#30991170 · 3 May 2012, 14:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, ვიცი გაგიკვირდებათ ჩემგან, რომ სამართალში ჩავწერე და საერთოდ თემა გავხსენი...მესამე განათლება იურიდიული მაქსვ და ადვოკატის გამოცდებს ივნისში ჩავაბარებ, რომ როცა დამჭირდება საკუთარი თავი და ბევრი უსამართლოდ გასამართლებული ადამიანი ჩემს ირგვლივ დავიცვა....საერთოდ, მოკლედ ვიტყვი რომ მომავალი ჩემი საქმიანობის სფერო უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ამიტომ ბევრი რამ მაფიქრებს და მადარდებს....როგორც ჩანს აქ ბევრი ადამიანი შემოდის. ახლა მითხარით: რომელი ხართ კმაყოფილი თქვენი ყოფით -საქართველოში ვგულისხმობ? ალბათ ხვდებით რომ მე ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენის წარმომადგენელი არ ვარ. მსურს გითხრათ რომ მე და ჩემი 2 დაიკო 365 დღე ვმუშაობთ წელიწადში- ვიცი ბევრი ჭუჭყი და ტალახი მივიღეთ ფორუმის ლომებისგან, აბსურდული და დაუმსახურებელი და უსაფუძვლო, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახში 3 ადამიანი თავგამოდებით ფიქრობს თავისი და ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებაზე...მამაჩვენი- ქრონიკული სკოლის დირექტორი უმუშევარი დატოვეს 2004-ში...ახლა პედაგოგია და ხელფასი აქვს 160 ლარი...დედა- არ მუშაობს...პენსიის ასაკამდე შორია და სოც.დახმარება არ არსებობს უმუშევრობაზე და ა.შ....თუმცა შეუძლია მუშაობა სადმე ინსტიტუტში ან სკოლაში, მაგრამ არ მგონია დიდი გამოცდილების მქონე ლექტორს და პედაგოგს (მუსიკისა და რუსული ენისა და ლიტერატურის) მოეწონოს დღევანდელი განათლების სისტემა თავისი საპატრულო სისტემით და "მანდატურებით"...თან ხელფასი ტრანსპორტის ფულადაც არ ეყოფა, აზრი არ აქვს მის სალხიდან გასვლას დილაუთენია და 23-24 წლის სკოლის ლაწირაკი დირექტორებისგან შენიშვნების მოსმენას... ამიტომ სჯობს სახლის კერას მიხედოს, რაზეც არ არის უარზე....ძირითადი ამ თემის მიზანია გავერკვე - როგორც მოქალაქე, რომლისთვისაც არ არის სულ ერთი, თუ რა ხდება მის ქვეყანაში- მოგწონთ ის, როგორ ცხოვრობთ? თუ არ მოგწონთ, რას აკეთებთ ამის შესაცვლელად? მინდა დავამატო, თუ გახსოვთ ჩემი სატელევიზიო თავისუფალი სიყვარულის პროპაგანდა და სექს მუშაკების დაცვა, რატომღაც აიტაცა ყველამ და გამლანძღეს - რაც იყო თემა, მაქსიმალურად პიროვნების გახსნისაკენ და გათავისუფლებისაკენ მოვუწოდე ადამიანებს და შემხვედრი რეაქცია- გაიტანეთ ეს გარყვნილი ბოზი აქედან ძალიან დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემთვის...თუმცაღა ეს ყველაფერი გარკვეული ფენიდან მოდის, მაგრამ ეს ფენა- ყველაზე გავრცელებულია საქართველოში და ის ქმნის საზოგადოებრივ აზრს....მეოთხე ხელისუფლება კი დუმს....დუმს იძულებულად....ინტერნეტში ვხედავ და ვკითხულობ სტრიქონებს შორის ჩამალულ აგენტებს, ინტრიგანებს, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს.....ამ თემის მიზანი კი ისევ და ისევ არის ის- მოგწონთ თუ არა ცხოვრება ჩვენს სამშობლოში და ის, თუ რა ტრანსფორმაციას განიცდის დღეს უძველესი და ოდესღაც ულამაზესი თბილისი და საქართველო? ვიცი, ბევრს შეეშინდება საკუთარი აზრის გამოხატვის, მაგრამ კანონიერად, ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა ვართ, მთავარია არავინ გალანძღოთ და გამოთქვათ აზრი- რომ ბებია შიმშილით კვდება...რომ პენსიონერს სცივა...რომ ბევრი მაწანწალაა ქუჩაში...რომ გადასახადები ძალიან მაღალია...რომ საწვავი ძვირია და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა დაქვეითებულია საწვავის გასაღებისთვის...რომ არ არის უფასო სწავლა, განათლება ფუფუნებაა....არ არის უფასო სპორიტ....არ არის სკვერები და რელურად სავარჯიშოდ არ ვარგა ის ფურთხით გაკეთებული მოედნები....რომ იჩეხება ხეები....ინგრევა სახლები და შენდება უაზრო ნაგებობები...არ არის უფასო სამედიცინო მომსახურება...სოციალური დაცვა არ არსებობს....ბევრი რაღაცაა რასაც ვხედავ მე, ბევრის აზრით გახდილი ქალი, თქვენ ხომ რასაც გაწვდიან- იმას მიირთმევთ მაგრამ ხომ გაქვთ ეს აზრი, რაც პიროვნებად გაყალიბებთ- ხომ გაქვთ ყველას პრეტენზია რომ განუმეორებლები ხართ- ამიტომ, ძალიან გთხოვთ- დაწერეთ რასაც ფიქრობთ. მე შევეცდები დროდადრო შემოვიდე წავიკითხო და გიპასუხოთ ან შეგეკამათოთ....ვიცი გაგიჩნდებათ კითხვა- რად მინდა ეს. დიახ, ვემზადები, მასალას ვაგროვებ. დიახ, წავიყვან გადაცემას..ბევრი პროექტი მიტრიალებს თავში და გავაკეთებ კიდევაც....მაგრამ პოლიტიკურად დაბლოკილი ვარ დღევანდელ დღეს...არასოდეს ვიფიქრებდი რომ რეპრესირებულებში მოვხვდებოდი მაგრამ ეს დღეც დადგა) წინააღმდეგი არ ვარ, ჩვენ ჯიშში მოგვდევს რეპრესია თუმცა ავანგარდისგან არ გავიწევი....კარგ ავანგარდს ვგულისმობ- ცეცხლს რომ თავის თავზე იღებს უკეთესი მომავლისათვის....იქამდე დავკმაყოფილდები ინტერნეტ სივრცით....ფეისბუქზე პრობლემები ნაკლებად შუქდება. იქნებ აქ უფრო საინტერესო იყოს აზრთა მიმოცვლა და სხვათა შორის მოსახლეობის განვითარების არანაკლებ ეფექტური საშუალებაა დებატები.......დიდი მადლობა გულახდილობისათვის. პატივისცემით. * * * ვხედავ კითხულობთ, კარგი საიტის ფიქსირდება წაკითხვის რაოდენობა. სტუდიაში რომ დაგიძახებთ ინტერვიუზე იქც ჩუმად იჯდებით? გაგიჟდით საერთოდ? თუ მართლა გგონიათ რომ გენოციდით დასრულდება საქართველოს არსებობა? ჩვენს ცხოვრებას ჩვენ თვითონ ვქმნით. ამოიღეთ ხმა, რა მოგწონთ ის მაიცნდაწერეთ იქნებ არის რაღაც პოზიტიური ამ დასახიჩრებულ სამოთხეში.
--------------------
[COLOR=red]Revolte des anges :)[/COLOR]
|