ამაწლის 5-6 მაისს ჩატარდება ოფფ-როად შეჯიბრი ორიენტირებაში უჯარმის მიმდებარე ტერიტორიაზე.
4. ღონისძიების განრიგი
ღონისძიება გაიმართება შემდეგი განრიგის მიხედვით:
5 მაისი 12.00 – განაცხადების მიღების დასაწყისი
5 მაისი 16.00 – განაცხადების მიღების დასასრული
5 მაისი 12.00 – 16.00 ადმინისტრაციული. კომისია
5 მაისი 18.00 – კენჭისყრა, ნომრების და სარეკლამო სტიკერების დარიგება, USB Flash ბარათების ორგებისთვის ჩაბარება
5 მაისი 18.30 – წინასასტარტო ბრიფინგი
6 მაისი 7.00 – 8.00 მონაწილეთა შეკრება სტარტზე, ტექ კომისია GPS კოორდინატების დარიგება
6 მაისი 9:00 - სტარტი
6 მაისი 15.00 – „ტურიზმის“ და „გრანდ ტურიზმის“ ფინიში
6 მაისი 16.00 - „ტურიზმის“ და „გრანდ ტურიზმის“ საჯარიმო დროის დასასრული
6 მაისი 17.00 – ტრ კატეგორიების ფინიში
6 მაისი 18.00 - ტრ კატეგორიების საჯარიმო დროის დასასრული
9 მაისი 20.00 - შეჯიბრის წინასწარი შედეგების გამოცხადება
10 მაისი 09.00 – 22.00 საჩივრების მიღება
11 მაისი 10.00 – 16.00 საჩივრების განხილვა
11 მაისი 18.00 – შეჯიბრის საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოცხადება
12 მაისი - გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება
რეგისტრაცია იქნება ვარდების მოედანზე.
იქვე იქნება ადმინისტრაციული კომისია რომლის დროსაც მანქანა გარეგნულად შემოწმდება და მონაწილეს განემარტება თუ რომელ კატეგორიაში შეუძლია შეავსოს განაცხადი.
შეჯიბრზე იქნება 5 საასპარეზო კატეგორია, tr1,tr2,tr3 ამ კატგეგორიებში მონაწილეობენ სპეციალურად მომზადებული 4X4 ავტომობილები...ტურიზმში და გრანტურიზმში კი სტანდარტული ტიპის ავტომობილები,სადაც ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება თუ კი მას ყავს 4X4 ავტო და აქვს მართვის მოწმობა,შეჯიბრი იქნება.ტურიზმში და გრანტურიზმში შეჯიბრი იქნება რუქით მიგნებაზე და სხვადასხვა სირთულეების გადალახვა გონებრივი,თუ ფიზიკური შესაძლებლობების გამოყენებით...რაც შეჯიბრს ძალიან საინტერესოს ხდის..სპეციალურად შერჩეული და მომზადებული ტრასებია,რომ მონაწილეებმა ვერ მოახერხონ მანქანის დაზიანება (თუ ძალით არ დააზიანებენ)...
რაც შეეხება ტრ კატეგორიებს,ძველი შეჯიბრებების მსგავსად სავსეა ადრენალინით და სირთულეებით...
ასევე ყველა კატეგორიაში საასპარეზოთ ჩამოდიან რამოდენიმე ქვეყნიდან მონაწილეები,როგორც პროფესიონალები ასევე მოყვარულები....
დამატებით ინფოებს შეჯიბრთან დაკავშირებით და ზუსტ რეგლამენს, შემოგთავაზებთ მოგვიანებით....
ეს კი რამოდენიმე ვიდეო ძველი შეჯიბრებებიდან...
This post has been edited by geooffroader on 25 Apr 2012, 12:29