საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ ააუცილებელია(და გარდაუვალი) ძლიერი მფარველის პოვნა.
ეს მფარველი უნდა იყოს ან ზესახელმწიფო, ან ქვეყნების გაერთიანებისგან შექმნილი ძლიერი ალიანსი.
ისტორიის იმ მონაკვეთებში, როდესაც საქართველო სუსტი იყო, ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის პროვინცია, მაგ: ირანი, ოსმალეთი, რუსეთი...
როგორი იქნება საქართველოს მომავალი?
უარეს შემთხვევაში შეიძლება იქცეს თურქეთის ან რუსეთის პროვინცია. უკეთეს შემთხვევაში ევროკავშირის წევრი. შუალედური ვარიანტია ამერიკის სატელიტობა.
როგორი გზა უნდა აირჩიონ ქართველებმა?
ჩვენი ძირითადი პრობლემა დაკარგული ტერიტორიები და ეკონომკური სიდუხჭირეა.
საქართველოს ეკონომიკა მეტისმეტად არის დამოკიდებული თურქეთზე. თურქეთის გავლენა იზრდება საქართველოს შავიზღვისპირეთში. მაგრამ მასთან რაიმე ალიანსში შესვლით ყოველმხრივ მოგებული მხოლოდ თურქეთი დარჩება. ანუ ის ვერცერთ პრობლემას ვერ მოგვიგვარებს.
რუსეთის ისტორიული მფარველობა საქართველოზე უკვე გამოვცადეთ ამიტომ არამგონია ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს იქ დაბრუნებაზე. თან რუსეთი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ქართველებს აღარ ენდობა, ამიტომ იქ კარგი არაფერი მოგველის. ანუ ვერც ეს მოგვიგვარებს ვერცერთ პრობლემას.
ამჟამად ვართ ამერიკის სატელიტი. შეიძლება ითქვას, რომ ეს წინა ორ ვარიანტზე უკეთესია. აშშ ბოლო 20 წელია საქართველოს ეხმარება როგორც სანხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ასევე გრანტებსაც ხშირად გვჩუქნის. მაგრამ საქართველო მაინც რჩება ჰიბრიდული რეჟიმად. თან უკვე ცხადია, რომ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად მისი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ეკონომიკური თვალსაზრისითაც ბევრი არაფერი იცვლება.
კავკასიის გაერთიანების შემთხვევაში ვინმეს სატელიტობა არ იქნებოდა აუცილებელი, მაგრამ რუსეთმა თავისი ვერაგული პოლიტიკით მიზანს მიაღწია და ისე გადაკიდა კავკასიელები ერთმანეთს, მაგ:ქართველები ოსებს და აფხაზებს, აზერები სომხებს, ინგუშები ოსებს... რომ მინიმუმ 10 წლეულები დასჭირდება ამ კონფლიქტების მოგვარებას და ერთმანეთს შორის ნდობის აღდგენას.
ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში(ვინ გვიშვებს, მაგრამ მაინც) ეკონომიკური პრობლემები ასე-თუ ისე მოგვარდება. იქნებ საბერძნეთის დონეზე მაინც ავიდეთ. (ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე კი იძახდა ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან რაც საბერძნეთში ხდებაო მაგრამ... ღმერთმა ქნას იმის ნახევარი ხელფასები მაინც იყოს, რაც მაგ "ჩამორჩენილ" ქვეყანაში არის.) ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას კი მისგან ნაკლებად უნდა ველოდოთ.
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი(და არც თუ ისე უსაფუძვლო), რომ ეს ყველაფერი ქვეყნის გარეთ წყდება და ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება
თქვენ რას ფიქრობთ?