საქართვლოს პრეზიდენტის დავალებით ქართული სამაშველო სამსახურები მზად არიან კრასნოდარში მომხდარი სტიქიური უბედურებების ზონებში გაემგზავრონ. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ავრცელებს.
"უპირველესად, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც რუსეთში. კერძოდ კრასნოდარის მხარეში დატრიალდა და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ქართველი სამაშველო ჯგუფები უკვე სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით, მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც უკვე მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონებში. ქართული მხარე მზად არის გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება. შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო უწყებას."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ცნობისათვის: კრასნოდარში მომხდარ წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=10369&Itemid=1...................................................................................
ა... კაცი.
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!