MONTY
I R L Y M ! ! !

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18740
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09
|
#30900872 · 27 Apr 2012, 19:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ბილის და მელინდა გეიტსის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს, რომელიც რეგიონების სასწავლო ცენტრებში უახლესი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების დანერგვას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფონდი ორიენტირებულია განათლების სისტემის მხარდაჭერაზე და სრულყოფაზე. 2009 წელს გამოიყო 12,9 მლნ ამერიკული დოლარი, რომელიც მთლიანად, შეერთებულ შტატებში, დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვას მოხმარდა. გარდა ამისა, იმავე წლის შემოდგომაზე, ბილის და მელინდა გეტსის ფონდმა, ათსამდე საჯარო ბიბლიოთეკების კომპიუტერიზაციის მიზნით, უკრაინას $25 მლნ-ის მოცულობის გრანტი გადაურიცხა.
გარდა ამისა, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკური პოტენციალის მაჩვენებელი, 2004–2010 წლებში, 67–დან 94 ქულამდე (40 პროცენტით) გაიზარდა.
აქედან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკაში, საქართველოს შედეგი ერთ-ერთ საუკეთესო რეზულტატს უჩვენებს და სწორედ ეს გახდა ბატონი ბილის ვიზიტის ძირითადი მიზეზი. გეიტსის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ფონდის პრიორიტეტს ასეთ ქვეყნებში განათლების სფეროს სრულყოფა წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში, ყველა სკოლა მაღალსიჩქარიან (30 Mbps) ოფტიკურ ინტერნეტს მიიღებს; ვიდეო კონფერენციების მოსაწყობდა გათვალისწინებულია 1080p-ფორმატის (Full HD) ვებ-კამერები; სასწავლო ნიუთბუქები, Windows 8-ის პლატფორმაზე შექმნილი, საქართველოში დამზადებული, ტაბლეტებით შეიცვლება (გაჯეტის ოფიციალური რელიზი უახლოეს თვეებში შედგება) და ბოლოს, ათი წარჩინებული მოსწავლე, შეერთებულ შტატებში, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ერთ თვიან სასწავლო კურსებს გაივლის.
|
QUOTE | საჯარო სკოლები School Box-ით აღიჭურვება 23.04.2012 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის ფარგლებში ახალ პროექტს ანხორციელებს - მალე საჯარო სკოლები სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ით აღიჭურვება. ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება.
უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ონლაინ შეფასებები, საკონტროლო სამუშაოები, კონფერენციები, ვიდეო გაკვეთილები - ეს არის ძირითადი მიზანი, რის განხორციელებაშიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი აპარატურა ე.წ. School Box-ი დაეხმარება. შედეგად, ხარისხობრივად გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი, ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უწყვეტ რეჯიმში ისარგებლოს ინტერნეტით, ადგილი აღარ ექნება ლოჯისტიკურ და ტექნიკურ ხარვეზებს.
School Box-ის აწყობა კომპიუტერულ ქარხანა ”ალგორითმში” მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქარხანას ეწვია და აწყობის პროცესს პირადად გაეცნო. ქარხანაში 100-მდე პროფესიონალი სპეციალურ ყუთებში თანამედროვე სისტემას ამონტაჟებს. რამდენიმე კვირაში School Box-ი 1500 სკოლას დაურიგდება.
წელს პირველად, საატესტატო გამოცდები სწორედ ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ახალი სასწავლო წლიდან კი, სკოლებში სასწავლო და შეფასებითი პროცესი სქულ ბოქსების დახმარებით, ელექტრონულად წარიმართება. სკოლები, მასწვლებლები, მოსწავლეები ინფორმაციებს ონლაინ რეიჟიმში მიიღებენ. ახალი სისტემა სკოლებს ასევე დაეხმარება ჰქონდეთ მჭიდრო ონლაინკავშირი. School Box-ის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონების სკოლებისთვისაა, ახალი სისტემა მათ იგივე მომსახურებასა და კომფორტს სთავაზობს, რასაც ქალაქის სკოლებს.
ახალი სისტემის დანერგვა სკოლებში ეტაპობრივად განხორციელდება. პროექტი ასევე ითავლისწინებს სკოლების ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასაც, წელს 10 000-მდე ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. |
--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!
სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !
I R L Y M! ! !
https://www.facebook.com/IntProtest https://CAUCASUSOFFLINE.COM
|