Heinz Doofenshmirtz
შოიგუ, გერასიმოვ!

      
ჯგუფი: Members
წერილები: 19691
წევრი No.: 127774
რეგისტრ.: 22-February 11
|
#30750929 · 18 Apr 2012, 07:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2000 წლის თვრამეტ აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, “კამპ ნოუზე”, ერთმანეთს “ბარსელონა” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. პირველი თამაში კატალონიელებს 3:1 ჰქონდათ წაგებული, რასაც მათ ამავე ანგარიშით მოგება და დამატებით ტაიმში მეტოქისთვის კიდევ 2 ბურთის გატანა მოაყოლეს. იმ შეხვედრაში, “ბარსელონას” ნახევარდაცვაში ხოსეპ გვარდიოლა თამაშობდა, ხოლო “ჩელსის” ნახევარდაცვაში – რობერტო დი მატეო. გავიდა ზუსტად 12 წელი და ეს ადამიანები ერთმანეთის პირისპირ სხვა ამპლუაში წარსდგებიან – ისინი კვლავ “ბარსელონასა” და “ჩელსის” წარმოადგენენ, მაგრამ ახლა მწვრთნელების რანგში. ჩემპიონთა ლიგის მე-2 ნახევარფინალური წყვილის მონაწილე გუნდები დღევანდელ თამაშს კარგი განწყობით ხვდებიან. გასულ უქმეებზე, “ჩელსიმ” ლონდონურ დერბიში “ტოტენჰემი” 5:1 გაანადგურა და ასოციაციის თასის ფინალში გააღწია, ხოლო “ბარსამ”, ლა ლიგის ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო და ჩემპიონობის შანსები შეინარჩუნა. “ჩელსი” და “ბარსელონა” აქამდე ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრიან. გუნდებმა 3-3 თამაში მოიგეს, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 16:15, კატალონიელთა სასარგებლოდ. პირველად ლონდონურ-კატალონიური დაპირისპირება 2000 წელს, ლიგის 1/4-ფინალში შედგა. ინგლისში გამართულ მატჩში მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს, მაგრამ ესპანეთში, კატალონიელებმა მეტოქე 5:1 გაანადგურეს. 2005 წელს, ლიგის მერვედფინალში, “ბარსამ” შინ 2:1 მოიგო, მაგრამ სტუმრად 2:4 წააგო. ერთი წლის შემდეგ, კატალონიელებმა რევანში აიღეს – მათ “სტემფორდ ბრიჯზე” 2:1 იმარჯვეს (“ჩელსისთან” მათი ჯერჯერობით ბოლო მოგება), ხოლო შინ 1:1 ითამაშეს. 2006 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონში სტუმრები 0:1 დამარცხდნენ, ბარსელონაში კი გუნდებმა 2:2 ითამაშეს. ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირება რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ეს “ჩელსისა” და “ბარსელონას” შორის 2009 წელს გამართული ნახევარფინალური თამაშების დამსახურებაა. კატალონიაში ჩატარებული მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო განმეორებით შეხვედრაში, რომელიც გულშემატკივრებს მსაჯის მიერ დაშვებული უხეში შეცდომებით ახსენდებათ, “ბარსამ” თავისთვის სასარგებლო 1:1 გაახერხა. ესპანეთის წარმომადგენლებთან სულ ჩატარებულ 29 თამაშში “ჩელსის” 13 მოგება, 10 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში, ლონდონელებმა 8-ჯერ იმარჯვეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს. ინგლისურ გუნდებთან ჩატარებული 58 მატჩიდან “ბარსელონამ” 24 მოიგო, 18 ფრედ დაასრულა და 16 წააგო. გასვლაზე, კატალონიელებს 6 მოგება, 8 ფრე და 12 მარცხი აქვთ. შეხვედრის განსასჯელად უეფამ ფელიქს ბრიხი მიავლინა. გერმანელ არბიტრს “ჩელსის” თამაშში აქამდე ერთხელ უმსაჯია. მიმდინარე გათამაშებაში, მერვედფინალის განმეორებით მატჩში, ლონდონელებმა “ნაპოლი” 4:1 გაანადგურეს. “ბარსას” თამაშში ბრიხი მონაწილეობას პირველად მიიღებს. “ჩელსის” თამაში დაცვის ცენტრის უცვლელი წევრის, დავიდ ლუისის გარეშე მოუწევს. “ბარსელონას” დანაკლისს ვილია, ფონტასი და აბიდალი შეადგენენ, მაგრამ მათი არყოფნა დიდი ხნის წინათ იყო დაანონსებული.
საინტერესო ფაქტები • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან 8-ში “ბარსელონამ” მოიგო როგორც პირველი ტაიმი, ასევე მთლიანად შეხვედრა; • “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო თექვსმეტ თამაშში წაგება არ აქვს. უკანასკნელად, კატალონიელები სწორედ ლონდონში, “არსენალთან” დამარცხდნენ; • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან “ჩელსიმ” 5 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა; • ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 15 შეხვედრიდან “ბარსამ” 14-ში იმარჯვა და ერთი ფრედ დაასრულა. 8 გასვლით თამაშში კატალონიელებს 7 მოგება და 1 ფრე აქვთ; • გუნდებს შორის გამართული ბოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო “ბარსას” “ჩელსისთან” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს; • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს; • ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ჩელსიმ” ხუთივე საშინაო მატჩი მოიგო, ხოლო კატალონიელებმა, 5 გასვლითი თამაშიდან 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს; • “ჩელსის” ესპანურ გუნდებთან 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. უკანასკნელად, “არისტოკრატები” “სტემფორდ ბრიჯზე” დამარცხდნენ სწორედ “ბარსელონასთან”. ეს 2006 წელს მოხდა; • “ჩელსი” ლიგის 1/2-ფინალში მეექვსედ ითამაშებს. ლონდონელებმა წინა 5 ცდიდან ფინალში მხოლოდ ერთხელ გააღწიეს. “ბარსას” ნახევარფინალში 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელები ამ ეტაპის მეშვიდედ დაძლევას შეეცდებიან; • “ატლეტიკოში” თამაშის დროს, ფერნანდო ტორესი “ბარსელონას” 10-ჯერ დაუპირისპირდა და ესპანელმა 7 გოლი გაიტანა. ამ 10 თამაშიდან, მადრიდელებმა 4-4 მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 2 წააგეს; • როდესაც ხუან მატა “ვალენსიაში” თამაშობდა, “ღამურები” “ბარსას” 7-ჯერ შეხვდნენ. ლა ლიგაში, “ბარსელონას” მატას გუნდთან წაგება არ აქვს; • “ლივერპულში” თამაშის დროს, ხავიერ მასკერანო “ჩელსის” 10-ჯერ დაუპირისპირდა. მან სამ-სამჯერ მოიგო და 4-ჯერ წააგო; • “ჩელსისთან” დაპირისპირების ცუდი სტატისტიკა აქვს სესკ ფაბრეგასს – “არსენალში” თამაშის დროს, “არისტოკრატებთან” გამართული 16 ლონდონური დერბიდან, მან 3 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 9 დათმო. ამ შეხვედრებში ფაბრეგასმა 2 გოლი გაიტანა; • “ჩელსის” ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი ორიოლ რომეუ 2004-2009 წლებში “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებში ირიცხებოდა. 2009-2011 წლებში, იგი “ბარსა ბ”-ში თამაშობდა. პირველ გუნდში მან 2-ჯერ ითამაშა; • “სტემფორდ ბრიჯმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ თამაშს 5-ჯერ უმასპინძლა. “ჩელსიმ” ორჯერ მოიგო და სამჯერ ფრედ ითამაშა; • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, გასვლაზე ჩატარებული ბოლო 11 თამაშიდან “ბარსამ” მხოლოდ 3 მოიგო; • “ჩელსიმ” ანგარიშის გახსნა მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ათივე შეხვედრაში მოახერხა; • მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონამ” “ჩელსიზე” 3244 პასით მეტი გააკეთა; • განვლილ ათ შეხვედრაში, პეტერ ჩეხმა 43 სეივი გააკეთა, ხოლო ვიქტორ ვალდესმა – 9; • გვარდიოლას მწვრთნელობის დროს, “ბარსამ” ლიგის ფლეი ოფში 24 თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა გოლის გატანა ორ მათგანში ვერ მოახერხეს და ერთ-ერთ მატჩში მათი მეტოქე “ჩელსი” იყო; • მიმდინარე გათამაშებაში, ლიონელ მესის 14 გოლი აქვს, რაც ჩემპიონთა ლიგის/თასის რეკორდია. ჩემპიონთა ლიგის/თასის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა სიაში არგენტინელი მე-3 ადგილზეა; • ლიონელ მესისთვის “ჩელსი” ყველაზე უხერხული მეტოქეა. ლონდონელებთან ჩატარებულ ექვს მატჩში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია; • ნახევარფინალისტთა შორის, “ჩელსიმ” გაიტანა ყველაზე ცოტა (21) და გაუშვა ყველაზე მეტი (9) გოლი. ლონდონელები ასევე გამოირჩევიან ყველაზე ცოტა ზუსტი დარტყმითა (74) და მოწოდებული კუთხურით (49); • ნახევარფინალისტთა შორის, “ბარსელონას” აქვს ყველაზე მეტი გოლი (33), არაზუსტი დარტყმა (86) და კუთხური (58), ასევე ყველაზე ცოტა ჯარიმა (96) და ყვითელი ბარათი (13); • თუ დღეს “ბარსამ” მეტოქის კარის 3-ჯერ აღება მოახერხა, კატალონიელებს ევროტურნირებზე 800 გოლი დაუგროვდებათ; • “ჩელსი” ყველაზე სახიფათო 16-დან 30-ე წუთამდეა. დროის ამ მონაკვეთში, ლონდონელებმა გოლების თითქმის 1/3 – 6 ბურთი გაიტანეს; • კატალონიელებს ლონდონელები პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორეს დასაწყისში უნდა უფრთხოდნენ. 31-დან 45-მდე და 46-დან მე-60 წუთამდე, “ბარსას” 8-8 გოლი დაუგროვდა;
სავარაუდო შემადგენლობები ჩელსი (4-3-3): ჩეხი, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, კოული, რამირესი, მიკელი, ლემპარდი, კალუ, ტორესი, მატა. ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი, ფაბრეგასი. მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).
ეს ფელიხ ბრიხი ნაპოლთანაც იყო
|