
ვისაც არც ისე კარგი ურთიერთობა გაქვთ თანამედროვე სიმულატორებთან, ან მათ თქვენი კომპიუტერის კონფიგურაცია არ აკმაყოფილებთ, მობრძანდით, დაბრძანდით და ისიამოვნეთ

Pro Evolution Soccer 6 ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო სიმულატორად. წლების განმავლობაში მას არ დაუკარგავს ერთგული თაყვანისმცემლები და დღესაც ყავს საკმაოდ დიდი მომხმარებლების გუნდი. რაც იმაზე მეტყველებს, რომ თამაშში მართლაც არის რაღაც, რასაც ნაკლებად იპოვით ახალი თაობის საფეხბურთო სიმულატორებში, იგივე KONAMI-ის მიერ წარმოებულ Pes 9, Pes 10, Pes 11, ან Pes 12-ში. ამიტომაც კეთდება არაოფიციალური განახლებები, რამდენიმე დღის წინ გაეშვა უახლესი სატრანსფერო ფაილი, სადაც ნახავთ ისეთ ტრანსფერებს, როგორიც არის ნიკიტსა იელავიჩი ევერტონში და ა.შ.
რაც მთავარია, პეს 6-ის ონლაინში თამაში არის აბსოლუტურად უფასო!!!რა თქმა უნდა, ეს თემა არ ემსახურება არანაირ VS ხასიათს და ნებისმიერი პოსტი: "FIFA 12 გადმოწერეთ, ამას რა გათამაშებთ?!!" ჩაითვლება OFFტოპიკად. კარგად ვიცი ყველა ახალი სიმულატორის არსებობის შესახებ

მოკლედ, თუ არ გეშინიათ გუშინდელი დღის თამაშების, შემომიერთდით. შეგვიძლია მოვაწყოთ ტურნირები ან ვითამაშოთ მეგობრულად და ამხანაგურად
სანამ უშუალოდ ინსტრუქციას გაეცნობით, გადახედეთ თამაშის მინიმალურ სისტემურ მოთხოვნილებებს, რომელიც არც თუ ისე სერიოზულად გამოიყურება.
OS: Win98/2000/ME/XP/Vista/7
CPU: Pentium IV 1.5GGz.
RAM: 256MB
VGA: 32mb 3D video ინსტრუქცია!!!1. პირველ რიგში, გვჭირდება PES6-ის სუფთა ინსტალაცია. ლიცენზიური ვერსია არის აქ
PES 6 LICENSE (ვინც არ ხართ დარეგისტრირებული, ტორრენტ ფაილი გადმოწერეთ
აქედან ).
პირატული ვერსია დევს აქ (მუშაობს წესით, უბრალოდ მე არ დამიტესტავს)
PES6 Pirate (ტორრენტ ფაილი არის
აქ ). შეგიძლიათ გადმოწეროთ ნებისმიერი ვერსია ინტერნეტიდან.
2. თამაშის დაყენების მერე გვჭირდება Deemaz Patch 7.0 (რომელსაც მოგვიანებით განვაახლებთ 7.1-ამდე). პატჩის გადმოწერა შეგვიძლია ისევ და ისევ
rutracker-იდან (ტორრენტ ფაილი არის
აქ.)
გადმოწერილ ფაილებს ვიღებთ არქივიდან და ვაკოპირებთ PES6-ის მთავარ დირექტორიაში, ფაილების ჩანაცვლებით!!! მაგალითად: C:\Program Files\Pro Evolution Soccer 6
3. ვიწერთ PES6J launcher-ს აქედან:
Setup. ვაყენებთ ნებისმიერ დირექტორიაში.
4. ვრეგისტრირდებით აქ:
http://www.pes6j.net/signup (მარტივი პროცედურაა იმეილის გადამოწმებით).
5. ვხსნით PES6J launcher-ს, რომელიც 3-ე პუნქტში დავაყენეთ და ვწერთ იუსერის მონაცამებს, რომელიც 4-ეპუნქტში დავარეგისტრირეთ.
პროგრამაში ვხსნით Patch Updater-ს (ფოტო#1) და ვნიშნავთ მხოლოდ პირველ ორ პარამეტრს Patch files და Kitserver თოლიას (ფოტო#2) (დანარჩენი ფაილები უკვე გვაქვს). ვაჭერთ სტარტს, პროგრამა გადმოწერს საჭირო ფაილებს და ბოლოს მოგვთხოვს მივუთითოთ თამაშის დირექტორია(ფოტო#3). ვაჭერთ Browse-ს და ვუთითებთ შესაბამის ფოლდერს (ფოტო#4).
პატჩის განახლება (7.1-ამდე) დასრულებულია. იხილეთ ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
6. PES6J launcher-ში ვაჭერთ Configuration-ს (ფოტო#5) და ვუთითებთ უშუალოდ თამაშის გამშვებ (. exe) ფაილს, თამაშის დირექტორიიდან (ფოტო#6).
იხილეთ ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
5

6

7. Host ფაილის რედაქტირება. ამისთვის არსებობს ორი გზა
ა) ვიწერთ უკვე რედაქტირებულ Host ფაილს აქედან:
http://www.mediafire.com/?n8y941di616dbps და ვანაცვლებთ ძველ host ფაილს. ჰოსტ ფაილი არის აქ C:\Windows\System32\Drivers\etc
ბ) ვხსნით host ფაილს notepad-ის ან სხვა რედაქტორის დახმარებით აქედან: C:\Windows\System32\Drivers\etc და ბოლოში ვამატებთ ამ ორ სტროფს:
გაითვალისწინეთ რომ Windows 7-ის შემთხვევაში დაგვჭირდება Notepad-ის ადმინისტრატორის ფუნქციებით გაშვება (Run as Administrator). სხვა შემთხვევაში ფაილში ცვლილებებს ვერ შევინახავთ.8. PES6J launcher-ში ვაჭერთ დიდ ყვითელ ღილაკს PLAY GAME, რის შედეგადაც იხსნება თამაში. შევდივართ Network მენიუში. სერიული ნომერის მენიუ, რომლის მითითება არ გვჭირდება (ანუ უკვე შეყვანილია). ხოლო სერიული ნომრის ქვემოთ არის პაროლის ველი, სადაც ვწერთ ნებისმიერ პაროლს ნებისმიერი შესვლის დროს. შემდეგ ვქმნით User File-ს და შევდივართ ჩვენთვის სასურველ სერვერზე (7.1 !!!), ვირჩევთ ლობის, საიდანაც უშუალოდ ავირჩევთ ოპონენტს და დავიწყებთ თამაშს.
ცოტა დიდი ინსტრუქცია კი გამოვიდა, მაგრამ მაქსიმალურად გასაგებად დავწერე მგონი. სულ ეს არის, ნებისმიერი კითხვა დაპოსტეთ თემაში. დიდი მადლობა და იმედი მაქვს გამოჩნდებიან მსურველები