ეხლა ვაპირებ ჰონ-კონგში წასვლას და გადავავლე თვალი მის საკმაოდ რთულ ისტორიას და ვფიქრობ რომ გარკვეული დასკვნა-მაგალითების გადმოტანა მისგან, ჩვენც შეგვეძლება, პირველ რიგში აფხაზეთთან მიმართებაში.
დავიწყოთ ჯერ აფხაზეთში არსებული აქტუალური მდგომარეობით.
აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აფხაზეთში შენდება რუსეთის სამხედრო ბაზები, ანუ რუსები აფხაზეთიდან არ აპირებენ გასვლას და ის საკუთარ ტერიტორიად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს თუ არა ხვალ რუსეთი ისე დაჩაჩანაკდება რომ მოუწევს იქიდან გასვლაც, მაგრამ უფრო რეალისტურად თუ შევხედავთ სიტუაციას, რუსეთს არ დაუთმია ჩვენზე ბევრად ძლიერი იაპონიისთვის და ფინეთისთვის კურილიის კუნძულები და კარელია შესაბამისად. თან ეს მაშინ როცა მათ მართლა უდიდესი პრობლემები ჰქონდათ და რეალურად დეზინტერგაციისა და შიმშილის ზღვარზე იდგნენ.
ეხლა გადავიდეთ ჰონ-კონგის ისტორიაზე, ინგლისმა მოახდინა ჩინეთის ამ ნაწილის ოკუპირება, ე.წ. პირველი "ოპიუმის ომის" შედეგად 1841 წელს. რა იყო ეს "ოპიუმის ომი"?. ეს იყო ჩინეთის უარი ინგლისელების სურვილზე გაეგრძელებინათ ოპიუმის გაყიდვა ჩინეთში, ამის გამო ინგლისმა გამოაცხადა ომი

. ანუ, წარმოიდგინეთ ინგილური ცინიზმის დონე. ამის შემდეგ მათ მოახდინეს ჰონ-კონგის ოკუპირება და გააგრძელეს ოპიუმით ვაჭრობა. 1860 წელს მოხდა მეორე "ოპიუმის ომი" ჩინელებსა და ინგლისელებს შორის. რის შედეგადაც 1898 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთსა და ინგლისს შორის, ინგლისის 99 წლიან პროტექტორატზე ჰონ-კონგის ტერიტორიაზე. 1997 წელს, ინგლისმა დაუბრუნა ეს ტერიტორია ჩინეთს, თუმცა მას დარჩა ფართო ავტონომია, ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაშიც კი, თუმცა კი სახელით "ჰონ-კონგი, ჩინეთი". 1997 წლიდან 50 წლის შემდგომ, ჩინეთს კიდევ უფრო გაუფართოვდება უფლებები ამ ტერიტორიაზე და რაც მთავარია, იქ მოსახლეობის უმრავლესობას ჩინელები წარმოადგენენ.
ეხლა რას ვფიქრობ, შესაძლებელია თუ არა ამ ტიპის ვაჭრობის დაწყება რუსეთთან, რომ მათ ვთქვათ 50 წლით აიღონ აფხაზეთის ტერიტორია ოფიციალური იჯარით, ხოლო სანაცვლად გაიხსნას საზღვრები და შესაძლებლობა მიეცეთ ქართველებს თავისუფალი გადაადგილებისა.
რაში შეიძლება აწყობდეს ეს რუსეთს?
- ის გამოისწორებს სახეს საერთაშორის საზოგადოების წინაშე.
- რუსეთი ძალიან ჰგავს მე-19-ე საუკუნის ევროპულ იმპერიას თავისი რეტროგრადული წარმოდგენებით ცნებაზე "იმპერია", სესაბამისად მათ მოეფხანებათ ეს ბედნიერება.
რაში გვაწყობს ეს ჩვენ?
- ჯერ-ჯერობით სხვა გამოსავალი არ ჩანს, აფხაზეთი დღითი-დღე ჩვენთვის იკარგება, იქაურ მაცხოვრებდლებთანს საუბრის შემდეგ ამაში სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, გალის ქართული მოსახლეობის საშუალო ასაკი ლამის 50 წელია, ანუ ახალგაზრდობა ვინც უნდა შეინარჩუნოს ქართული კვალი ქრება და ძალიან მალე, როგორც სოჭი არის დღეს მოსაგონრად რომ იქ ოდესღაც ქართველები ცხოვრობდნენ, შესაძლოა იგივე ბედი მოელოდეს აფხაზეთსაც.
პ.ს. შესაძლოა ვცდები და არასწორად ვფიქრობ და დიდი სიამოვნებით მივიღებდი კონტრ-არგუმენტებს.