ხარაგაული — დაბა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, იმერეთის მხარეში. ხარაგაული მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280_400 მ-ზე. თბილისიდან დაშორებულია 198 კილომეტრით.
დაბაში არის კულტურისა და დასვენების პარკი, დაბაში არის საჯარო სკოლა[3] 2 საბავშვო ბაღი, მოსწავლეთა სახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, პოლიციის განყოფილება, ავტოსატრანსპორტო საწარმო, არქივი, კინოთეატრი. ხარაგაულში გადის რკინიგზა ხაშური-სამტრედია და არის რკინიგზის სადგური.
(IMG:http://img600.imageshack.us/img600/9524/800pxkharagaulicenter2.jpg)
(IMG:http://img269.imageshack.us/img269/8310/kharagauli.jpg)