„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ ინიციატივით ხორციელდება პროექტი, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას.

[/URL]
[B][/B][SIZE=14][COLOR=red]
პროექტის მიზნის მისაღწევად საქართველოს 300 უმსხვილეს სოფელში შეიქმნება კომპიუტერული ცენტრები, რომელთა საშუალებით მოხდება:
1.საგანმანათლებლო საქმიანობა – კომპიუტერის ცოდნის გავრცელება;
2.კომპიუტერისა და ინტერნეტის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების პოპულარიზაცია;
3.კერძო და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
1.საგანმანათლებლო საქმიანობა და კომპიუტერის ცოდნის გავრცელება
კომპიუტერული ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესთავაზებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, on-line გაკვეთილებს, შემეცნებითი ფილმების ჩვენებას, მარტივი ვებ–გვერდების აწყობის შესწავლას, პროგრამირების საფუძვლების სწავლას, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის ძიებას და სხვ. ამ მოდულის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლოს მარტივი ოპერაციების განხორციელება კომპიუტერის საშუალებით და სასურველი ინფორმაციის მოძიება;
2. საინფორმაციო-ტექნოლოგიების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების პოპულარიზაცია
ამ მოდულის ფარგლებში ცენტრი ორიენტირებული იქნება ისეთი საკითხების სწავლებაზე, რაც მოსახლეობას დაანახებს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების მნიშვნელობას ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. კერძოდ, ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარებიან შემდეგ საკითხებში:
ინფორმაციის მომზადება და განთავსება ისეთ ვებ-გვერდებზე, საიდანაც შესაძლებელია კონკრეტული ეკონომიკური სარგებლის მიღება. მაგალითად, გასაყიდი პროდუქტის amazon.com-ზე, mymarket.ge-ზე ან myauto.ge-ზე განთავსება;
სასურველი პროდუქტის მოძიება და ყიდვა ინტერნეტ გვერდებზე;
ინფორმაციის გავრცელება/გაზიარება სოციალური ქსელების საშუალებით ინფორმაციის. მაგალითად, youtube.com, myvideo.com, facebook.com და სხვა.
3. კერძო და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
საინფორმაციო-ტექნოლოგიების გამოყენების სწავლებასთან ერთად, კომპიუტერული ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებს კონკრეტულ მომსახურებებს და გაუწევს საკონსულტაციო დახმარებას. კერძოდ, ცენტრი ითანამშრომლებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან, საჯარო რეესტრის სააგენტოსთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, და სხვა ორგანიზაციებთან. ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესთავაზებენ ამ და სხვა ორგანიზაციების ონლაინ მომსახურებებს და გაწევენ კონსულტაციას სხვადასხვა საკითხებზე.
გარდა ამისა, კომპიუტერული ცენტრი ითანამშრომლებს კერძო სექტორთან - ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ამანათების გადამზიდავ კომპანიებთან, ინტერნეტ და კავშირგაბმულობის სფეროს წარმომადგენლებთან და ხელს შეუწყობს სოფელში მათი მომსახურებების მიწოდებას.
პროექტის მნიშვნელობა
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო იზრდება საინფორმაციო ტექნოლოგოების მნიშვნელობა ყველა სექტორში. უკანაკნელ წლებში, საქართველოს მთავრობამ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა; დაინერგა ელექტრონული მმართველობა და მრავალი სერვისის მიღება შესაძლებელი გახდა გამარტივებული წესით, სახლიდან გაუსვლელად.
თუმცა, საინფორმაციო-ტექნოლოგიების გმაოყენების ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობაში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა მოწყვეტილია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არ მიუწვდება ხელი ახალ ინფორმაციაზე და არ აქვს ცოდნა თუ როგორ გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
დღეს, კომპიუტერის ცოდნის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მე–19 საუკუნის მიწურულს წერა–კითხვის გავრცელება იყო. ამ საჭიროებიდან გამომდინარე, 2012 წლის 15 მაისს დაფუძნდა „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება,“ რომლის პირველი, ფართომასშტაბიანი პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფლის მოსახლეობაში ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებისა და კომპიუტერული უნარ–ჩვევების განვითარების გზით.

შემოგვიერთდი და მიიღე მეტი ინფორმაცია ჩვენი რეგიონების განვითარების შესახებ...
ერთად შევუერთდეთ მსოფლიოოოს... ერთად შევაღოდ
მსოფლიოს კარი...
https://www.facebook.com/taoba.gehttp://www.taoba.ge/site/ * * *
http://www.youtube.com/watch?v=GbKduryQguUhttp://www.youtube.com/watch?feature=endsc...RG_BpZUi_0&NR=1 This post has been edited by www_TAOBA_ge on 24 Aug 2012, 14:44