მერაბიშვილი ქუთაისელ "ნაციონალებს" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა
მაი 04 17:13
105
"აღფრთოვანებული ვარ შეხვედრით. ძალინ კარგი მოსაუბრე ყოფილა მერაბიშვილი. ბევრ რამეზე გვესაუბრა. მათ შორის ცხოვრების დონის ამაღლებაზე. ასეთი შეხვედრები ხშირად უნდა ტარდებოდეს," - ამბობს უბნის კოორდინატორი მარინა ვასაძე.
მმართველი ძალის აქტივისტების დახურულ შეხვედრას ქუთაისში, ვანო მერაბიშვილთან ერთად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, საოლქო კომისიის წევრები, უბნის კოორდინატორები, ბაღების, საჯარო სკოლების პედაგოგები და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის თანამშრომლები. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ სტუდენტები და ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც.
„გვითხრეს, რომ უნდა მოვსულიყავით დღეს შეხვედრაზე. ვანო მერაბიშვილი მომავალი წლის გეგმებზე გვესაუბრა. შეხვედრით კმაყოფილი ვარ," - ამბობს ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი მედეა მიქაბაძე.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალების“ კიდევ ერთი დახურული შეკრება ქუთაისში, გუშინ, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში ჩატარდა, სადაც შეკრებილებს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
http://news.ge/ge/news/story/12911-merabis...egmebze-esaubra