ამ თემაში მინდა პასუხი გავცე ზოგიერთ მცდარ მოსაზრებას, იმის შესახებ , რომ თითქოს არამართლმადიდებლები და მოუნათლავი ადამიანები თურმე ერთი უვიცი (და ბევრი სხვა უღირსი სასულიერო პირის აზრითაც) სასულიერო პირის სიტყვებით რომ ვთქვათ “მწვანე შუქით მიდიან ჯოჯოხეთშიო !” და ამას ამბობენ ყველაზე, გარდაცვლილ ბავშვებზეც კი, რომელთა მონათვლაც ვერ მოასწრეს მშობლებმა, საერთოდ ყველაზე, ვინც არ არის მართლმადიდებელი, სადღაც წყნარი ოკეანის კუნძულზე მცხოვრებ ადამიანზეც კი, რომელიც თუნდაც სიკეთეს და სიყვარულს თესავდეს ყველას მიმართ და არაფერი სმენია ქრისტიანობის შესახებ. რაღა შორს წავიდეთ და ასეთი უვიცი სასულიერო პირები, რომელთა ვიდეოები უხვად არის ფორუმზე, თვით მთელ კათოლიკურ სამყაროს ანუ ჩვენ სულიერ ძმებს, წყევლა–კრულვას უგზავნიან და მათაც ჯოჯოხეთში აგზავნიან თავიანთი მოკლე ჭკუით.
ერთი ჩემი მეგობარი, ამას წინათ ერთ-ერთი მართლმადიდებელი მიცვალებულის მოსახსენიებელ სუფრაზე იმყოფებოდა და თამადამ ყველა პატიოსანი და კეთილი გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნისა და მათ მიერ სასუფევლის დამკვიდრების სადღგძელო შესვა(რადგანაც გარდაცვლილის ერთ-ერთი წასული მშობელი არამართლმადიდებელი იყო) და სუფრაზე მყოფმა მამაომაც(რომელიც გარდაცვლილის შორეული ნათესავი იყო) შესვა ეს სადღეგრძელო, ოღონდ მხოლოდ მართლმადიდებელ გარდაცვლილებს უსურვა სასუფევლის დამკვიდრება, რაზეც მთელი იქ მყოფი საზოგადოების გულისწყრომა დაიმსახურა და სიტუაციის განმუხტვა და შერბილება ისევ ჩემ მეგობარს მოუხდა. ამიტომაც ჯობია, რომ ესეთ გაუნათლებელი მამაოებს, დროზე მიხედონ ეკლესიის მესვეურებმა და მათ მეტი განათლება მისცენ და ზოგიერთებს, თუ აუცილებელი იქნება სულ აუკრძალონ მღვდლობა, რადგანაც ეკლესიის ავტორიტეტი ილახება მათი გაუაზრებელი გამონათქვამების გამო.
ერთმა საყოველთაოდ აღიარებულმა წმ. მამამ თქვა: “ყველა ადამიანი, თავისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ბუნებით ქრისტიანი არისო.” ზოგადად ადამიანი იმით განსხვავდება მტაცებელი ცხოველისგან, რომ უნდა იყოს ქრისტიანული მორალის მატარებელი არსება, ამიტომაც მიუხედავად იმისა ვინ რა სარწმუნოებას განაკუთვნებს თავის თავს, თუნდაც ათეისტებიც კი, ვინც ცხოვრობს ზოგადი ქრისტიანული მორალით და იდეალებით(მიუხედავად იმისა, ვინ რას დაარქმევს ჩვენგან ქრისტიანებისგან განსხვავებით ამ ადამიანურ იდეალებს), ანუ მოკლედ რომ ვთქვა, ვინც თავის ცხოვრების მანძილზე გამოირჩევა სიკეთით, სიყვარულით, ჰუმანურობით, ადამიანებისა და ყველა სულიერი არსების პატივისცემით და იცხოვრებს ისე რასაც მაცხოვარი გვასწავლიდა, ყველა მოხვდება ცათა სასუფეველში და ეს ბევრი წმ. მამის აზრიც არის, ხოლო ცათა სასუფეველში ვინ რომელ იერარქიაში მოხვდება: მართლმადიდებელი, კათოლიკე, პროტესტანტი და ზოგადად ყველა ქერისტიანი, აგრეთვე ყველა სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი, თუ ათეისტი ამაზე თქვენ ყველას სხვადასხვა შეხედულება გაქვთ და ყველაფერზე სწორი აზრის ჩამოყალიბებას დიალოგი და თავისუფალი აზროვნების საიტი უწყობს ხელს როგორიცაა ფორუმი.
იერარქიები არის ცათა სასუფეველში, სადაც ყველა ადამიანის სულს თავისი შესაფერისი ადგილი უჭირავს და თავისი მისია აკისრია კაცობრიობის წინაშე, რომელიც აგრეთვე კავშირშია ადამიანის სულის მრავალჯერად რეინკარნაციებთან, სულის რეინკარნაცია ძალიან სათუთი და დღესდღეობით შეუსწავლელი და სამწუხაროდ მართლმადიდებლობაში ძალიან ტაბუირებული თემაა, ვიტყვი მხოლოდ მოკლედ ყველანარი ლოგიკით და მამაზეციერის საყოველთაო სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ნამდვილად არსებობს სულთა რეინკარნაცია, რადგანაც სხვაგვარად ეს სამყარო ძალზედ უსამართლო იქნებოდა მილიარდობით ადამიანთა სულებისათვის და რადგანაც ამ სამყაროს ევოლუცია სრულიად სამართლიანად მიმდინარეობს და ხორციელდება ისე როგორც ჩაიფიქრა ღმერთმა. რეინკარნაციაზე მრავალჯერ არის მითითება ძველ აღთქმაში, იუდაველებს სწამდათ რეინკარნაციის, რეინკარნაციაზე საუბრობს მაცხოვარიც, სადაც პირდაპირ გვეუბნება, რომ იოანე ნათლისმცემელი არის ელია წინასწარმეტყველიო, რომელიც უნდა მოსულიყოო და იუდაველმა სწავლულებმა ვერ შეიცნეს მასში ელია წინასწარმეტყველიო. რეინკარნაციების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ ჩემი თემა ქვემოთ: “კოსმოლოგიური თეორია”.
დავუბრუნდეთ ამ თემის მთავარ საკითხს, სულიერი სამყაროს იერარქიულობას ცათა სასუფეველში. იერარქიები არის აგრეთვე ანგელოზთა სამყაროში, ანგელოზთა სამყაროს ცხრა დასია ცნობილი წმ. მამა დიონისე არეოპაგელის მიხედვით, რომელიც სხვათა შორის იყო პავლე მოციქულის მოწაფე, დიონისე არეოპაგელმა სწორედ პირველმა ფუნდამენტურად ჩამოაყალიბა ანგელოზთა სამყაროში, იერარქიულობის შესახებ მოძრვრება, რომელიც შემდეგ განავრცეს წმ. მამამ მაქსიმე აღმსარებელმა და შემდგომში კი წმ. მამამ იოანე დამასკელმა, არის თუ არა გარკვეული ანალოგიები ჩვენს დროებით მატერიალურ სამყაროსთან, რა თქმა უნდა არის. დღეს ყველაზე ცნობილი ასტროფიზიკოსების მიერ აღიარებულია, რომ მატერიალურ სამყაროში არსებობს მრავალგანზომილებიანი სივრცეები(პარალელურ ოთხგანზომილებიან სივრცეებზე, რომ არაფერი ვთქვათ) , უკვე მეთერთმეტე განზომილებაზეც საუბრობენ, ჩვენი სამყარო როგორც ვიცით ოთხგანზომილებიან სივრცეს წაერმოადგენს. სულიერ ევოლუციას განიცდიან არა მარტო ადამიანთა სულები, არამედ ანგელოზთა დასებიც.
იერარქიები არის აგრეთვე ჯოჯოხეთშიც, ადამიანთა სულები სხვადასხვა დონეებზე ანუ მართლმადიდებლური ტერმინით, რომ ვთქვათ საზვერეებში განიცდიან განწმენდას, ანტროპოსოფიის მამის რ. შტაინერის აზრით ყველა ადამიანის სამშვინველი განიცდის განწმენდას დროებით განსაწმენდელში, აქედან კი ზოგი ადამიანის სამშვინველი გადაინაცვლებს სასუფეველში ზოგი კი ჯოჯოხეთში და მრავალჯერადი რეინკარნაციების შედეგად ზოგი ადამიანის სამშვინველი სულ უფრო და უფრო შეიძლება დეგრადირდეს და გადაინაცვლოს ქვედა საზვერეებში და ბოლოს, როცა მამაზეციერი დაასრულებს ამ ოთხგანზომილებიანი სივრცის ევოლუციას, ასეთი ცოდვილი ადამიანის სამშვინველი ჯოჯოხეთის განადგურებასთან ერთად ნადგურდება და უკვალოდ ქრება, ესაა სწორედ სულიერი სიკვდილი, რადგან სული უკვდავია, მაგრამ ადამიანის სამშვინველი ანუ მეს ცნობიერება,გონება, ფსიქიკა რაც გინდა ის უწოდეთ, კვდება სამარადჟამოთ, რასაც იოანეს აპოკალიფსში მეორე სიკვდილი ანუ სიმბოლურად მუდივი გოგირდის ცეცხლის ტბა ქვია, ხოლო მეორე სიკვდილი იმიტომ ქვია, რომ პირველ აღდგომაში იოანე გულისხმობს ყველა კეთილი და ღირსეული ადამიანების რეინკარნაციას ე.წ. “ქრისტეს მეფობის ოქროს ათასწლეულში”, რომელ ეტაპშიც რა თქმა უნდა კაცობრიობა ჯერ არ შესულა, ხოლო ამ სამყაროს ევოლუციის დასრულების შემდეგ ეს კაცობრიობა გადაინაცვლებს ცათა საუფეველში, რასაც იოანე თავის აპოკალიფსში ზეციურ იერუსალიმს უწოდებს, სადაც აგრეთვე არსებობს სულიერი იერარქიები.
უფრო დაწვრილებით სულიერი სამყაროს იერარქიულობის შესახებ, ღირსეულ წმ. მამათა გამონათქვამები იხილეთ ამ ვიდეოში ქვემოთ. სადაც დასახელებულია ანგელოზთა სამყაროს ცხრავე დასი(წმ. დიონისე არეოპაგელის მიხედვით).
http://www.youtube.com/watch?v=OqoYBTIgEwI შემდეგ უზენაესი დიდი აფეთქების შედეგად დროებით კვლავ შექმნის, ახალ ოთხგანზომილებიან მატერიალურ სამყაროს და მასთან ერთად დროებით სულიერ სამყაროს ე.წ. ჯოჯოხეთს და აგრეთვე ახალ სულიერ კაცობრიობას, რომელთაც მოავლენს მატერიაში, მეს ცნობიერების და სამშვინველის ჩამოსაყალიბებლად. ახალ მატერიალურ სამყაროსთან ერთად კვლავ იქმნება დროებით, ახალი ბოროტი ანგელოზთა სამყარო და დეგრადირებულ სულთა სამყოფელი ჯოჯოხეთი. ეს ყველაფერი უსასრულოდ გრძელდება. ღმერთი, რომელიც არის უდიდესი სიკეთე, მას უნდა რომ არსებობდნენ მისნაირ ნეტარებაში მყოფი სულიერი არსებები, ამიტომაც ბადებს და ბადებს უსასრულოდ თავისნაირ(როგორც წყლის წვეთი გავს მსოფლიო ოკეანეს) მიკრო არსებებეს ანუ ადამიანთა სულებს, რომელთაც ევოლუციის შედეგად უნდა ჩამოუყალიბდეთ საკუთარი მეს ცნობიერება და განცდა, რომლებიც შემდგომ უნდა იყვნენ საუკუნო ნეტარებაში. უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რატომ იქმნება მატერიალური სამყარო, იხილეთ ჩემ პოსტში: “კოსმოლოგიური თეორია”.
კოსმოლოგიური თეორია