ძალიან მნიშვნელოვანია იმ ძირითადი ბერკეტების აღმოჩენა ოპონენტის ხელში , რომელსაც ის ფლობს და შემდეგ უკვე ცხოვრებაში იყენებს.
ბერკეტი #1 პოლიტიკური ნეოლიბერალკური კურსი
ამ ბერკეტის წყალობით ძალიან მარტივია ადამიანის სოციალურ და საზოგადოებრივ საქმიანობას მოსწყვიტო და უკანმოუხედავად ჩააბა ეკონომიკურ პროცესში ისე, რომ არავითარი სხვა პროცესი მასზე ზემოქმედებას არ ახდენდეს. აუცილებელია მათი გამოყვანა, აქტუალიზება, გააქტიურება.
თუ არ სთავაზობ ამ ამომრჩეველს ალტერნატიულ გზას ბუნებრივია შენი პოზიცია იქნება უკეთესი მიშა , რომელიც არც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს მოსწონს და არც მიშისტებს , რომლებიც არსებული სტატუს ქვოს დარღვევით აუცილებლად დაზარალდებიან. მთელი პოლიტიკური სპექტრი გაჯერებულია ერთი ტიპის დისკურსით. ამაზე კარგად წერს ირაკლი კაკაბაძე
http://european.ge/924/ბერკეტი #2 დღისწესრიგის პოლიტიკის მართვა.
რეჟიმი მუდმივად ახერხებს შეცვალოს დღისწესრიგში არსებული მთავარი საკითხები ახალი უფრო"აქტუალური" საკითხებით , რაც საბოლოო ჯამში იწვევს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებად , რომლებიც ბუნებრივია ვერ მოახერხებენ მობილიზებას ვინაიდან , ყოველი ახალი დღისწესრიგი უპირისპირდება სხვას კონცეპტუალურად. პრინციპული გაუცხოება წარმოშობს კონფლიქტს სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებს შორის . თემაზე კარგი ნარკვევი მარინა მუსხელიშვილის
http://european.ge/932/ბერკეტი # 3 ოპონენტების მორალური და ემოციური დემორალიზება , მათი დაცინვა პატივმოყვარეობის შელახვა და ა.შ ასეთ შემთხვევაში ოპონენტი ხდება პიროვნული დაპირისპირების მსხვერპლი მას ეცლება შინაარსი და ავტომატურ რეჟიმში ხდება არა ქმედების კრიტიკოსი არამედ პიროვნების. ბუნებრივია ამ ვითარებაში რეჟიმს მნიშვნელოვანი სოციალ პოლიტიკური დისკუსია გადაქვს შინაარსგამოცლილ ქიშპში.
ბერკეტი #4 პროპაგანდის მანქანა
პროპაგანდის მანქანა მუდმივად ცდილობს დასმული ახალი პოლიტიკური თამაშის მაქსიმალურად იმპლანტაციას საზოგადოებაში. რუსეთი, მოღალატე, აგენტი და ა.შ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ამ სიტყვების მაქსიმალურად დემონიზირებას აქტუალიზებას . აგრეთვე შეუძლებელია ახალი პოლიტიკური დღისწესრიგის გამოტანა საზოგადოებრივი ინტერესის რადიუსში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გარეშე.
სისტემის რეაგირების 5 ფაზა
1. იგნორირება
2. დისკრედიტაცია
3. მოსყიდვა
4. რეპრესია
5.კაპიტულაცია
ამ ოთხეულში ყველაზე რთული პირველის დაძლევაა დანარჩენი უკვე ავტომატურად მიმდინარეობს და უკვე ორგანიზაციის "ტრაკის" კონტექსტში გადადის. თუ გაუძლებ გაუძლებ თუ არა "გრეჩიხა"
ოპონენტის შეფასება!
ნაცმოს ძლიერი მხარე
ორგანიზებულობა, მკაცრი დისციპლინა.
პროფესიონალიზმი
ფინანსური რესურსი
გამოცდილება
ანალიტიკური ჯგუფები
სუსტი მხარე
იდეოლოგიური მნიშვნელობის თანმიმდევრული გამოცლა
ურთიერთშიშზე დაფუძვნებული პარტნიორობა(რომელიც არასტაბილურია გადამწყვეტ ფაზაში)
საზოგადოებისთვის სანდო ტიპების სიმცირე
ეს ესე სპონტანურად რაც თავში მომივიდა.
აუცილებელია ოპონენტის დეტალური შესწავლა , მისი სვოტის რამოდენიმე ვარიანტი.
უშუალოდ პრეზიდენტის სისუსტეთა შორის არის ემოციური არამდგრადობა , პიროვნული დაძლეული სისუსტეები , რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ კომპლექსად თან დასდევს. ჩემი აზრით ამ მიზეზით არის გამოწვეული მიშას "სიმაგრეზე" ხაზგასმა მისთვის მეტი თავდაჯერებულობისთვის. " მიშა მაგარია " ლოზუნგი ფაქტობრივად მისთვის სოსკის მოტივაციის როლს თამაშობდა ამ წლების განმავლობაში.
რას დაამატებთ რას ამოიღებთ და ა.შ ?
This post has been edited by chegesto on 20 Apr 2012, 12:20
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx