Marca-ს ცნობით, ბილბაოს "ატლეტიკის" თავკაცმა, მარსელო ბიელსამ ბასკების მთვარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
გაზეთი იტყობინება, რომ ბიელსას წასვლა დაკავშირებულია ესპანური კლუბის ირგვლივ მშენებლობით სამუშაოებთან. არგენტინელი უკმაყოფილო აღმოჩნდა შესრულებული სამუშაოებით კლუბის ბაზაზე, ლესამეში და კონტრაქტორთან შელაპარაკება მოუვიდა.
პარასკევს, კლუბმა გააკეთა განცხადება, რომელშიც გააკრიტიკა მწვრთნელის ქცევა და კონტრაქტორების კომპანიას ბოდიში მოუხადა. "სპორტული კლუბი "ატლეტიკი" არანაირად არ იზიარებს მარსელო ბიელსას აზრს"- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
ბიელსამ და რამდენიმე სხვა თანამშრომელმა კლუბის მიერ ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ბილბაოს "ატლეტიკი" დატოვეს. თავისუფალ პოსტზე Marca-ს ვარაუდით, შესაძლოა დაინიშნოს ერნესტო ვალვერდე, რომელიც "ატლეტიკს" 1996-დან 2007 წლამდე წვრთნიდა.
ბიელსამ, რომელიც ატარებს ზედმეტსახელს El Loco (გადარეული), ბასკური გუნდი გასული სეზონის დასაწყისისთვის ჩაიბარა. არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის მეთაურობით, "ატლეტიკმა" "ევროპის ლიგისა" და "კოპა დელ რეის" ფინალამდე მიღწევა შეძლო. 2012 წლის ივნისში, მარსელო ბიელსამ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგძლივა.
ყლე არ უნდა იყო? კაცმა ამდენი რამე გააკეთა ფეხბურთი ათამაშა გუნდს და გააგდეს ფაქტიურად
ლამაზი ფეხბურთი განახევრდა ესპანეთში
This post has been edited by wild10 on 7 Jul 2012, 23:12