ჯგუფმა „ბინმა“ მიაღწია შეთანხმებას ბიძინა ივანიშვილის დეველოპერული აქტივების შეძენის შესახებ. ჯგუფის განცხადების თანახმად, გარიგება, რომლის ღირებულებაც 982,5 მილიონი დოლარია, 2012 წლის 15 აგვისტომდე დასრულდება.
შეთანხმება დეველოპერული პროექტების შეძენის შესახებ „ბინმა“ კომპანია „უნიკორთან“ გააფორმა, რომელიც ივანიშვილის უძრავ ქონებას მართავს.
შეძენილი აქტივების შემადგენლობაში შედის ხამანოვიკის რაიონში მშენებარე კომპლექსი „სადოვიე კვარტალი,“ „ლუქს ოტელი“ ტვერის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსი Summit-ი იმავე ქუჩაზე, რომელშიც შედის ოტელი InterContinental Moscow Tverskaya, სავაჭრო მოედნები და „ა“ კლასის ბიზნეს-ცენტრი, ასევე ოჩაკოვოს ქარხანა „კაუჩუკი.“
მიკრორაიონ „სადოვიე კვარტალის“ საბოლოო მფლობელი მიქაილ შიშხანოვი გახდება, ოჩაკოვოს ნაკვეთი და სასტუმრო აქტივები შიშხანოვის ბიძის, ბიზნესმენ მიხაილ გურციევის ხელში გადავა.
შეგახსენებთ: რუსული აქტივების გაყიდვით ქართულ პოლიტიკაში მოსული ბიძინა ივანიშვილი 2 მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობს. „როსიისკი კრედიტში“ მას 352 მილიონ დოლარს გადაუხდიან, აფთიაქების ქსელ „დოქტორ სტოლეტოვოში“ კი 60-დან 70 მილიონამდე.
პირველწყარო:
http://realty.lenta.ru/news/2012/05/16/sdelka/