აი ძალიან მარტივ კითხვას დავსვამ, რა არის დედაქალაქის ფუნქცია?
რა დედა აზრი დევს პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე
ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, დედაქალაქი ასოცირდება, იდგილად, სადაც ყველა მნიშვნელოვანი. სახელმწიფო დაწესებულება არის განლაგებული, ერთმანეთთან ახლოს... რათა უფრო ეფექტურად განხორციელდეს მმართველობა.
მაგალითად როგორც ა.შ.შ. -ია ვაშინგტონი.
ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ მივედი დასკვამდე, თუ რაში ჭირდება ჩვენ ქვეყანას, ისედაც მცირე ბიუჯეტიანს, ამხელა გრანდიოზული მაშტაბის პროქტის განხორციელება.
რა იცვლება რეალურად ? არც არაფერი უბრალოდ 150 დეპუტატის და სამოხელეო აპარატის შენახვა, ჩვენ ბიუჯეტს გაცილებით მეტი დაუჯდება.
მაგალითად ბიუჯტს ბენზინი თუ უჯდებოდა 5 მილიონი ახლა დაუჯდება 15 მილიონი
იტყვით ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ახდენენო. რეალურად დეცენტალიზაცია, პარლამენტისთვის ადგილმდებარეობის შეცლით კი არა, თვითმმართველობებისათვის რეალური ძალაუფლების გადაცემით ხორციელდება
დამისახელეთ თუნდაც ერთი პრეცენდეტი, (მე არ ვიცი) როდესაც დედაქალაქიდან პარლამენტი, სხვა ქალაქში გადაეტანოთ.
რატომ ვართულებთ ყველაფერს, არ მესმის