"პო"-საც და "ოპო"-საც
იმედია ორივე მხარისთვის მთავარია შედეგი და სიმართლე
ამიტომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ექსპერტიზა, ვინაიდან ექსპერტიზის გარეშეც გამიოკვეთა დანაშაული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან, კერძოდ:
1. ციხეში შეყვანისას (კარანტინში) პატიმარს არ ჩაუტარდა შემოწმება ისეთ გადამდებ დაავადებაზე როგორიც სიფილისია. ამით იმის გარდა, რომ შეუძლებელი გახდა ამ დაავადების დროულად მკურნალობა და ლეტალური შედეგის თავიდან აცილება, საფრთხის ქვეშ დადგა მის გვერდით საკანში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
2. ოჯახს არ შეატყობინეს:
ა) პატიმრის გადაყვანის შესახებ სამკურნალო დაწესებულებაში
ბ) მიზეზის შესახებ თუ რატომ იქნა გადაყვანილი და რამდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
გ) ასევე დაუმალეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის სანახავად მისულ ადვოკატს 27 აპრილს (1 მაისს პატიმარი გარდაიცვალა და სავარაუდოდ ექსპერტის პირველადი დასკვნით იმყოფებოდა უგონა/პარალიზებულ მდგომარეობაში დაახლოებით 2 კვირის მანძილზე ნაწოლების მდგომარეობდიან გამომდინარე)
3. ექსპერტი გეჯაძე იძახის რომ მსგავსი ნაწოლების გაჩენას სჭირდება დაახლოებით 2 კვირა მაინც და თან ავადმყოფს საერთოდ არ უნდა უვლიდნენ... თან ეს 2 კვირა უნდა ყოფილიყო სრულად პარალიზებული, ვინაიდან იდაყვზეც კი ნაწოლი აქვს - ანუ გამოდის რომ ხელსაც კი ვერ წევდა.
ასე რომ ფაქტი სახეზეა - პატიმარს სათანადოდ არ უვლიდნენ
4. (იუზერმა "ზარზეიმმა" სწორედ მიმითითა და ჩავამატებ)
კიდევ ერთი დანაშაული:
მოხდა ავადმყოფის პირადი ინფორმაციის გაცემა ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე!
ეს მემგონი არცერთი "მხრიდან" სადაო არ არის
ვიმეორებ ექსპერტ გეჯაძის სიტყვებით, მსგავსი ნაწოლები შეიძლება გაჩნდეს მინიმუმ 2 კვირის მანძილზე, ისიც არაჯეროვანი მოვლის შემთხვევაში
აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პლიუს იმის გათვალისწინებით რომ სახალხო დამცველი უკვე არაერთი წელია მიუთითებს პრობლემებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მის მოხსენებას ყოველ წელს ტოვებენ ყოველგვარი რეაგირების გარეშე.
თვლით თუ არა, რომ ნებისმიერი მოქალაქის (განურჩევლად მისი პოლიტ. სიმპატია/ანტიპატიებისა) ვალია მიუთითოს ამ პრობლემაზე და კატეგორიულად მოითხოვოს სასჯელაღსრულებაში არსებული "ხარვეზების" (მსუბუქად რომ ვთქვათ) აღმოფხვრა და დამნაშავე პირების დასჯა?
დავამატებ:
აქცია არ არის ორგანიზებული არც ერთი არსებული პოლიტიკური პარტიის მიერ
ესეც
JorJe -ს ლინკი FB-ზე
http://www.facebook.com/events/290443304374580/ This post has been edited by No Regrets on 5 May 2012, 12:49