მსოფლიოში ცნობილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტი, ამერიკელი პროფესორი მაიკლ ბადენი ამბობს, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტე მოკლულია. ჟურნალისტ ლაშა კვესელაძის კითხვაზე, რამდენ პროცენტს მისცემდით დასკვნას, რომ ანი მოკლულია? პროფესორი პასუხობს: "100%-ს, 99%-ს".
მე ვიყავი ნიუ იორკის მთავარი სასამართლო ექსპერტი. ეს რომ მომხდარიყო ნიუ იორკში , ეს იქნებოდა მკვლელობა. მკვლელობა მოხრჩობით. მხოლოდ პეტექიებით [წერტილოვანი, მრგვალი ლაქები, რომლებიც კანზე სისხლდენის შემდეგ ჩნდება] არ შეიძლება დასკვნების გამოტანა, რომ ადამიანი მოხრჩობით მოკლეს, ბევრი გზა არსებობს, რომ ისინი გაჩნდეს, თუმცა აქ მათ უფრო ჭარბად ვხედავთ, ვიდრე ჩვეულებრივ, უწყინარ შემთხვევებში არის ხოლმე, მაგრამ, ეს ერთი ფაქტორია. მეორე ფაქტორია, რომ ვხედავთ კისერზე ზეწოლის კვალს და სისხლჩაქცევებს მის ქვეშ. ეს არ არის მხოლოდ კანზე, არის კანზე და კანქვეშა ქსოვილებზე. ეს ყველაფერი კისერზე, ზეწოლის არსებობაზე მიუთითებს. იმის ძლიერი სამხილია, რომ ეს იყო მოხრჩობა, სავარაუდოდ, მაღალყელიანი ჯემპრის საყელოს კისერზე მოჭერით, რომელიც გოგონას ეცვა და ამ საყელოს ისე მჭიდრო მოჭერით, რომ გოგონას არ შეძლებოდა დახმარებისთვის დაძახება. ღებინება არასდროს არ არის გარდაცვალების მიზეზი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხანდაზმულ ადამიანს ემართება, როდესაც ისინი ამოხველების რეფლექსს კარგავენ, ან ეს ემართებათ ალკოჰოლის მომხმარებლებს. ხანდახან ნასვამი ადამიანები იგუდებიან საკვებით იმიტომ, რომ ასუსტებს ამოხველების რეფლექსს, ასაკი ასუსტებს ამ რეფლექსს. ამოხველების რეფლექსი ძალიან ძლიერია და სანამ ის ვიღაცას ებრძოდა, რომელიც მას ახრჩობდა, მან შეისუნთქა კუჭის შიგთავსის ნაწილი ფილტვებში" | [ფორმულა] ამბობს პროფესორი.
ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა.
https://www.facebook.com/photo/?fbid=126325...628036179379056
This post has been edited by Win777 on 7 Dec 2025, 17:16