http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=8843&Itemid=1„სამეგრელოს აქვს სერიოზული პრობლემები. ახალაიებს მიაჩნიათ, რომ ეს მათი სამფლობელოა და როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ. ხშირ შემთხვევაში არის ხალხის მიმართ სამართლებრივი, იურიდიული და პოლიტიკური ტერორი. ასეთ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლის აქ ჩამოსვლა და მოღვაწეობის აქ გაგრძელება. რაც შეეხება თავად ინცინდენტს, პირდაპირ კავშირშია დღევანდელ ჩვენს ვიზიტთან. შემიძლია ვთქვა, იდიოტურად იქცევიან. ერთი ტელევიზიით გაჰყვირიან, რომ საქართველოში არის საინვესტიციოდ საუკეთესო გარემო, ამის პარალელურად თვითონვე დებენ ბომბებს. ურჩევიათ ერთ აზრზე ჩამოყალიბდნენ,“- განაცხადა ძიძიგურმა ზუგდიდში ირაკლი ალსანიასთან ადგილობრივების შეხვედრისას
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის პროკურატურის შენობასთან ბომბი დღეს დილით დაახლოებით 10 საათზე აღმოაჩინეს. პოლიციამ მისი განეიტრალება მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბომბი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოიტანეს.