ვერ ვნახე მსგავსი თემა (მართლა ვეძებე

)
დავწეროთ ვინ სად დადიხართ შესვენებაზე, თუ იცით რამე სპეც შემოთავაზებები (ფასდაკლებები ლანჩზე)
მოგეხსენებათ მსგავსი დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს 3 პუნქტს მაინც:
1. გემრიელი საჭმელი (იაფიც)
2. სწრაფი მომსახურება
3. პარკინგი
ამასწინათ ვიყავი დადიანზე ტერემოკში: არ მომეწონა
პელმენი ქოთანში არ ვარგოდა (პავლოვზე უკეთესია გაცილებით)
შევუკვეთე კოკა-კოლა, მომიტანეს პეპსი

მეორეჯერ ვუთხარი კოკა კოლა ბოთლში მომიტანეთ მეთქი, ბოთლში არა გვაქვსო, (ჭიქით მოგიტანთო) მომიტანეს ისევ პეპსი
არანაირი სპეც ლანჩ მენიუ
ელვისი მშვენიერი ლანჩზე, პარკინგის ადგილიც არის როგორც წესი, სწრაფი მომსახურებაც

ფასები (ლანჩზე):
* ბურგერ მენიუ (ბურგერი, კარტოფილი, კოკაკოლა) - 7 ლარი
* პიცის მენიუ (პიცა, სალათი, კოკაკოლა) - 6 ლარი
* ტაილანდური მენიუ (კერძი + ორი გარნირი, კოკაკოლა) - 8 ლარი
პ.ს. ბოდიში მოდერაციასთან თუ არსებობს თემა
"რესტორნების, კაფეების, ბარების, პაბების, ტავერნების და ა.შ. ვრცელი მიმოხილვა, შეფასება, რეცენზიები..." <-- ეს არ ითვლება