#30782425 · 20 Apr 2012, 02:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცხოვრება და თავისი პრინციპები. ადამიანები და მათი პრინციპებიც. პრინციპები, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში ყალიბდება და ახლადჩამოყალიბებულზეც და მერეც, წარმოუდგენლად გვეჩვენება მათი დარღვევა. შემდეგ კი, გადის დრო და ცხოვრება გვაჩვენებს, რომ მისი პრინციპები ჩვენსაზე ძლიერია, მისი პრინციპები ჩვენი პრინციპების რღვევაა, ჩვენი სისუსტით მანიპულირება და გართობაა. შეიძლება გამწარებულმა კაცმა იმაზეც გაიფიქრო, ვის მოუვიდა აზრად ცხოვრება ასეთი შეექმნა
და ფიქრობ, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, როგორი სიკეთითა და სისპეტაკითაც არ უნდა ყოფილიყო სავსე, მასაც ჰქონია ბოროტება და მთელი ეს ბოროტება ერთიანად შეუკრებია იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით. მაგრამ ბოლომდე ცხოვრებაში ვერ ჩაუტევია და რამდენიც დარჩენილა, თავისივე შექმნილ, თავისივე მსგავს არსებებში ისე გადაუნაწილებია, რომ ყველას ჰყოფნია. თუმცა მთლად თანაბრადაც არ გაუყვია, ბოროტების გარეშე არავინ დაუტოვებია.
პრინციპებზე ვამბობდი, ადამიანს გგონია, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად ქმნი, გგონია, რომ სხვის მოკვლას, სამადლოდ მოყრილი პეშვი მიწა და გაუნძრევლად ლპობას შეგუება გირჩევნია, გწამს ამის და ერთხელაც, როდესაც შენი ხელით დაღვრილ სისხლს შენს თვალწინ ეცლება სითბო, შენც იყინები, ვერ ხვდები რა ხდება და თვალდახუჭული იწყებ ფიქრს.
გადის ცოტა დრო და სარკეში ხედავ საკუთარ ცრემლებს და ნანობ იმას, რისი გაკეთებაც შენს ძალებს აღემატებოდა. კიდევ ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, ისევ სარკესთან და ისეც, დასცინი საკუთარ თავს, მერვე სართულიდან გადმოხტომას რომ აპირებდი, დასცინი საკუთარ გვამსა და სულს, რომელიც არც ისე მარადიულია. დასცინი იმას, რასაც შენს დაბადებამდე უწოდეს ბედი და ხვდები, რომ მხოლოდ სხვის დაცინვაში თუ ჩაახშობ საკუთარ სისუსტეს, მხოლოდ სხვის დახმარებაში თუ იგრძნობ საკუთარ სიძლიერეს.. და უკვე იცი, რომ შენში იმდენივე სიკეთეა, რამდენიც ბოროტება.
--------------------
პ.ს ყველა კაცს , ხომ კაცი არ ქვია, წვერები ქალებსაც აქვთ
პ.ს ყველა ქალს ხომ ქალი არ ქვია , თმები ბოზებსაც აქვთ.
|