სულ არ ვაპრიებდი ამაზე თემის გახსნას მით უფრო 19-ში მომხდარი ამბავია და მით უფრო მერე შემოვა ბურზო და დაიწყებდა რა რეკლამას აკეთებო მაგრამ ამ დღეებეში კიდევ იგივე რომ მოვისმინე სხვებისგან დაგადავწყვიტე გამეხსნა თემა
მით უფრო რომ ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება ეს შეეხოს
ფაქტია არაეფექტურია ამჟამად ეს პროექტი და სასწრაფოდ საჭიროებს გამოსწორებას სანამ ვიღაცის სიცოცხლე არ შეიწია
19 აპრილი, დაახლოებით 17:35 საათი, მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია. მოგეხსენებათ, მარჯანიშვილის ქუჩასა და მის შემოგარენში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, არათუ ავტომანქანით, არამედ ფეხით გადასვლაც კი ჭირს. ამიტომ მეც მივემართებოდი უზნაძის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირისკენ. ამ დროს მოისმა აფეთქების ხმა და იქვე ასფალტში არსებული თხრილიდან ნაპერწკლებიც გამოჩნდა. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე ადამიანის ყვირილი და მერე თავად ადამიანიც დავინახე. მას მარცხენა მხარე შეტრუსული ჰქონდა: ხელებიდან დაწყებული, თავით დამთავრებული. აფეთქების გამო შეშინებული ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა. მოკლედ, პათეტიკის გარეშე ვიტყვი, რომ ადამიანი, ხალხურად რომ ვთქვა, შოკში იყო. გარეგანი დაზიანების აშკარა ნიშნები მას არ ეტყობოდა, თუმცა სავარაუდო იყო თვალის დაზიანება (ნაპერწკლების გამო) და შესაძლო გართულებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (აფეთქების ძალას შეეძლო ტვინის შერყევა ან კონტუზია გამოეწვია).
ირგვლივ არავინ აღმოჩნდა ექიმი, ჩემი ჩათვლით. ამიტომ, ერთადერთი დახმარება რაც შეგვეძლო, იყო სასწრაფო დახმარებაში დარეკვა. მშენებლობაში მონაწილეები, განათლების სამინისტროს დაცვა და უბრალოდ გამვლელები, ყველა ერთდროულად ვრეკავდით ყველაზე საჭირო ნომერზე – 113.
არ ვიცი, დაგირეკავთ თუ არა 113-ზე. ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა იყო. პირველ რიგში, ქალის სასიამოვნო ხმა გატყობინებთ, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ჩვენი საუბარი იწერება. შემდეგ გადის სამი ზუმერი და მხოლოდ ამის შემდეგ გატყობინებთ იგივე ქალბატონი, რომ ამ მომენტისთვის ყველა ოპერატორი დაკავებულია. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ექვსი ადამიანი 20 წუთის განმვალობაში ვრეკავდით განუწყვეტლივ და მთელი ამ დროის მანძილზე, ყველა ოპერატორი დაკავებული იყო. ამ დროს კი, ადვილი შესაძლებელია, რომ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა.
როდესაც რამდენჯერმე ვერ მოვახერხე 113-თან დაკავშირება, დავრეკე 112-ზე, რომელმაც კვლავ წინა ნომერზე (113) გადამამისამართა.
„113
თბილისის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში საშუალება აქვს მიიღოს სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დედაქალაქში ფუნქციონირებენ, როგორც კომერციული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ასევე უფასო სასწრაფო დახმარება 113. ამჟამად, თბილისში 113-ის 70 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს. 113-ის ცენტრი 12 ფილიალს მოიცავს და ქალაქის სხვადასხვა რაიონში არის განლაგებული. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისის ნებისმიერი უბნიდან შეუძლია დაუკავშირდეს 113-ის ცენტრალურ სააპარატოს ნომრებზე:
ქალაქის ტელეფონიდან +995 32 254 70 88 და 113.
ფაქსი: +995 32 254 70 90
www.ambulance.ge“ (http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=30)
ესაა ამონარიდი ქალაქ თბილისის მერიის ვებ-გვერდიდან. ანუ 70 სამედიცინო ბრიგადიდან, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის ნებისმიერ უბანში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
გამოსავალი: უცებ გამახსენდა, რომ იქვე, უზნაძეზე არის ალადაშვილის სახელობის კლინიკა, სადაც დაზარალებულისთვის შეეძლოთ პირველადი დახმარების აღმოჩენა. განათლების სამინისტროს დაცვის თანამშრომელმა მაშინვე მოიყვანა მანქანა, ჩასვა დაზარალებული და წაიყვანა საავადმყოფოში. მოვლენების შემდეგი განვითარება, სამწუხაროდ, აღარ ვიცი. თუმცა, ფაქტია, რომ ყველა შედარებით მსუბუქად გადარჩა.
არადა: მთავრობის #489 დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – 112-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი. 2012 წლის 1-ელი იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის, ბატონი ნიკა გილაურის ინიციატივით, „5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენის ან მომსახურებით სარგებლობის“ შემთხვევაში, ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში ფიზიკური პირი იხდის 0,20 ლარს, ხოლო იურიდიული პირი – 0,50 ლარს. (http://www.magticom.ge/index.php?section=139&lang=geo&info_id=804)
დასკვნა: თბილისში მუშაობს 70 სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ყოველთვიურად, თითქმის ყველა ჩვენგანს ექვითება თითოეულ ნომერზე 0,20 და/ან 0,50 ლარი. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ფინანსდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან. თუმცა, ყველა ჩვენგანი იმის რისკის ქვეშაა, რომ სასწრაფო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ყველა ოპერატორი დაკავებული იქნება და ჩვენ ფიზიკურად ვერ დავუკავშირდებით მას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია.
დღევანდელი შემთხვევა, სავარაუდოდ, ზღვაში წვეთია და არსებულ რეალობაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, ჩემი აზრით, სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქალაქ თბილისის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მოცემული სტრუქტურის გამართულად მუშაობაზე. ნორმალურ სახელმწიფოში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ურგენტული სიტუაციები ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს. ჩვენ კი პრეტენზია გვაქვს არა მხოლოდ ნორმალური, არამედ ყველაზე ”მაგარი“ ქვეყნის სტატუსზე.
http://www.ireporter.ge/?p=28167აქვე კიდე ერთი კომენტარის სახით :
1,5 თვის წინ დედაჩემს ფეხი აუსრიალდა ყინულზე დაეცა,ფეხი მოიტეხა და თავი ისე
დაარტყა გონება დაკარგა,უბნელებმა დამირეკე სიპოვეს გონებადაკარგული,
25 წუთი ვრეკავდი სასრაფოში.... ამასობაში სასწრაფოში ჩვენთ ჩავიყვანეთ მანქანით და კარები
არ გაგვიღო და არ მიგვიღო სასწრაფომ, სანამ ცენტრიდან არ გადმოგვცებენ ვერ მოგემასახურებითო,
და სასწრაფოს კარებში კიდევ 10 წუთი ვიდექი და რომ აიღეს დამიჯდა მობილური და გამეთიშა,უცებ გადავდე და ჩავრთე და კიდევ 5 წუთი ველოდე ზარს და მერე ოპერატორმა თავისი ნომრიდან გადმომირეკა,კიდევ კარგი ნორმალური
გოგო იყო,სხვა ალბათ დაიკიდებდა,და თქვენგან ზარი შემოვიდა გაითიშა რითი დაგეხმაროთო და
მერე იმ გოგომ გადარეკა და კარები გაგვიღეს და რეაქცია" უი აბა პაციენტი? აქ თუ მოიყვანეთ ბარემ წეგეყვანა თუ
სადმე ექიმთანო,რაღას გვაწუხებთო"
=============================
მიხედეთ ამ გაუმართავ სისტემას როცა ვიღაცის სიცოცხელს შეიწირავს მერე ნუ დაიწყებთ ფუსფუსს
This post has been edited by sexi-bicola on 22 Apr 2012, 23:48
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █