http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=5059მიხეილ სააკაშვილი: "შოთა აფხაზავამ სხვაგან ნაშოვნი ფული თავის ქვეყანაში ჩადო იმ პრობლემების ფასად, რომელიც შეიძლება, მას შეუქმნან" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, ბიზნესმენი შოთა აფხაზავა ქართული პატრიოტიზმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსთავში ახალი ავტოდრომის გახსნისას განაცხადა.
"ყველას გილოცავთ ამ ახალი ავტოდრომის გახსნას. ძალიან მაგარი ადრენალინია და ყველას გირჩევთ. ამის გარდა, ჩვენ შევეჩვიეთ იმის თქმას, რომ ქალაქების პირვანდელი იერსახე აღვადგინეთ. ავტოდრომი აღვადგინეთ. გარწმუნებთ, 2 წლის წინ აქ ავტოდრომი არ იყო. იყო ყველაზე აყრიდლი ასფალტი, რაც საქართველოში მინახავს. ეს არის ახალი ავტოდრომი, რომელშიც შოთა აფხაზავამ 20 მლნ დოლარი ჩადო და სხვათა შორის, კლასიკური ნიმუშია იმისა, რას ნიშნავს ქართული პატრიოტული გრძნობა. შოთამ, მართალია, ქართული ჯერ ვერ ისწავლა, მაგრამ საქართველოს სიყვარული ერთი წამით არ დავიწყებია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, "შოთა აფხაზავამ სხვაგან [რუსეთში] ნაშოვნი ფული თავის ქვეყანაში ჩადო იმ პრობლემების ფასად, რომელიც შეიძლება, მას შეუქმნან".
მისივე თქმით, ავტოდრომი მთავრობის წევრებისთვის არ შექმნილა და ის არც მოკლევადიან მოგებაზეა გათვლილი.
"ესაა იმისთვის, რომ მოიტანოს ის ოპტიმიზმი, ენერგია და დრაივი, რომელიც საქართველოს, საბოლოო ჯამში, ყველაფერთან ერთად ფეხზე დააყენებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაშვილს უსურვა, რომ მთელ საქართველოში ისეთივე გზები იყოს, როგორც აფხაზავამ რუსთავის ავტოდრომზე დააგო, სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს - რომ პრეზიდენტზე ბევრად უკეთესი მრბოლელები მოამზადოს, ყველას დანარჩენს კი - კარგი განწყობა და უკეთესი მომავალი.
ცნობისთვის, ახალი ავტოდრომის ტრასის სიგრძე 4 122 მეტრს შეადგენს. მისი მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
This post has been edited by kartveli76 on 30 Apr 2012, 01:58