ჩვენს დედაქალაქში ამჟამად ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს, ბევრი დაგეგმილია, ბევრი კი დაწყებულია და შეჩერებულია.
გარდა კერძო კომპანიებისა მერია და სახელმწოფო სამსახურები გვპირდებიან სხვადასხვა პროექტების განხორციელებას.
ყველას ცხადია ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ შევეცდები ზოგიერთ მათგანს შევეხო:
(ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს უზუსტობებს, რადგან წყარო არის ოფიციალური და არაოფიციალური ვებ-გვერდები)
სახელმწიფო: ყველაზე მსხვილი პროექტი, რაც მიმდინარეობს თბილისში არის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც იწყება ლილოში, გადის თბილისის ზღვის ჩრდილოეთით და მთავრდება ავჭალაში. დამკვეთი შპს „საქართველოს რკინიგზა“, შემსრულებელი სს „ხიდმშენი“. ბიუჯეტი არის 168 მილიონი ევრო, გზაზე არის 5 კმ სიგრძის გვირაბები და 3 კმ სიგრძის ხიდები. სრულდება 2013 წელს.
თბილისის მერია აპირებს 4 უმსხვილესი პროექტის განხორციელებას:
აზიის განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის აქტიური კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა იმ პროექტების ნუსხა, რომელიც ბანკის მიერ, ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ესენია:
-გორგასლის გვირაბი, რომელიც ძველი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება და სანაპიროს ბევრად უფრო გავლადს გახდის.
-მეტრო „უნივერსიტეტის“ სადგურის დასრულება – ობიექტის მშენებლობა 2012 წელს განახლდება და პროექტის განხორციელება ორ წელიწადში დასრულდება.
-თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაცია.
-სამანქანო ხიდი მდინარე მტკვარზე, რომელიც ვეფხისა და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას დიდუბესთან დააკავშირებს. პროექტის განხორციელებით გაუმჯობესდება მოძრაობა მტკვრის ორივე სანაპიროზე და მაქსიმალურად განიტვირთება წერეთლის გამზირი.

მიმდინარეობს ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე და ვერეს ხევის ახალი ავტომაგისტრალიდან თამარაშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის და გვირაბის (იყალთოს მთის გავლით) მოწყობა, ანუ შენდება მთელი საგზაო სისტემა რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჭავჭავაძეს,ვერეს ხეობას,ფანასკერტელს,სულაკაურს,ცინცაძეს,კარტოზიას,ანტონოვსკაიას და თამარაშვილს.
სამუშაოებს აწარმოებს შპს "კავკასუს როად პროჯექტი". ტენდერი გამოცხადდა 2011 წლის მარტში.
მიმდინარეობს აღმეშენებლოს გამზირის საფუძვლიანი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია.
მიმდინარეობს პარკის მშენებლობა რიყეზე

შენდება „იუსტიციის სახლი“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ კორტებთან.
შენდება სსიპ „თბილისის მართვის ცენტრის“ შენობა ვაშლიჯვარში
მიდინარეობს მარშალ გამოვანის და რობაქიძის გამზირების კვეთაზე საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.
მიმდინარეობს ეროვნული ბანკის მშენებლობა კახეთის გზატკეცილზე.
მიმდინარეობს წერეთლის გამზირის და ვახუშტის ქუჩების გადაკვეთასთან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართვლოს მშენებლობა.
მიმდინარეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაცია.
იგეგმება მზიურის სტული რეკონსტრუქცია და ქალაქის ცენტრალურ პარკად მოწყობა. ამისთვის „ნიუ იორქ სენთრალ ფარქ“ ის დიზაინერებიც იყვნენ ჩამოსული.
დაწყებულია თანამოდროვე ტრამვაის მშენებლობის წინარე კვლევა და გზის პროექტირება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ხელმძღვანელობს.
კერძო: კომპანია „აქსისი“
-საცხოვრებელი სახლი / აბაშიძის ქ. 34-36
-აქსის პალასი / გამრეკელის და ბახტრიონის ქუჩების გადაკვეთა
-აქსის პალასი2 / საბურთალოს ქ. 34
-აქსის ტაუერსი / ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის გადაკვეთა
-აქსის პალასი საირმე
-აქსის პალასი ავლაბარი
-ყველაზე მწვანე ეზო / ჭავჭავაძის გამზ.75
-დიდუბის სამი ეზო
კომპანია „არსი“
-ორთაჭალის ტურფა
-ქარვასლას მოედანი
-დოლაბაური
-პატარა ავლაბარი
- საცხოვრებელი სახლი ქავთარაძის ქუჩაზე
კომპანია „საქართველოს ბანკი უძრავი ქონება“
-საცხოვრებელი კომპლექსი M2 ჩუბინიშვილის ქ.
http://m2.ge/კომპანია „გეო-ბელგია+“
2 ცალი 19 სართულიანი კორპუსი ჩიქოვანის ქუჩაის და ვერეს ხეობაში გამავალი მაგისტრალის კვეთასთან.
კომპანია IDECO:
-სახლი ოპერასთან
კომპანია „მაგისტილი“
-საცხოვრებელი კომპლექსი ავლაბარში
-DREEM TOWN
-საცხოვრებელი სახლი ბახტრიონის ქუჩაზე
კომპანია „რაკეენ დეველოპმენტ“
-აფთაუნ თბილისი
http://www.uptowntbilisi.ge/
შეჩერებულია დიდი პროექტები „ფორუმ დელისი“ (მეტროსადგურ დელისთან), „პარკ ჰაიატი“ მარჯვენა სანაპიროზე“ და სასტუმრო „კემპინსკი“.
2010 წლის 10 სექტემბერს მენეჯმენტ კომპანია "დექსუსმა" მართვაში აიღო "ცენტრ პოინტი ჯგუფი" და მასთან დაკავშირებული კომპანიათა ჯგუფი
ასევე:
ქავთარაძის ქუჩაზე, ყოფილი ტროლეიბუსების პარკის ადგილას შენდება სუპერმარკეტი „ჯიმარტი“.
მიმდინარეობს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის მშენებლობა მარშალ გელოვანის გამზირზე და „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისის მშენებლობა ალ.ყაზბეგის გამზირზე.
Rustaveli Residence / შევჩენკოს ქ.
http://www.rr.ge/წინა თემის ბმულიდანარჩენი თქვენ დაამატეთ.
This post has been edited by Fabian on 6 Sep 2011, 23:38