სააკაშვილი : ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო აფსოლუტურ სიბნელეში ვიქნებოდით
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სვანეთში ახალი ჰიდროელექტროსადგურის „ნესკრაჰესის“ მშენებლობა მართლაც გრანდიოზული მშენებლობაა.
ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰესის მშენებლობის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ენგურჰესის“ შემდეგ ამ სიმძლავრის ჰესი საქართველოში ჯერ არ აშენებულა.
„უცხოელ პარტნიორებთან ერთად 5 წელიწადში ყველაზე დიდი ჰიდროელექტრო სადგურს ავაშენებთ, ეს არის პირველი ჰესი რომელიც ზამთარშიც იმუშავებს, ჰესის 2010 მეგავატიანია და მისი სიმძლავრე კიდევ 2–ჯერ გაიზრდება“,– აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო აფსოლუტურ სიბნელეში ვიქნებოდით
„ის მთავრობა აფერისტების დიდი კორპორაცია იყო, რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია არ იქნებოდა დენი, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი მაშტაბის მნიშვნელოვანი მოვლენა, 2 თვეში ამაზე ორჯერ მეტი ელექტროსადგულრის მშენებლობას ვიწყებთ ნამახვადში. დამოუკიდებელ საქართველოს შეძლებია მშენებლობა, ჩვემნ დამოუკიდებელ საქართველოს გავუგეთ გემო“,– განაცხადა სააკაშვილმა.
2012– 2013 წლებში კიდევ 20 ახალი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი.
http://www.epn.ge/?p=106624ვინც ამ ყველაფერს ვერ ხედავს არის ღორი!!!
2003ში მან ჰქნა ნათელი!