მეგობრებო
ტემპი და ქარიზმა რომ არ დავაგდოთ და ჩვენი წინა ნათათბირალი გეგმა რომ ავასრულოთ,დროა მოვემზადოთ შემდეგი გასვლისთვის
*
უჯარმა-ივრის ჭალები*
ლაშქრობა არის 1 დღიანი. არავინ რჩება ღამისთევითსანახავი ადგილები: სოფ.მარიამჯვრის ვახტანგ გორგასლის V საუკუნის კოშკი და ღვთისმშობლის ტაძარი,მდ.ოირი და მისი ჭალები,უჯარმის ციხის კომპლექსი (ჯვარპატიოსანი)
უჯარმის გასვლას ეყოლება ხელოვნებათმცოდნე სალომე,რომელიც დეტალურად მოგვიყვება ყველაფერს და განგვანათლებს.გასვლის თარიღი: 13მაისი 2012 წელი,XXIს (კვირა დღე)
შეკრების ადგილი: M სამგორის ავტოსადგური
შეკრების დრო: 08:00
ფული ჯიბეზე:ამ მონაცემებით 16 ეროვნული (საბოლოო თანხა,ან იგივე,ან უფრო დაკლებული დაიდება ხუთშაბათს,როცა სია დაზუსტდება).ამ ფულში შედის როგორც მგზავრობა,ისე საჭმელ-სასმელი საკვების სიაზე ერთად ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ. საჭიროა ვიცოდეთ,რამდენი ვეგეტარიანელი,ან დიეტაზე მყოფი მოდის (დიეტა იგულისხმება როგორც სამედიცინო საჭიროების,ისე გასახდომი )
ს
სასიარულო მანძილი გაჩერებიდან საბანაკე ადგილამდე და უკან: დაახლ.12 კმ მთლიანობაში
მარშრუტი გამოიყურება ასე: ჩამოვდივართ ჯვარპატიოსნის,იგივე უჯარმის ციხის კომპლექსთან,ვათვალიერებთ,ვტკბებით ხედით და ვაგრძელებთ გზას მდინარე იორის გასწვრივ,ან ზედ მდინარეში

ვიდრე საბანაკე ადგილამდე,ანუ ვახტანგის კოშკამდე.
შებინდებულზე,ან როცა გაგვიხარდება,ავიშლებით და წავალთ სოფ.მარიამის მიმართულებით,სდაც გზაზე დაგველოდება ჩვენი iმძღოლი.
სიმაღლე დიდი ასაღები არაფერია,ასერომ მგონი არავის გაუჭირდება ადაფტაცია.
თანაც სულ რაღაც 770მ მდებარეობს ზღვის დონიდან. კარგ ამინდში ზემოდან შეგვიძლია დავინახოთ გომბორის ქედი.
რაც შეეხება მომზადებას.დაგვჭირდება:*ყველამ თან იქონიოს არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი!!! (სასურველია) ალუმინის და ზოგადად რკინის "კრუშკებს" რომ ეძახიან,ვისაც გაქვთ,წამოიღეთ
*აუცილებელია 2 წყვილი (!) მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი,(კედი,ბოტასი)სასურველია პროტექტორებით,რომ კლდეებზე მოჭიდება ჰქონდეს კარგი და ფეხზე გეჯდეთ კომფორტულად.მოგვიწევს მდინარის რამდენჯერმე გატოპვა და სანდლები,კროკები ან რამე ალტირნატივა კარგი იქნება (ეს თინისთან გაიარეთ კონსულტაცია

)
*უხეში ქსოვილის შარვალი.ჯინსი სასურველი არაა,რადგან უცებ სველდება და გვიან შრება (kranc

).კარგია პლაშოვკა ან რამე მოსახერხებელი შარვალი ცოცვისთვის,ბრიჯებიც წავა
*საგებელი (პარალონი) ვისაც აქვს.
*ყველამ იქონიოს ზურგჩანთა ,თუნდაც პატარა ზომის,რომ პარკებით არავინ იაროს.
*კარგია,თუ ყველა წამომსვლელი თან იქონიებს მინიაფთიაქს (მეც მომაქვს პირველადი დახმარების რაღაცეები,კი არაფერი,მაგრამ მაინც)
*კარგი იქნება,თუ ყველა თან იქონიებს პატარა ბოთლით წყალს
*კარგი იქნება თუ წამოიღებთ მზის სათვალეს და მზისგან დამცავ კრემს.
*სასურველია ყველამ იქონიოს iმეშახტის ფანარი,ან ფანრიანი სანთებელა,იმ შემთხვევასი,თუ შემოგვაბინდდა
*გასვლის დრო დაითქმება და ყველა იქნება ადგილზე.ვინც დააგვიანებს,თავის თავს დააბრალოს,რომ დარჩება
*კრანცის მოთხოვნისამებრ-ბიჭები გვამხნევებენ,ვუყვარვართ და გვეხმარებიან
რა
არ შეიძლება:
*მთვრალი კლდე-ღრე სიარული
*ჯგუფისგან ჩამორჩენა (თუ ვინმე დაიღლება,დაველოდებით,მაგრამ ერთმანეთთან კავშირი გვქონდეს)
*პოლიტიკურ თემებზე საუბარი და ზოგადად ფეხბურთზე/მანქანებზე/ომზე/პოლიტიკაზე იკრძალებ და ისჯება
*დებოშის ატეხვა და ველად გაჭრა
*გიტარის,ფანდურის,ჩონგურის,პიანინოს ან რამე ინსტრუმენტის გარეშე წამოსვლა
*გოგოები არ წუწუნებენ (ვისა ჩემე,ამათი სალაპარაკოები გავხდეთ?

)
*არავინ მოდის ფენით,ლეპტოპით,ქუსლიანი/წვეტიანი ფეხსაცმელით/ბალეტკებით
სურსათი გადანაწილდება თანაბრად,ანუ ყველა თავს იგრძნობს სრულფასოვან მოლაშქრედ.
რისკები: იორში ჩატყაპუნება,თავპირის დასველება,ტრუბა-ხიდიდან ჩამოხოხებისას მუხლების გადატყავება,კოღო-ტალახები.

akcen xapo bently რა გამომრჩა შემახსენეთ

:D:D
ცოლები,ქმრები,მეზობლები და დედამთილები გააფრთხილეთ წინასწარ ბავშვების დატოვებაზე,მერე მოვარდნები და გაწეწვები რომ არ იყოს
სატელეფონო ქსელები და აიეტი ბოლომდე იჭერს
ამინდის პროგნოზს დავდებ გასვლის წინა დღეებში.
რუკას ავტვირთავ ხვალ რაა...
--------------
რაც შეეხება სიას,
სავარაუდო წამომსვლელთა კრისტალე სია ასე გამოიყურება:
LOLZ
Mr.Drummer
kato_stropa
kato_stropa +
kato_stropa +
dimaopena
teo-teokuna
თეოს ქეთი
iRRa
get-up
sit-down
kranci
patihelman
bittersweet
biteras dma
არწივი9
akcen
iდარდი
d_tsabo
L/F
bloodsucker
მაიტო
BuckLey
NikoloZoid
Alice_In_Wonderland
Prody93
bently
ane mekeshi
xapo
leonioსიას ხელს ვაწერ: კაწია


This post has been edited by kato_stropa on 27 Apr 2012, 00:50
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет