სხვა რაღაცაში ყოფილა საქმე როგორც სტატიიდან ჩანს
. . . ასე დავიწყეთ ფიქრი, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა საქართველოსთვის.
გადავწყვიტეთ, ხამანწკები გამოგვეყვანა - შავ ზღვას საჭირო მარილიანობა აქვს ხამანწკების მოსაშენებლად. მასზე მსოფლიო ბაზარზე უდიდესი მოთხოვნაა. ხამა/ნწკების საკონსერვო წარმოება და ექსპორტი ქვეყანას დიდ ფულს მოუტანდა. ჩვენი პროექტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და მისი მსოფლიო ბაზარზე გატანის გარდა, დევნილი მოსახლეობის დასაქმებასაც ითვალისწინებდა.
თითოეული დევნილისთვის უფასო ბინა და კულტურული გარემო იყო გათვალისწინებული, რომელიც მზის ენერგიის ბატარეებით იქნებოდა აღჭურვილი. დევნილები ამ ახალი წამოწყების მეწილეებიც გახდებოდნენ, მათი საშუალო ხელფასი კი 500-600 დოლარი უნდა ყოფილიყო. დავითს სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი ქვეყანა, მე კი - ჩემი საქმე. პროექტზე მუშაობა 7 წლის წინ დავიწყეთ. 32 კაცი 7 წლის განმავლობაში დღე-ღამეს ასწორებდა.
"ლაზიკა" უნდა გაშენებულიყო ჭაობზე, რომელიც კი არ განადგურდებოდა, არამედ სიკეთეს მოიტანდა - ჭაობიანი ადგილი, თუკი განვითარდება, ბუნების ნატურალური ფილტრია. ახლა
თქვენი მთავრობა ჭაობების დაშრობას აპირებს. ვინც ამას აპირებს, ალბათ, არც ფიზიკა იცის, არც ქიმია და არც ბიოლოგია. ჭაობებს სპეციალური, ე. წ. რამსაარის კონვენცია იცავს, ხოლო მათი ამოშრობა იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა თითქმის მთელ კოლხეთის დაბლობს მიიტაცებს! ვერ ვიჯერებ, რომ იდეა პრეზიდენტმა მოგვპარა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ცრუ და მდაბალი ხელისუფლება მართავდა ქვეყანას"
This post has been edited by ImereTinski on 24 Apr 2012, 01:28