა თასს იგებს
-2005 დინამო უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გადის
-დინამო თბილისს ეკუთვნის საქართველოში ყველაზე გრძელი სერია საშინაო წაუგებელ თამაშებზე...99 მატჩი 1994 წლის 5 ოქტომბრიდან 2000 წლის 27 აგვისტომდე
-ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული მატჩები შეადგენს 23-ს (1995/96 სეზონის 18 ტურიდან 1996/97 სეზონის მე-11 ტურის ჩათვლით
-შინ ზედიზედ მოიგო 18 მატჩი (1994/95 - 1995/96 სეზონებში)
-სტუმრად ზედიზედ მოიგო 13 მატჩი (1993/94 -1996/97)
-1993-1994 წლებში მოიგო 31 მატჩი ერთი სეზონის განმავლობაში
-ამავე წელს გაიტანა 130 გოლი ერთ სეზონში
-ყველაზე ცოტა გოლი 9 გაუშვა 1991 წლის სეზონში
-ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მოგება აქვს ბორჯომთან 12-0 2008-2009 სეზონში
-17 ქულით მოიგო 1996-1997 წლების ჩემპიონატი
-2010 წლის დეკემბერი - რამდენიმეწლიანი უსახსრობის შემდეგ კლუბი ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა.
-2011 წელი დინამოში ახალი ერა იწყება...
უხერხული და პრინციპული მეტოქეებისსრკ კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში სულ 3 გუნდია, რომელსაც თბილისის დინამოსთან ურთიერშეხვედრებში დადებით ბალანსი აქვს : კიევის დინამო, მოსკოვის დინამო და სპარტაკი (აგრეთვე არის ლენინგრადის სპარტაკი და დუშამბეს პამირი, თუმცა ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ თბილისელებს...)
ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი გვაქვს მოსკოვის ტორპედოსთან, ცსკ-სთან, ლოკომოტივთან, ლენინგრადის ზენიტთან, დონეცკის შახტართან...
ქართული კლასიკოსაქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლობი ს დღიდან შეიცვალა დინამოს მეტოქეებიც... პირველი ათწლეულის განმავლობაში დინამო გამონაკლისების გარეშე ადვილად ახერხებდა ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, თუმცა სხვა და სხვა დროს ლანჩხუთის ”გურია”, ”სამტრედია”, ბათუმის ”დინამო” უწევდა გარკვეულ კონკურენციას. პირველი სერიოზული მეტოქე, რომელმაც წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა შეუქმნა გუნდს ეს ქუთაისის ”ტორპედო” იყო.. ქუთაისლებმა შეძლეს და დაამხეს დინამოელთა 10 წლიანი ჰეგემონია
პირველად ეს ორი კლუბი ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში 1962 წელს დაუპირისპირდა...
საბჭოთა კავშირის XXIV ჩემპიონატის მეხუთე ტურში თბილისელებმა ტორპედოს უმასპინძლეს... 25 მაისს გამართული შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა. პირველი გამარჯვება დინამოელებმა მოიპოვეს...მოიგეს რა მეორე წრის შეხვედრა ქუთაისში 3-1 (თბილისელთაგან გოლები მელაშვილმა, კალოევმა და ზეინკლიშვილმა გაიტანეს)
ძალიან უხერხული მეტოქე იყო დინამოსთვის თბილისის ”ამერი”, რომელმაც მისი ხანმოკლე არსებობის ისტორიაში შეძლო და დინამოსთან უარყოფითი შედეგი აიცილა თავიდან...
საკმაოდ უჭირს დინამოს ასევე თბილისური ”ვიტ ჯორჯიას” , რუსთავის "მეტალურგის" და "ზესტაფონის" დამარცხება , რადგან ეს გუნდები დროთა განმავლობაში საკმაოდ კარგ გუნდებად ჩამოყალიბდნენ და ბოლო სამი სეზონის განმავლობაში სწორედ მათ მოიპოვეს ჩემპიონობა, დინამო კი მხოლოდ მეორე ადგილზე გადიოდა...
თბილისის ”დინამო” საშინაო შეხვედრებს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ატარებს"დინამოს" სტადიონი 1976 წელს გაიხსნა, იგი გახლავთ არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი. მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35 ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო, რომელიც 1936 წელს აშენდა. ”დინამოს” სტადიონი შესანიშნავი ბალახის საფარითა და სავარჯიშო მინდვრებით,30 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული ტრიბუნებით, ყველა აუცილებელი სათავსით და სპორტდარბაზით. დინამოელებს როგორც იქნა მიეცათ ბალახიან მინდორზე ვარჯიშისა და ასპარეზობის შესაძლებლობა...

გამოგზავნილია: 23 Apr 2012, 22:48 #30841221 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მნიშვნელოვანი ფაქტები და თარიღები ”დინამოს” ისტორიაში
- 1925 წლის ბოლო, გუნდი დაარსდა
- ამავე წელს გამართა გუნდმა რამდენიმე შეხვედრა ქალაქის პირველობაზე
- 1926 წელი - პირველი ტურნე
- 1927 წელი - დაიწყო გუნდის სტადიონისა და ბაზის მშენებლობა
- გუნდის პირველი კაპიტანი ანდრო ჟორდანია
- 1936 წელი - დასრულდა კლუბის სტადიონის მშენებლობა. ”ლენინის” სახელობის სტადიონი 30 000 გულშემატკივარს იტევდა
- 1936 წლის გაზაფხული, ”დინამო” სსრკ-ს I ჩემპიონატის ”ბ” ჯგუფში მოხვდა, სადაც 6 შეხვედრიდან 5 მოგებით და 1 ფრით ”ა” ჯგუფში გადასვლა დაიმსახურა
- 1936 წლის შემოდგომა, ”დინამო” სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში იღებს მონაწილეობას.
- 1936 წლის 26 ივლისი, ”დინამო” სსრკ-ს თასის პირველ შეხვედრას ატარებს .მეტოქე ბათუმის ”დინამოა”, შეხვედრა ფრედ, 0-0 სრულდება
- 1936 წლის 28 ივლისი, ”დინამო” პირველ შეხვედრას იგებს სსრკ-ს თასის გათამაშებაში. განმეორებით შეხვედრაში დაამარცხა ბათუმის ”დინამო” 2-0.
- 1936 წლის 7 სექტემბერს მოსკოველი არბიტრის ნ.ვასილიევის სასტვენზე თბილისის ”დინამოს” სტადიონზე დაიწყო უმაღლესი დონის პირველი მატჩი. ”დინამო” თბილისი VS ”დინამო” კიევი
- 1936 წლის 7 სექტემბერი. მატჩის 17-ე წუთზე ჩვენი გუნდის მარცხენა გარემარბმა სომოვმა ”დინამოს” ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა
- 1936 წლის 7 სექტემბერი. პირველი ფრე , 2-2
- 1936 წლის 25 სექტემბერი. პირველი გამარჯვება: ”სპარტაკი” მოსკოვი 0-1 ”დინამო” თბილისი
- 1937 წელი - პირველი საერთაშორისო შეხვედრა. თბილისს ეწვივნენ ესპანელი ფეხბურთელები
- 1939 წელი - პირველი ვერცხლის მედლები
- 1946 წელს პირველად ჩატარდა დუბლების ჩემპიონატი, სადაც დინამოელები მეორე ადგილზე გავიდნენ
- დინამომ საერთაშორისო შეხვედრებში დაამარცხა ინგლისური ”შეფილდი”,”ასტონ ვილა”, ჰოლანდიის ”ფეინოორდი”, ბრაზილიური ”ბაია”
- 1959 წელს გუნდის თავკაცად ანდრო ჟორდანია დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი თითქოს გარდაიქმნა - იპოვა თავისი თამაში. მარჯვედ იყენებდა მოთამაშეთა დამახასიათებელ ინდივიდუალურ თვისებებს კოლექტიურ თამაშში... გამოასწორეს თამაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში..
- 1964 წელი - ”დინამო” პირველად გახდა სსრკ-ს ჩემპიონი, დაამარცხა რა გადათამაშებაში მოსკოვის ”ტორპედო” 4-1 დამატებით დროში
- 1972 წელი - გუნდი პირველად გამოვიდა ევროპის საკლუბო ტურნირზე
- პირველ შეხვედრაში ”დინამომ” ჰოლანდიური ”ტვენტე” 3-2 დაამარცხა.
- 1973 წელი - ”დინამომ” ესპანეთის ძალიან პრესტიჟულ ტურნირ ”კოლუმბის ხომალდზე” გაიმარჯვა. დაამარცხა რა ნახევარფინალში ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის ატლეტიკო, ხოლო ფინალში პორტუგალიის ჩემპიონი ”ბენფიკა”, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში ინგლისის ჩემპიონს მოუგო
- 1976 წელი - ”დინამო” 8 წლიანი პაუზის შემდეგ განახლებულ სტადიონს დაუბრუნდა
- 1976 წელი - ”დინამომ” მეექვსე ცდაზე პირველად შეძლო სსრკ-ს თასის მოპოვება.
- 1978 წელი - პირველიდან ბოლო ტურამდე ლიდერობდა ”დინამო” სსრკ-ს გათამაშებას და საბოლოოდ ოქროს მედლებიც მოვიპოვეთ
- 1979 წელი - ”დინამომ” მეორედ მოიპოვა სსრკ-ს თასი. დაამარცხა რა მოსკოვის ”დინამო” პენალტების სერიაში
- 1981 წლის მოგონებები, რაც ამ სეზონთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ერთი მოვლენით არის განპირობებული, რომელიც არა მარტო კლუბის, არამედ მთელი ერის საფეხბურთო ისტორიაში - თვალსაჩინოა. დინამომ მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი!!!
- 1989 წლის 27 ოქტომბერი. ბოლო მატჩი სსრკ-ს ჩემპიონატში. ”დინამო” თბილისი 2-2 ”დინამო” კიევი
- ამ წლების განმავლობაში ”დინამოს” ღირსება 270-მდე ფეხბურთელმა დაიცვა, მათ შორის ყველაზე მეტჯერ - ავთანდილ ღოღობერიძემ
- ყველა დროის სსრკ-ს საუკეთესო გუნდებს შორის დინამო მეოთხეა მოსკოვის სპარტაკის,მოსკოვის დინამოს და კიევის დინამოს შემდეგ...
- 51ჯერ მიიღო მონაწილეობა სსრკ-ს გათამაშებაში,1424 შეხვედრიდან 621 მოიგო ხოლო 406 შეხვედრა ფრედ დაასრულა,მოიგო თამაშების 58%...ბურთების სხვაობა 2176-1677=+499
- რამაზ შენგელია 2-ჯერ,ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი თითო-თითოჯერ გახდნენ წლის საუკეთესო მოთამაშეები...
სერგო კოტრიკაძე(1962) და ოთარ გაბელია(1979) გახდნენ წლის საუკეთესო მეკარეები......
- ზაურ კალოევი ორჯერ,ილია დათუნაშვილი,გივი ჩოხელი,გიორგი გავაშელი,რამაზ შენგელია თითოჯერ გახდნენ გათამაშების ბომბარდირები..
- არცერთხელ არ გაუტანია 8 გოლი და არც გაუშვია...
- ორჯერ გაიტანა 9 გოლი და ერთხელ გაუშვა
- დინამო განსაკუთრებულად წარმატებით მარტში, მაისში და ნოემბერში თამაშობდა
- დინამოს ბომბარდირები: სსრკ-ს ჩემპიონატში - ავთანდილ ღოღობერიძე , სსრკ-ს თასი - ბორის პაიჭაძე , საერთაშორისო შეხვედრები - ზაურ კალოევი
- საშუალოდ ერთ მატჩში, ყველაზე მეტი გოლი ზაურ კალოევს გაქონდა 0,588
- დინამოს მაისურით ყველაზე მეტი გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა - 138
- დინამოს პირველი გოლი სომოვმა გაიტანა, მე-1000 მინსკის ”ბელარუსის” ფეხბურთელმა საკუთარ კარში, მე-2000 რამაზ შენგელია, ხოლო ბოლო, 2176-ე კახი გოგიჩაიშვილმა.
- ევროპის საკლუბო ტურნირებზე ჩაატარეს 51 შეხვედრა, საიდანაც 25 დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა...
- ჩაატარეს 500-მდე საერთაშორისო შეხვედრა მსოფლიოს 53 ქვეყნის წარმომადგენელთან. აქედან 47 ქვეყანაში იმოგზაურეს და 200-ზე მეტი შეხვედრა გამართეს...
1990 წლიდან ”დინამო” ”იბერიის” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას:
-1990 წლის 30 მარტი. პირველი მატჩი და პირველი მარცხი ”კოლხეთთან”
-1990 წლის 12 აპრილი, პირველი გამარჯვება - გორის ”დილასთან” 5-0
-დინამო ზედიზედ 10-ჯერ ხდება ქვეყნის ჩემპიონი
-1992-1999 წლებში ზედიზედ ხდება ქვეყნის თასის მფლობელი
-1993 საქართველოს სახელით პირველად იღებს მონაწილეობას ევროთასებზე
-2004 დინამო თანამეგობრობათა თასს იგებს
-2005 დინამო უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გადის
-დინამო თბილისს ეკუთვნის საქართველოში ყველაზე გრძელი სერია საშინაო წაუგებელ თამაშებზე...99 მატჩი 1994 წლის 5 ოქტომბრიდან 2000 წლის 27 აგვისტომდე
-ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული მატჩები შეადგენს 23-ს (1995/96 სეზონის 18 ტურიდან 1996/97 სეზონის მე-11 ტურის ჩათვლით
-შინ ზედიზედ მოიგო 18 მატჩი (1994/95 - 1995/96 სეზონებში)
-სტუმრად ზედიზედ მოიგო 13 მატჩი (1993/94 -1996/97)
-1993-1994 წლებში მოიგო 31 მატჩი ერთი სეზონის განმავლობაში
-ამავე წელს გაიტანა 130 გოლი ერთ სეზონში
-ყველაზე ცოტა გოლი 9 გაუშვა 1991 წლის სეზონში
-ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მოგება აქვს ბორჯომთან 12-0 2008-2009 სეზონში
-17 ქულით მოიგო 1996-1997 წლების ჩემპიონატი
-2010 წლის დეკემბერი - რამდენიმეწლიანი უსახსრობის შემდეგ კლუბი ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა.
-2011 წელი დინამოში ახალი ერა იწყება...
უხერხული და პრინციპული მეტოქეები
სსრკ კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში სულ 3 გუნდია, რომელსაც თბილისის დინამოსთან ურთიერშეხვედრებში დადებით ბალანსი აქვს : კიევის დინამო, მოსკოვის დინამო და სპარტაკი (აგრეთვე არის ლენინგრადის სპარტაკი და დუშამბეს პამირი, თუმცა ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ თბილისელებს...)
ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი გვაქვს მოსკოვის ტორპედოსთან, ცსკ-სთან, ლოკომოტივთან, ლენინგრადის ზენიტთან, დონეცკის შახტართან...
ქართული კლასიკო
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლობი ს დღიდან შეიცვალა დინამოს მეტოქეებიც... პირველი ათწლეულის განმავლობაში დინამო გამონაკლისების გარეშე ადვილად ახერხებდა ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, თუმცა სხვა და სხვა დროს ლანჩხუთის ”გურია”, ”სამტრედია”, ბათუმის ”დინამო” უწევდა გარკვეულ კონკურენციას. პირველი სერიოზული მეტოქე, რომელმაც წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა შეუქმნა გუნდს ეს ქუთაისის ”ტორპედო” იყო.. ქუთაისლებმა შეძლეს და დაამხეს დინამოელთა 10 წლიანი ჰეგემონია
პირველად ეს ორი კლუბი ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში 1962 წელს დაუპირისპირდა...
საბჭოთა კავშირის XXIV ჩემპიონატის მეხუთე ტურში თბილისელებმა ტორპედოს უმასპინძლეს... 25 მაისს გამართული შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა. პირველი გამარჯვება დინამოელებმა მოიპოვეს...მოიგეს რა მეორე წრის შეხვედრა ქუთაისში 3-1 (თბილისელთაგან გოლები მელაშვილმა, კალოევმა და ზეინკლიშვილმა გაიტანეს)
ძალიან უხერხული მეტოქე იყო დინამოსთვის თბილისის ”ამერი”, რომელმაც მისი ხანმოკლე არსებობის ისტორიაში შეძლო და დინამოსთან უარყოფითი შედეგი აიცილა თავიდან...
საკმაოდ უჭირს დინამოს ასევე თბილისური ”ვიტ ჯორჯიას” , რუსთავის "მეტალურგის" და "ზესტაფონის" დამარცხება , რადგან ეს გუნდები დროთა განმავლობაში საკმაოდ კარგ გუნდებად ჩამოყალიბდნენ და ბოლო სამი სეზონის განმავლობაში სწორედ მათ მოიპოვეს ჩემპიონობა, დინამო კი მხოლოდ მეორე ადგილზე გადიოდა...
თბილისის ”დინამო” საშინაო შეხვედრებს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ატარებს
"დინამოს" სტადიონი 1976 წელს გაიხსნა, იგი გახლავთ არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი. მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35 ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო, რომელიც 1936 წელს აშენდა. ”დინამოს” სტადიონი შესანიშნავი ბალახის საფარითა და სავარჯიშო მინდვრებით,30 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული ტრიბუნებით, ყველა აუცილებელი სათავსით და სპორტდარბაზით. დინამოელებს როგორც იქნა მიეცათ ბალახიან მინდორზე ვარჯიშისა და ასპარეზობის შესაძლებლობა...
user posted image
პირველი თამაში "დინამოს" ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 - გაიმარჯვეს.
სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს "დინამო" ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს "ლივერპულს" მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი (!) გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.
მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი.
100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.
ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის "სპარტაკი", მოსკოვისა და კიევის "დინამოებიც" ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს.
უამრავ ქართველ, რუს, ევროპელ, თუ თქვენ წარმოიდგინეთ სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს დაუდგამს მის მინდორზე ფეხი. 1985 წელს "დინამოს" სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელზეც 5:0 დაამარცხა უელსის ნაკრები, 3:0 მოუგო პოლონეთის ნაკრებს.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, ფეხბურთის კარუზოდ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. სხვათაშორის პაიჭაძე ერთ-ერთი პირველი დინამოელი და მისი მდიდარი ტრადიციების დამაარსებელიც იყო.
ქართულ ცნობიერებაში ეს სტადიონი ფეხბურთის მექასთან ასოცირდება და ალბათ ეს არცაა გასაკვირი. მას ახსოვს 1976, 1978 და 1979 წლების "დინამოს" ტრიუმფი და 1981 წელს თასების თასების მომპოვებელი დინამოელების დამხვედრი 80 ათასამდე გულშემატკივარი.
2011 წელს ქალაქ თბილისის მერიის და ჩვენი კლუბის შეთანხმებით სტადიონი 49-წლიანი იჯარით დინამოს კუთვნილებაში გადმოვიდა და დროთა განმავლობაში მისი სრული განახლება და გათანამედროვება იგეგმება...
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი #2
საფოსტო კოდი: 0112
ქალაქი: თბილისი
ტელეფონი: +995 (32) 272 200
ფაქსი: +995 (32) 272 242
ელ. ფოსტა: info@stadiumnational.com
ვებ–გვერდი:
http://www.stadiumnational.comაშენდა: 1936 წელს
არქიტექტორები: გია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი
ტევადობა: 54549
საფარი: ბუნებრივსაფარიანი მოედანი
ფაქტები: გახსნა 1936, რეკონსტრუქცია 1976, განახლება 2006, 2011 წლიდან მოიხსენიება როგორც ბორის პაიჭაძის სახელობის – დინამო არენა

(დინამო - აეკი 1-1 ; 2011 წლის 25 აგვისტო)
დინამოს სამწვრთნელო ბაზა"დინამოს" ბაზა 1940 წელს გაიხსნა. იგი თავისი მაჩვენებლებით იმ დროის ყველა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. სამსართულიანი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსი გადაჭიმულია 1651 კვ მეტრის ფართობზე. ბაზის ტერიტორია ნაძვნარსა და ყვავილნარშია ჩაფლული, რაც მას მეტ სიმყუდროვესა და ხიბლს მატებს.
თავისი მნიშვნელობით იგი ქართული ფეხბურთვისათვის ფასდაუდებელი ნაგებობაა, რომელზეც არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელების პლეადა გაიზარდა. ჩივაძე, შენგელია, დარასელია, სულაქველიძე. შედარებით ახალი პლეადის დინამოელები კი მთელს ევროპაში არიან მიმოფანტულნი: კობიაშვილი, კალაძე, ქინქლაძე, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, იაშვილი, ყაველეშვილი, ძმები არველაძეები, გურამ კაშია, გიორგი მერებაშვილი და სხვანი.
ბაზაზე ორი სტანდარტული ზომის ბალახისაფრიანი და ერთიც სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანია. გარდა ამისა აქვე ორი მინი ფეხბურთის მოედანი, 400 კვ მეტრზე გაჭიმულია სავარჯიშო დარბაზი, რომელიც თანამედროვე ტრენეჟორებითაა აღჭურვილი. ბაზის ტერიტორიაზევეა ჯაკუზი, წყალქვეშა მასაჟების კაბინეტი, საუნა, საცურაო აუზი და მოსასვენებელი ოთახი.
http://fcdinamo.ge/ge/fcdinamo-baze
მიმაგრებული სურათი