საზმაუს წურბელა დანამატმა ტელეარხმა პიკ-მა გადაწყვიტა ქსენია სობჩაკის მონაწილებით არხის რეიტინგის ამაღლება.
საქართველოში სრულიად არა პოპულარული არხი პიკ-ი იკვებება უზარმაზარი თანხებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.თავიდან არხის წინამორბედი იყო ქეი-ერთი,რომლის ხელმძღვანელი იყო რობერტ პარსონი.
პარსონმა საკმაოდ კარგად იხეირა ამ არხზე,როცა შეატყო ამინდის გაუარესება, დროზე გადაბარგდა ისევ უცხოეთში.ჯერ კიდევ პარსონის პერიოდში უზარმაზარი ტანხები იხარჯებოდა ამ არხზე,რომლის რეიტინგი თითქმის ნული იყო.ეს იყო წყალში გადაყრილი თანხები..აი პატარა ამონარიდი პარსონის ინტერვიუდან ...
თუმცა ისედაც საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვს პიკ-ს. როგორ ფიქრობთ ქართველ ხალხს უღირს ეს ტელევიზია ამხელა თანხად?ეს მე არ უნდა მკითხოთ. ეს საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩემის მხრივ კი შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტელევიზიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავაკსიისთვის.
მაგრამ, ამასთან ერთად თუ თქვენ ხართ საქართველოს მთავრობის წევრი და ბევრ ფულს ხარჯავთ ასეთ ტელევიზიაზე, ამავდროულად ძალიან ბევრი ფული უნდა დახარჯოთ განათლებაზე, ჯანმრთელობის რეფორმაზე, ტრანსპორტზე და სხვა ბევრ სფეროში. მაგრამ თუკი გადაწყვეტ, რომ გინდა ასეთი ტელევიზია, უნდა გააკეთო ძალიან ხარისხიანად. შეუძლებელია ეს გააკეთო ნახევრად, საკმარისი ფული უნდა ჩადო განვითარებისთვის, თუ არადა - სისულელე გამოდის და უკვე დახარჯული ფულიც გადაყრილია.
http://liberali.ge/robert-parsonsis-mightseuli-da-mახლა პარსონი აღარ არის,მაგრამ არხზე ფულის ჭამის პროცესი გრძელდება ახლა წარმოიდგინეთ რამდენი გადაუხადეს ქსენია სობჩაკს,რომ გადმოებირებინათ პიკ-ის არხზე?
აი წყარო
http://www.kvirispalitra.ge/merab-metrevel...s-gahqonda.htmlყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდამე თუ მკითხავთ, ქსენია სობჩაკი ისე რა ნაშაა და ოდნავ უკეთესი ჟურნალსიტი, მაგრამ რუსეთში ერთ-ერთი პოპულარული ქალია და მისი ქართულ არხზე გამოჩენა პატარა ამბავი ნამდვილად არაა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ქალბატონი ქსიუშა რუსულენოვან ქართულ არხზე, пик პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს. ქართველ ქალებს დავამშვიდებ: -იგი თბილისში არ ჩამოვა. არხმა მოსკოვშივე იქირავა სტუდია და თანამშრომლები, რომლებიც ამ გადაცემას მოამზადებენ. გადაცემაში რუსეთისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.
ეს სიახლე, რა თქმა უნდა, ისეთ მკვდარ პროექტს, როგორიც пик-ია, სულზე მოუსწრებს. გაზრდის მის აუდიტორიას დედამიწის იმ ნაწილში, რომელზეც თავიდანვე იყო გათვლილი. როდესაც ეს არხი დაარსდა, მისი მესვეურები გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიზანი მხოლოდ რუსულენოვანი აუდიტორიისთვის საქართველოს გაცნობააო. საინტერესოა, დღეს რა არის ამ არხის მიზანი, როდესაც მის ეთერში გავა გადაცემა, რომელსაც საქართველოსთან არანაირი შეხება არ ექნება?
რუსულ არხებს დიდი ხანია, აღარ ვუყურებ და წესიერად არც ვიცი, იქ რა ხდება. თუმცა, გამიგია, რომ მათ დაახლოებით ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორც ჩვენ. გამიგია, რომ იქაც ისევე აქვს მონოპოლიზებული მედიასივრცე ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, როგორც ჩვენთან, რომ იქაც ფედერალური არხები ძირითადად, ხელისუფლების პროპაგანდით არიან დაკავებული და რომ ამ არხებზე პოლიტიკური დებატებისთვის ადგილი არ არის. ამიტომ სობჩაკის გადაცემას წესით, რუსეთში მაყურებელი უნდა ყავდეს. ამისთვის ყველა პირობა არსებობს _ პოპულარული წამყვანი და თავისუფალი ნიშა. ეს გადაცემა უდაოდ ხელს შეუწყობს пик - ის პოპულარობის გაზრდას რუსულენოვან მაყურებელში და დემორკატიის განვითარებას რუსეთში, რამეთუ პოლიტიკური დებატები დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ერთი რამ ვერ გამიგია, ჩვენ რატომ ვზრუნავთ რუსეთში დემოკრატიის განვითარებაზე?!- ჩვენი ქართველი გადასახადის გადამხდელების ფული რატომ უნდა დაიხარჯოს ამაში? გასაგებია, რომ დემოკრატიული რუსეთი საქართველოსთვისაც უკეთესი იქნება, მაგრამ ვის აქვს ილუზია, რომ პუტინის წასვლამდე იქ დემოკრატია დამყარდება?! ან რომელი ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ვართ, რომ მთელ მსოფლიოში დემოკრატია ვავრცელოთ?! მითუმეტეს, რომ ეს დემოკრატია ჯერ წესიერად არც ჩვენ გვაბადია?!
სწორედ ამაზეა ნათქვამი: ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ბუს მაგივრად თავად ყვავს გააქვს ის, რაც თავადაც არ გააჩნია. ზემოთაც ავღნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რუსეთსა და საქართველოში მედიის მხრივ თითქმის იდენტური მდგომარეობაა, იქაც და აქაც ხელისუფლება საერთო ეროვნულ მაუწყებლებს პროპაგანდისთვის იყენებს, მხოლოდ მცირედი განსხვავებაა: - ჩვენთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები დაშვებულია, ოღონდ ეს სრულებითაც არ არის საკმარისი ხელისუფლების მიერ დახშული საინფორმაციო სივრცის გასარღვევად, რადგან ყველა გამოკითხვა ცხადყოფს, რომ "საზმაუს" თითქმის არავინ უყურებს.
მოკლედ, ასეთი ვითარება იქმნება: იმ დროს როდესაც საქართველოში ხელისუფლებას ყველაზე ხშირად არადემოკრატიულობისთვის აკრიტიკებენ, ის რუსეთში დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნავს და ამაში ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულს ხარჯავს. იმედია, საქართველოში თუ არა, რუსეთში მაინც დაუდგამენ მომავალი თაობები სააკაშვილს ძეგლს. რუსული დემოკრატიის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.
იხილეთ ვიდეო
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/skhv...-tsaiyvans.html This post has been edited by tintoreto on 27 Apr 2012, 13:18
მიმაგრებული სურათი
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი