ქვეყანა გადადის განვითარების ახალ საფეხურზე და პრეზიდენთად აირჩევს ქალს - ნინო ბურჯანაძეს...
ეხლა მავანნი მეტყვიან, სად იყო ნინო ბურჯანაძე, მე-13 საუკუნეში თამარ მეფე რომ ავიდა ტახტზეო, მაგრამ ეგ არგუმენტი სისულელეა და პრევენციის მიზნით წინასწარ დავცინებ ვისაც ეგ აზრი მოუვა თავში

მოკლედ ქვეყნისთვის, სადაც გენდერული თანასწორობა XXI საუკუნეშიც აქტუალური თემაა, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტება...
მეორე საკითხია ნორმალურ ქვეყანაში ნინო ბურჯანაძისნაირი ადამიანი ყველა წესით და კანონით პოლიტიკური გვამი უნდა იყოს, მაგრამ ეს მაინც საქართველოა - სადაც ამდენი გაჭირვებული და გაბოროტებული ადამიანი ცხოვრობს...
დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტება, მიუხედავად ნაცების ხელოვნური ჟივილ-ხივილისა, ფანტასტიკის სფეროა... ბაქრაძე იმაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, ვიდრე ნაციონალებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნებისას...
ასეა ეს და კონკრეტული არგუმენტების მოყვანას არ დავიწყებ, ვისაც უნდა რომ გაიგოს - მიხვდება, ვისაც არ უნდა კიდე იმათთვის აზრი არ აქცს...
რაც შეეხება მარგველაშვილს, მას ძალიან გაუჭირდება გამარჯვება მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა მხარს...
ქართული ოცნების ამომრჩეველთა უმრავლესობას იმედები გაუცრუვდა...
რას ელოდა 41-ის შემომხაზავთა უმრავლესობა:
1. ელოდა რომ როგორც კი ოცნება მოვიდოდა ეგრევე ვირის აბანოში გაუშვებდა დედაიმასქნილ ნაცებს... ამათ კიდე დემოკრატიობანას და სამართლიანობანას თამაში დაიწყეს და შედეგად ბაჩოს და ვანოს გარდა ყველა გარეთაა...
2. ელოდა რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ფულებს მოსახლეობას დაურიგებდა... იშოვიდნენ კარგ სამსახურს (მერე რა რომ არ აქვთ მაგის განათლება/კვალიფიკაცია)
ანუ ელოდა მესიას, რომელიც დაიხსნიდა მათ ნაცების კლანჭებისგან და ისე უშველიდა მათ, რომ თვითონ ხელს არ გაანძრევდნენ... მესია კი არ აღმოჩნდა ბოლომდე მესია... მარტო ნახევრად გაქაჩა...
ხო და ვის მისცემს ოცნების ამომრჩეველთა ეს სეგმენტი ხმას? - რა თქმა უნდა ნინო ბურჯანაძეს...
დავით ბაქრაძეს არ მისცემენ ხმას იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის ვინც იყვნენ ნაციონალები და რო მიუშვა ლინჩის წესით გაასამართლებდნენ ყველას...
მარგველაშვილს - ოცნების კანდიდატსაც არ მისცემენ და რჩება ნინო ბურჯანაძე...
ოცნების ამომრჩეველთა ეგ სეგმენტი ცოტა "მობნელო" ხალხია...
რუსეთის მიმართაც არ აქვთ ცივი გრძნობები...
ეხლა უკვე რუსეთში ხედავენ ხსნას - რუსეთთან ყოფნისას ფული იშოვება (განათლების და პროფესიონალიზმის გარეშე) და ქეიფის, ნაშობის პონტიცაა...
პლუს მაგას, ნაციონალებმა გულის სიღრმეში იციან რომ ბაქრაძე ვერ გაიმარჯვებს და მათი დიდი ნაწილი ბურჯანაძეს მისცემს ხმას...
ორი მიზეზი აქვთ ამისთვის:
1. ოღონდ ქართული ოცნების კანდიდატი არა
2. ბურჯანაძის გაპრეზიდენტებით დასაჯონ ქვეყანა იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ისევ ნაცებმა არ გაიმარჯვეს...
მოკლედ შეეგუეთ მწარე რეალობას - ნინო ბურჯანაძე ქვეყნის პრეზიდენტი იქნება...
Mens sana in corpore sano...