მოდით გულახდილად ვთქვათ ორივე მხარემ რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს გაუყალბებელი არჩევნების ჩასატარებლად (აქვე შენიშვნა რომ
გაუყალბებელში ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დღეს მომხდარ გაყალბებაზე... აღნიშნული თემა
არ ეხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს არათანაბარ მდგომარეობაზე, ეგ ცალკე პრობლემაა უფრო კომპლექსური და უფრო რეზონანსული (მაგაზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ ჩემს აზრს

))...
მე არ მივეკუთვნები იმ იუზერთა კატეგორიას რომლებიც ფიქრობენ რომ მიშას რო გავუშვებთ და ბიძინა მოვა არჩევნები აღარ გაყალბდება... რეალურად ვხედავ რომ დღეს არსებული სისტემა ძალიან მარტივად აძლევს საშუალებას ხელისუფლებაში მყოფ გუნდს რომ სურვილის შემთხვევაში გააყალბოს არჩევნების შედეგები, ისე რომ ვერც საზოგადოებამ და ვერც ოპოზიციურმა სექტორმა ვერ უზრუნველყონ ამ პროცესის შეჩერება. შესაბამისად ჩემი აზრით ნორმალური ადამიანები არ უნდა ვიყოთ ვიღაც პოლიტიკოსების (გინდაც მიშა და გინდაც ბიძინას) კეთილ ნებაზე მინდობილები რომ ის არ გააყალბებს.
საჭიროა ისეთი სისტემის, მექანიზმის შემუშავება რომელიც ნებისმიერი ხელისუფალის ნების გამოვლენის შემთხვავშიც კი წარმოუდგენლად რთულს გახდის გაყალბების შესაძლებლობას.ახლა რას გთავაზობთ მე:
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ჩემს მიერ შემოთავაზებული სისტემის განხორიციელებას სჭირდება დრო, ამიტომ გამორიცხულად მიმაჩნია 2012-2013 წლის არჩევნების ამ სისტემით ჩატარება... შესაბამისად ჩემს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ეხება 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ამ სისტემით ჩატარებას.
გთავაზობთ შემოვიღოთ ე.წ. სავალდებული ხმის მიცემის პროცედურა (სანამ იტყვით დებილობააო უმორჩილესად გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ რას გთავაზობთ და ის რომ ყველასთვის სავალდებულო არაა).
როგორც ზოგიერთმა თქვენგანმა იცის ეს სისტემა უკვე მოქმედებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორიცაა ავსტრალია, ბელგია და ა.შ. (ყველგან განსხვავებულია ერთმანეთისგან მაგრამ საერთო ჯამში ავსტრალიური მოდელი ყველაზე კარგია ჩემი აზრით საქართველოსთვის)
მოკლედ რაშია საქმე... სავალდებულო ხდება ხმის მიცემა საარცევნო ასაკს მიღწეული ყველა საქართველოს მოქალაქესთვის
თუ ის წინასწარ არ განაცხადებს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე. რის შემდეგადაც ის იქნება ამოღებული საარჩევნო სიიდან და მისთვის აღარ დაიბეჭდება ხმის მიცემის ბიულეტენი!
რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს... სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სასჯელებია, ზოგან ჯარიმაა, ზოგან საზოგადოების სასარგებლო სამუშაოს გაწევა და ზოგან საერთოდ ციხეც

თუმცა ჩემი აზრით საქართველოსთვის ოპტიმალური პირველი ორი იქნება... პირველ შემთხვევაში იყოს სამუშაოს გაწევა და მეორე შემთხვევაში ჯარიმა.
2014 წლის დასაწყისშივე ახალ პარლამენტს უკვე მიღებული უნდა ქონდეს შესაბამისი კანონი და ცესკომ 2014 წლიდანვე უნდა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება:
1. ცესკო აქვეყნებს საარჩევნო სიას 2014 წლიდან-2016 წლამდე ყველა საარჩევნო უბნებში იმ საარჩევნო უბნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიებს. მთლიანი სია იქნება ინტერნეტით ხელმისაწვდომი ყველა პირისთვის საკუთარი პირადი ნომრის შეყვანის შემთხვევაში. აღნიშნულ უბნებში ან/და ინტერენტით შესაძლებელი იქნება დარეგისტრირდეს შენი უარი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
2. მიდის სატელევიზიო ხშირი რეკლამები ხმის მიცემის სავალდებულოობაზე და თუ რა უნდა გააკეთოს მოქალაქეებმა რათა თავიდან აიცილონ დაჯარიმება თუ სხვა სახის სასჯელი.
3. ამავდროულად ინტენსიურად მიდის სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივება რომ აუცილებელია მოქალაქეებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
4. ორი წელი სრულიად საკმარისი იქნება შედგეს სრულიად ახალი გამჭვირვალე საარჩევნო სია და წინასწარ გვეცოდინოს არცევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობა...
რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება ჯანმღთელობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არჩევნებში არ გამოცხადება...
ახლა რა დადებითი შედეგები შეიძლება მივიღოთ ამ სისტემის განხორიცლებეის შემთხვევაში...
1. თითქმის ბოლომდე კონტროლირებადი (საზოგადოებიდან და ოპოზიციიდან) საარჩევნო პროცესი.
2. გაყალბების პრაქტიკული შეუძლებლობა (ზუსტად იმდენი ბიულეტენი იბეჭდება რამდენიც მიდის არჩევნებში)
3. საზოგადოების ნდობა არჩევნებისადმი მოიმატებს. (გულახდილად მინიმუმ!!!!!! 30% ამომრჩევლებისა არ აქვს ნდობა არჩევნების გაუყალბებლობაზე... ეს ჩემი აზრია რომ მინიმუმ ამდენი პროცენტია არ ეფუძნება რაიმე კვლევას)
ახლა ჩემი აზრით რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამ სისტემამ...
1. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა წინასწარ უარი არ თქვას არჩევნებზე იმ შიშით რომ ვაიდა რაღაც მოხდეს არ დავჯარიმდეო (თუმცა ჩემი აზრის კარგად ორგანიზებული კამპანიის შემთხვევაში მაქსიმალურად შეიძლება მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა და რომ არ შეშინდნენ ტყუილად)
2. მეორე და უფრო სერიოზული პრობლემა ჩემი აზრით შეიძლება იყოს ის რომ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ეცოდინებათ გარკვეული ადამიანები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას მათთვის გახდეს უინტერესო და არ შესთავაზონ ამ კატეგორიის ხალხს რაიმე წინასაარჩევნო დაპირებები რომლებიც საინტერესო იქნება მათთვის და არ გახდეს საერთოდ მათი სამიზნე ჯგუფები.
მოკლედ ასეა ჩემი მოკლე ჭკუით ეგ საქმე... რა თქმა უნდა იდეალური სისტემა არ არსებობს დედამიწის ზურგზე... ყველას აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მაჩვენებლები... ჩემი აზრით ორივე დავუწერე ამ სისტემას... მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ ამ ყოველივეზე...
ძალიან გამიხარდება თუ საზოგადოების თუნდაც ფორუმული ნაწილი იფიქრებს ამაზე და მათთვისაც მისაღები გახდება ეს სისტემა და შემდეგ უკვე მოხდება შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და უკვე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაო რათა 2014 წლიდან გაეშვას უკვე ეს პროექტი.
ცოტა ხანი მიშა-ბიძინას თავი გავანებოთ და შემოდით ამ თემაში