ამასწინ კაი წიგნი ვიპოვე ინტერნეტში ძებნისას, სახელად "საფლავის ქვები XVII-XIX საუკუნეების საქართველოში"
აგერ ბმულიც:
https://el.ge/articles/538005ყიდვას ვფიქრობ თუ შევძელი.
მაგრამ ეგ გვერდით იყოს და შეკითხვა მაქვს, ეს ქვის კუბოები როდის გაქრა ხმარებიდან?
ყველა ქართველს (გლეხს, თავადს, მღვდელს და ა.შ იგულისხმება) მსგავსად მარხავდნენ? თუ მარტო იმათ, ვინც თავადები იყვნენ? (მეფეებს ეკლესია-მონასტრებში მარხავდნენ, მაგდენი მაინც ვიცი

).
მსგავსი დამარხვა, მე-17-ე საუკუნეში შემოვიდა თუ მანამდეც მსგავსად მარავდნენ, გლეხებს, თავადებს, მღვდლებს და ა.შ?
რამოდენიმე კუბო, მიწის ზედაა და ეგ სპეციალურად ეგრე ქნეს, თუ მოგვიანებითაა ამოღებული?
მსგავსს, წლების წინაც შევესწარი ძმაკაცის სოფელში, ქვის კუბოები ეკლესიის გარშემო იყო დალაგებულ-მიმოფანტულივით, მაგრამ მაშინ მეგონა რომ მიწაში უპირებდნენ ჩასვენებას, რადგანაც ეკლესია ახალ აშენებული იყო ისტორიულ გალავანს შუაში. ამ სურათებში კი მიწის ზევითაა რამოდენიმე კუბო და ეჭვი გამიჩნდა მიზანმიმართულად ხომ არ ქნეს მსგავსი, ან ვინმე ვანდალებმა და საფლავის ქურდებმათქო.