მოდით დღეს კიდევ ერთი, საჯარო და თან ტრენდული ფიგურა, დავით კეზერაშვილი „გავაკოსმოგრამოთ“ [სრულყოფილ ჰოროსკოპს სამწუხაროდ ვერ შევადგენთ, დაბადების ზუსტი საათი არ ვიცით].
ინფორმაციის წყარო ისევ ვიკიპედია: 22.09.1978 წელი.
სისტემა - სიდერიული (ინდური).

აბა რას ვხედავთ, რა იქცევს ყურადღებას ?!
მზე და მთვარე მიწის ნიშნებშია - ნატივი პრაქტიკული, რაციონალური ადამიანია, საკმაოდ მიწიერი ინტერესებით;
რამდენიმე ძლიერი პლანეტაა კოსმოგარამში:
- ეგზალტირებული მთვარე კუროში
- ეგზალტირებული იუპიტერი კირჩხიბში
- ვენერა საკუთარ სახლში, სასწორში
- მზე და მერკური არიან რეცეფციაში (ერთმანეთის ნიშნებში) რაც ორივეს აძლიერებს.
ძლიერი ენერგეტიკა აქვს კოსმორგამას, რაც ზრდის ნატივის წარმატებულობის ალბათობას.
კეზერაშვილის პიროვნებას ფსიქიურ ძალას და ნებელობას მატებს პლუტონის ტრიგონი ეგზალტირებულ მთვარეზე - ამ კაცს შეუძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა და პრობლემების მოგვარება.
მთვარე საკმაოდ დატვირთულია ასპექტებით - ნეპტუნისგან ოპოზიციას იღებს და სატურნისგან საკმაოდ მძიმე კვადრატურას, ეს ყველაფერი კი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც გულჩათხრობილობა, ემოციონალური სიახლოვის ვერ მიღება, უხეშობა ურთიერთობაში, თავის მოტყუება და სხვების მოტყუება, მავნე ჩვევები. ცუდად ცნობიერდება დისციპლინის და პასუხისმგებლობის თემები. შეიძლება რაღაც ფსიქ. დარღვევა მიმდინარეობდეს ყველასგან შეუმჩნევლად.
გრძნობად-ემოციონალურში პრობლემაზე მიუთითებს ასევე ვენერა და მარსი ერთ ნიშანში (თან მარსი ჩავარდნილია) და ურანის შეერთება ვენერასთან - ძლიერი ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი, რაღაც განსაკუთრებულს და არასტანდარტულს ეძებს, იმ ფონზე, რომ ემოციონალური სიახლოვე პრობლემაა (მთვარე/სატურნის კვადრატი) ეს ყველაფერი პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემებს გამოიწვევს.
ყველაზე ხორციანი თემა კეზერას კოსმოგრამაში ესაა მისი მზის და აღმავალი მთვარის კვანძის შეერთება. ასეთი შეერთება ასევე აძლიერებს მზის ენერგიებს (ჯერ მერკური-მზის შეერთებამ გააძლიერა მზე), ნატივში აძლიერებს ამბიციურობას, ეგოიზმს, საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანს, ხდება ცნობადი (მზის გაძლიერება), წარმატებები საზვარგარეთ, უცხოელებთან ურთიერთობაში. და რადგან ეს შეერთება მიწის ნიშანშია, ძლიერდება პრაქტიკულობა მატერიალური ინტერესები. ხო და აი ასეთი გაძლიერებული და ამბიციური მზე სექსტილშია ეგზალტირებულ იუპიტერთან, რაც კარგ გამოსავალს იძლევა კეზერას ამბიციების დაკმაყოფილებისათვის, ჰმატებს მას იღბლიანობას და სხვებით, სიტუაციებით მანიპულირების, სიტუაციებიდან „გამოძრომის“ ნიჭს. მანიპულატორის და რბილი ძალით მოქმედების ნიჭზე ასევე მიუთითებს მარსი სასწორში.
მზე/რახუს შეერთების ნეგატივები: ილუზუები და მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება. გავითვალისწინოთ რომ მთვარე/ნეპტუნის ოპოზიციაც იგივე ნეგატივზე მიგვანიშნებს, შესაბამისად მაღალი ალბათობაა ამგვარი დარღვევების.
მზე/რახუს შეერთება ასევე უმეტეს შემთხვევაში იძლევა პრობლემებს ავტორიტეტებთან მიმართებაში, კონფლიქტს ხელისუფლებასთან, მკვეთრ ცვლილებებს კარიერულ გზაზე.
დაბოლოს მარსი, რომელიც სასწორშია და ასევ ანიჭებს ნატივს მანიპულატორი, დიპლომატის და რბილი ძალით მოქმედების ნიჭს - კვადრატურაშია იუპიტერთან, რაც პრობლემურს ხდის მიზნების მიღწევას გეგმის და კანონიერების ფარგლებში. მთვარე/სატურნის კვადრატურაც პრინციპში იგივეზე მიუთითებს.
ახლა ვნახოთ უახლოესი ტრანზიტები, რა ხდება კეზერას თავს, რა ველოდოთ?
ნეგატიური ტრანზიტები:
ტრანზიტული რახუ კვადრატურაშია ნატალური იუპიტერთან - იურიდიული სირთულეები, სოციუმში კონფლიქტები, არასწორი ნაბიჯების (ილუზიები) გადადგმის მაღალი ალბათობა;
ტრანზიტული ნეპტუნი ოპოზიციაში ნატალურ რახუსთან - გაურკვევლობები და კონფლიქტები სასტავში/ჯგუფებში, იმედგაცრუებები, მოლოდინების არ გამართლება;
აპრილის 24-27 - ტრანზიტული მარსი კვადრატურაში იქება ნატალურ პლუტონთან და მაღალი იქნება მწვავე კონფლიქტის და ფიზიკური ტრავმების ალბათობა.
მაისის მე-3 დეკადაში, ტრანზიტული იუპიტერი დაძაბულ ასპექტებს შექმნის ნატალურ იუპიტერსა და ნატალურ მარსთან - კონფლიქტების, სამართლებრივი სირთულეების, გაზრდილი ხარჯების მაღალი ალბათობა. ემოციების მოთოკვაა საჭირო, თორემ მძიმე შეცდომებს ექნება ადგილი.
მაისის ბოლოს ტრანზიტული სატურნი ოპოზიციაში დადგება ნატალურ სატურნთან - კრიზისების და მძიმე, დეპრესიული განწყობების პერიოდია. ახალი ეტაპი იწყება ცხოვრებაში, რაღაც ცვლილებებს ექნება ადგილი (არც ისე სასიამოვნოს) , საქმეებში და პრობლემების მოგვარებაში ეფექტიანობა ძალიან დაბალი იქნება.
მდგომარეობა სადღაც ივნისის ბოლოს, ივლისში შემსუბუქდება. ნოემბერიდან კი აქტიური ნაბიჯებისთვის კარგი პერიოდი იქნება.
ტრანზიტული პლუტონის ტრიგონი მზესთან, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ძალას და ნებისყოფას მისცემს ნატივს, რომ არ გატყდეს, გადაიტანოს ეს რთული პერიოდი.