მითი 1 - მათ არ უყვართ ლაპარაკისიცრუეა. ისინი არ ლაპარაკობენ, თუ არაფერი აქვთ სათქმელი. მათ სძულთ „მცირედ თემებზე“ ლაპარაკი. ალაპარაკეთ ისინი იმ თემაზე, რაც აინტერესებთ და მალე არ „მოკეტავენ“.
მითი2 - მორცხვები არიანარ არის მართალი, თითქოს მათ ხალხის ეშინიათ. მათ უბრალოდ სჭირდებათ მიზეზი ურთიერთობისთვის. ისინი არ ურთიერთობენ, მხოლოდ იმისთვის, რომ იურთიერთონ.
თუ გინდათ, ისინი აალაპარაკოთ, უბრალოდ დაუწყეთ ლაპარაკი.
მითი 3: ისინი უხეშები და ქედმაღლები არიანსინამდვილეში მათ მხოლოდ სურთ იყონ ნამდვილი და გულწრფელი, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ასეთი გარემოს შეხვედრა, სამწუხაროდ, ძნელია, ამიტომ მათ უჭირთ და ღლით ასეთ გარემოში ჩატევა
მითი 4: მათ ხალხი არ უყვართპირიქით, ისინი ძალიან აფასებენ იმ ორიოდე მეგობარს, ვინც მათ ყავთ, ისინი ბრმად ენდობიან მათ. თუ თქვენ გაგიმართლათ და მან მეგობრად მიგიღოთ, მთელი ცხოვრება ერთგული მოკავშირე გეყოლებათ.
მითი 5: მათ არ უყვართ ხალხში გასვლაკიდევ ერთი ნონსენსი: ისინი უბრალოდ ძალიან მგრძნობიარენი არიან მონაცემებისა და განცდების მიმართ. თუმცა მათ უჭირთ ამ ყველაფრის „გადახარშვა“, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმარტოვეში ყველაფრის გადამუშავება და „ხელახლა დამუხტვა“
მითი 6: მათ მუდამ მარტოობა სურთისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ ფიქრებთან. ისინი ბევრს ფიქრობენ. ისინი ოცნებობენ. მათ უყვართ დანახული ან წარმოსახვითი პრობლემების ამოხსნა, მაგრამ ისინი ყოველთვის ეძებენ ერთ ადამიანს, ვისაც თავის განცდებს გაუზიარებენ.
მითი 7: ისინი უცნაურები არიანუფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი: ისინი ინდივიდუალისტები არიან, არ მისდევენ ბრბოს, ისინი გადაწყვეტილებებს ღებულობენ იმის მიხედვით რაც მათი აზრით სწორია და არაა იმის მიხედვით, რა არის მოდური ან ნორმა. მათ ძალიან სძულთ „პადხალიმი“
მითი 8: მათ არ იციან როგორ გაერთონ და იკაიფონისინი ჩვეულებრივ სახლში, ან ბუნებაში ისვენებენ, ისინი არ არიან ადრენალინზე დახარბებული თავგადასავლებს მოყვარული ხალხი, იგივე მეცნიერს თუ დავუჯერებთ,ეს იმით აიხსნება, რომ ისინი მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან დოპამინის მიმართ
მითი 9: ისინი შეიძლება გამოსწორდნენ და იქცნენ ექსტროვერტებისამყარო მათ გარეშე იქნებოდა ბევრად ნაკლები მეცნიერით, მუსიკოსით, მხატვროთ, პოეტით, ექიმით და ფილოსოფოსით. ფაქტიურად, ერთერთი მკვლევარის, სილვერმანის 1986 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მათი პროცენტული წილი პირდაპირპროპორციულია ინტელექტის კოეფიციენტთან (აი-ქიუ IQ)

წინა თემის საპატიო მუდოები:
Silencio
SNYPI
shushana
Lady Bug
must have
anabuka
ემპეწრი
JesMaa
viola little
mimi-