მაგას დიდი მნიშვნელობა მგონი არ აქვს, თამაში მაინც რეპაკის სახითაა (თუმცა ზოგი ამბობს, ამოარქივებულიდან თუ ვუშვებთ ინსტალაციას, მიდისო).
ამ ისდონე-ს ერთი რუსი ტიპი შტამპავს, საჭიროა ყველანაირი ამოარქივების დროს ინო სეტაპის ინსტალატორისთვის. ამ ბიბლიოთეკას იყენებენ თამაშების შესაფუთად. ისინი კი უმეტესად ალბათ მაინც რუსეთიდან შემოდის ან იწერენ. ჰოდა, ამ ტიპს სწორედ x64-ზე მეხსიერებასთან მუშაობისას რაღაცა ეშლება. როცა თავის ფორუმზე ეკითხებიან, პრობლემები რატომაა, როცა იქსპე-ზე, 32-ბიტზე და სხვა რეპაკერით, შენი ისდონე-ს გარეშე, ნორმალურად მიდისო, - ხან მეხსიერების ჩიპების დატესტვას ურჩევს, ხან იძახის, ფრაპსი, პუნტო სვიჩერი ან რაიმე პროცესის ჰუკი უშლის ხელს და ისდონე ამიტომ მეხსიერებასთან ნორმალურად ვეღარ მუშაობსო.
მაგრამ (მარტო) მეხსიერებაში არაა საქმე. იმიტომ, რომ x86-ზე, როგორც წესი, თითქმის ყველასთან ნორმალურად დგება ყველაფერი. 64-ბიტიანზეც, თუ სუფთაა და ვირტუალზე, თვითონ ავტორთან, შეიძლება კიდეც მიდის, მაგრამ უკვე მოდიფიცირებულ სისტემაზე პრობლემებია. ავტორი კი ყველა შესაძლო ნიუანსს ვერ ითვალისწინებს.
ნიუანსები სუფთა პროგრამულია (და რეგისტრაციის შეცდომაც ამ რიგშია); და რას ურჩევენ, ვისაც უშველა.
ისდონე-ს სხვადასხვა ვერსიებთან (თვითონ ავტორი ზოგს ეუბნება, ეს ვერსია სცადეო, ზოგს სხვას ურჩევს, მაგრამ ასე ალალბედზე ხომ არაა) ექსპერიმენტებს აზრი არ აქვს.
დაირექტ-იქსის განახლება - ნაკლებად მოსალოდნელია, საჭირო იყოს.
შემთხვევა იყო, ვიღაცამ დააყენა ეგრეთ წოდებული სერვის-პაკი 4 (იქს-პეზე) და გამოსწორდა. რამდენიმემ - განაახლა Microsoft Visual C++ ბიბლიოთეკები. და ამათი ახალი ვერსიები ალბათ შედის სისტემის განახლებებში.
რას ვიზამდი მე. იმავეს, რაც გავაკეთე სისტემის ბოლო იმიჯის შექმნის წინ. Add-remove-დან წავშალე C++ ყველა არსებული ვერსია... სხვადასხვა პროგრამა (ანტივირუსები და სხვა) ხშირად აყენებს მაინცდამაინც იმ ვერსიას, რომელიც მას უნდა, ამასთან შლის შესაბამისი პაკეტის (2005, 2008, 2010) წინა ვერსიას. ზოგჯერ ამის გამო სისტემაში რაღაც პრობლემები ჩნდება. დააბრუნებ ძველს, ან საერთოდ უფრო ახალს დააყენებ - იმ კაპრიზულ პროგრამას აქვს გართულება მერე, არადა, პრობლემებიანი ანტივირუსი არაა ძალიან სასურველი.
...ესენი ყველა წავშალე და დავაყენე მეგა-პაკეტი, რომელშიც შედის სამივე პაკეტის (2005, 2008, 2010) ყველა გამოშვებული ვერსია, სულ 15-ოდე.
შეიძლება ჯერ ლაით-ვერსიის ცდა -
http://www.mediafire.com/download.php?3793g11qy7p1adoპროგრამა თვითონ წაშლის ყველა ტიპის ინსტალირებულ C++-ს და დააყენებს სამივე პაკეტის მხოლოდ ბოლო ვერსიებს; 32-ბიტიან სისტემაზე - 32-ბიტიან ვერსიებს; და 64-ბიტიანზე - 32 და 64 ბიტიან ვერსიებს.
ამის შემდეგ საჭიროა რეგისტრაციის გამეორება
ორივე თანრიგის regsvr32-ით. თუ ისევ შეცდომა იყო, - ზემოთ ბმულზე ისდონე-ს სტაბილური ვერსიის გადმოწერა და ორივე ფოლდერში ჩადება (თუ ამოარქივებული ფოლდერიდან უშვებ, შეიძლება საინსტალაციო თამაშის ფოლდერში ჩაგდებაც). ყველა ეს ოპერაცია, თავისთავად, ადმინისტრატორის უფლებებით.
თუ არსებული ვერსიების წაშლისას პრობლემა გაჩნდა, საჭიროა Windows Installer CleanUp უტილიტის გამოყენება:
http://www.mediafire.com/?4uh4k0yfihze0yyშეიცავს MSI ინსტალატორის საცობს, რათა სხვა პროგრამებმა უპრობლემოდ დააყენონ ძველი ვერსიები, თუ მოუნდათ. საცობები არ აისახება Add-remove-ს სიაში.
ინსტალაციის წაშლა სურვილისამებრ შეიძლება Add-remove-დან.
ანდა პირდაპირ სრული პაკეტი -
http://bin.ge/file/58598/VCR-Ext-x86-x64.###.htmlეს არ შეიცავს "საცობებს" (არცაა საჭირო). ძველი ვერსიების წაშლა ტრადიციულად, ხელით უნდა, Add-removeდან. პაკეტის დაყენებას საკმაო დრო უნდა, 15-20-25 წუთი, სისტემის მდგომარეობის მიხედვით.
მეტი რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი. პრობლემის მიზეზი, როგორც ვხვდები (და არამარტო მე!), სწორედ 64-ბიტიან სისტემასთან კონფლიქტია, და სწორედ ყველაზე გამოყენებად, C++-თან შეუთავსებლობის, ან მისი საჭირო ვერსიის არარსებობის გამო. თან არაა აუცილებელი, ეს ვერსია ბოლო იყოს.
დაირექტ-იქსი - არა მგონია... ფრეიმვორკებში სერიოზულად ჩაძვრომამ შეიძლება სისტემა მიანგრიოს... თავად ისდონე - მისი 64-ბიტიანი ვერსია არცაა, ჩვეულებრივი კი, რა ვერსიისაც არ უნდა იყოს, მოთხოვნისას C++-ის ყველა ვარიანტს მიიღებს.
სრული პაკეტის დაყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი პროგრამების პრობლემები: AMD-ს ვიდეოდრაივერები, Microsoft Windows SDK 7.1, Autodesk Design Review 2012. ამათ ტუტუც პროგრამისტებს C++-ის მაინცდამაინც ერთი ეგზოტიკური ვერსია უნდათ. ამ შემთხვევაში - ლაით-ვერსია, მაგრამ უშველის თუ არა ეს თამაშებს, ამის უფრო ნაკლები შანსი იქნება.
This post has been edited by ErK on 28 Apr 2012, 20:12