რა თქმა უნდა არა.
მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ფერგიუსონი სერიოზულ ტრანსფერებს გააკეთებს. თუმცა მანამდე იქნება ათასი ჭორი, ათასი სპეკულაცია, ათასი იმედი, ვარიანტი... როგორც ხდება ხოლმე ყოველ ზაფხულს.
ბოლოს კი გუნდში მოვა მამე ბირამ დიუფის 3 წლის ვაჟი და მიიღებს ლეგენდარულ 7 ნომერ მაისურს, იუნაიტედი მოიგებს პრემიერ ლიგას, ჯუნიორ დიუფი კი გახდება ყველაზე ფასეული ფეხბურთელი ინგლისში, ფერგიზე დაწერენ წიგნებს, გადაიღებენ ფილმებს და სიცოცხლის ბოლომდე დატოვებენ პოსტზე.
მოკლედ სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება, ამ თემაში აღარ შემოვალ, არ გავეცნობი არანაირ სიახლეს, გაზეთებს და ჭორებს მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო სიახლეებზე.