სოციალურ ქსელებში დღეს რამდენიმე სხვადასხვა მომხმარებელმა გაავრცელა რუსული სახელმწიფო ნომრებით საქართველოში მოძრავი მანქანების ფოტოები, რომელთა საქარე მინაზე საქართველოს დამახინჯებული რუკებია დაკრული.
მაღალი გამავლობის მსუბუქი მანქანების გვერდითა საქარე მინებზე მიკრულ რუკაზე წარწერით: "საქართველო-რუსეთი 2013" საქართველოს ვირტუალური, რუკისეული ფორმა ისეა წარმოდგენილი, რომ მასზე აფხაზეთის ტერიტორია საერთოდ ჩამოჭრილია.
ავტომანქანები რუსული სახელმწიფო ნომრით, რომლებიც ერთ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდნენ, მეორე შემთხვევაში კი თბლისშიც შენიშნეს, სავარაუდოდ, რუს ტურისტებს ეკუთვნით: როგორც ფოტოების ავტორთა კომენტარებიდან ჩანს, მანქანებით, ძირითადად, ოჯახის წევრები გადაადგილდებიან:

"ამ რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩაში შემხვდა მანქანები, რომლებსაც ქონდათ რუსული ნომრები. ამ მანქანების ახლოს ნახვის შემდეგ შევამჩნიე რომ უკანა შუშაზე საქართველოს რუქა ქონდათ მიკრული რომელზეც არ არის ასახული აფხაზეთი, (ჩემდა გასაოცრად, სამაჩაბლო სამხრეთ ოსეთად წოდებული არ იყო ამოჭრილი).
აი როგორ ვხედავ მე ამ სიტუაციას: ჩვენ რუსების მიმართ მონური განწყობით თვალებს ვხუჭავთ, ამ საქციელზე რუსები კი "მეგობრულად" და "ძმურად" ასეთ საქართველოს თავს გვახვევენ და გვაჩვევენ, რომ აფხაზეთი ჩვენი აღარ არის. კარგია ისეთი მეგობრის ყოლა, რომელიც შენ "ინვალიდად" და ხელფეხამპუტირებულად გხედავს და ამას ყველაფერს სიხარულით გახვევს თავს..." - წერს ერთი თვითმხილველი.
მეორე თვითმხილველი, რომელმაც ორი მანქანა ანალოგიური რუკებით ლესელიძე-სენაკი-თბილისის მიმართულების ტრასაზე, ზესტაფონის სიახლოვეს გადაიღო, რუს ტურისტებს თავად გამოელაპარაკა:
" პირველად ტრასაზე ვნახე გადავასწრე და ფანჯრიდან სამი თითის კომბინაცია დავანახეთ (საერთოდაც არაა სირცხვილი ასეთ დროს.) მერე მე საწვავის ჩასასხმელად გავჩერდი. ამათ გამასწრეს. ცოტა ხანში ვნახე, დგანან სადღაც. გავაჩერე მანქანა. გადმოვედი და მივედი. ოთხნი იდგნენ მანქანასთან. მივედი და ვკითხე, ეს რა ქვეყნის რუკა გაქვთ გაკრული მანქნაზე-მეთქი. საქართველოა თითქოსო, შეცბუნდა ერთი რუსი.
მე ვუთხარი, ეს არ არი საქართველოს რუკა-მეთქი. აკლია ტერიტორია და ასეთი რუკა ძალიან გვაღიზიანებს ჩვენ-მეთქი. დაიწყო თავის მართლება - ასეთი ამოგვიბეჭდესო. მოხსენით, თორემ ჩაგიმტვრევენ ფანჯარას-მეთქი, მე ვუთხარი. იდგნენ დამნაშავე, ოროსანი ბავშვებივით დაბნეულები.
შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მართლა წარმოდგენა არ ჰქონდათ რუკაზე და თავიანთი ჭკუით, პირიქით, კარგი რაღაც გააკეთეს, ჩვენი დროშა რომ მიაკრეს. იდაყვის წვერი მექავებოდა. მერე წამოვედი. რა ქნეს, არ ვიცი. შეიძლება ჩამოხსნეს კიდეც...", - წერს თვითმხილველი "ფეისბუქში".
http://www.newposts.ge/sazogadoeba/12432-s...aa-asaxuli.htmlტეხამს