მიმი გაბრიჩიძე ამბობს, რომ ემუქრებიანპარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე კრიტიკული განცხადების გამო ემუქრებიან.
საქმე ეხება გაბრჩიძის მიერ 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციას, როცა მან მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება მოითხოვა.
გაბრიჩიძის თქმით, პრეზიდენტის ნარკოდამოკიდებულებაზე ეჭვები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საფუძვლის ჩაყრისას გაჩნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი არაადექვატურად იქცეოდა და საუბრობდა.
„ამ პრესკონფერენციის შემდეგ შსს-ს თანამშრომლები ნათქვამის უარყოფასა და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას მთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მე და ჩემი ოჯახის წევრებს ანგარიშსწორებით გვემუქრებიან,“– აცხადებს მიმი გაბრიჩიძე.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიმი გაბრიჩიძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე პასუხისმგებლობას შსს-ს აკისრებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საკითხზე ამგვარი რეზონანსი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს მიხეილ სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებაზე.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=8705&Itemid=1
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი