მარტო შენ კი არა ყველას გვაწუხებს , ვინც იმ დღეს კერესელიძის ,,ბოდიალს'' მოვუსმინეთ.
ე.ი. ლექციაზე რომ კაზუსი მოიტანა ხომ გახსოვს? (თუ არ გაქვს ეგ კაზუსი მითხარი და დავწერ). ჰოდა თუ ის ცოლქმარი მიიღებდნენ გერმანიის მოქალაქეობას იმ მიზნით რომ მათ სამკვიდრო ხელშეკრულება დაედოთ (რადგან იტალიის მოქალაქეობის პირობებში ამას ვერ ახერხებდნენ, რადგან ასეთ ხელშეკრულებას იტალიის კანონმდებლობა არ ცნობს), მაშინ მათ მიუხედავად იმისა , რომ უკვე გერმანიის მოქალაქეები იყვნენ მაინც არ ექნებოდათ უფლება ეს ხელშეკრულება დაედოთ, რადგან ადგილი ქონდა ,, განზრახ ქმედებას'' ანუ მათ მოქალაქეობა მიიღეს ამ ხელშეკრულების დადების მიზნით მხოლოდ. მაგრამ ამას ჭირდება დამტკიცება ანუ მას ჯერ უნდა დაუმტკიცდეს რომ ის მოქალაქეობის მიღების დროს ამ განზრახვით მოქმედებდა. მაგრამ იმ კაზუსში ეწერა, რომ ამ ცოლქმარს გერმანიის მოქალაქეობის მიღება დიდი ხანია სურდათო.ე.ი. მაგ შემთხვევაში ,,განზრახ ქმედებას'' არ ქონია ადგილი, რადგან მათ მაგ ხელშეკრულების გარეშეც დიდი ხანია სურთ გერმანიის მოქალაქეობა.ანუ მაგ კაზუსში მათ უფლება აქვთ გააფორმონ სამკვიდრო ხელშეკრულება.
ე.ი კანონმდებელი უშვებს ნიშნის შეცვლას თუ არაა ,,განზრახი ქმედება''
რაც მეორე ლექციაზე კერესელიძემ ილაპარაკა მე როგორც გავიგე ერთმანეთისაგან განასხვავებენ კვალიფიკაციის ნიშნის შეცვლის 2 შემთხვევას: მარტივს და რთულს.
1)თუ ნიშნის შეცვლა არის მარტივი (მაგ: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა) ე.ი. კანონმდებელს ასეთი ,,განზრახვის'' შესაძლებლობა გააზრებული აქვს და პრობლემა არაა ანუ კანონის გვერდის ავლასთან არ გვაქვს საქმე თუნდაც იყოს განზრახვა.
2)თუ ნიშნის შეცვლა რთულია (მაგ: მოქალაქეობის შეცვლა), მაშინ უნდა დამტკიცდეს რომ მათთვის მოქალაქეობის მიღება მაგ:კონკრეტული ხელშეკრულების დასადებად იყო ხელსაყრელი და ე.ი.ადგილი ქონია კანონის გვერდის ავლას.
ეს რთულ და მარტივ შემთხვევებაზე ხომ გახსოვს თვითონ კერესელიძემ ილაპარაკა თანაც საკმაოდ გაუგებრად და ამიტომ თუ მარტივი შემთხვევების დროსაც აქვს ადგილი კანონის გვერდის ავლას და ე.ი. რაც ზევით მარტივზე და რთულზე დავწერე არასწორია კერესელიძის სინდისზე იყოს
მაგ საკითხზე ორი სტატია ვნახე რუსულად. საკმაოდ ვრჩელი სტატიებია და ბევრი ბოდიალიცაა , მაგრამ მაინც შედი და ნახე.
http://www.muranov.ru/pdf/Evasion_of_law_MJIL.pdfhttp://www.muranov.ru/pdf/Evasion_of_law_a..._of_problem.pdfმე მხოლოდ ნაწილი წავიკითხე მაგ სტატიების, ბოლომდე ჯერ არა მაქვს წაკითხული და არ ვიცი რამდენად სრულყოფილად წერია.
თუ რაიმე დამატებითი შეკითხვა გაქვს დაწერე და თუ მეცოდინება გიპასუხებ, ისე მეც ბევრი შეკითხვა მაქვს მაგ საკითხზე. კერესელიძეს ისიც არ უთქვამს რა შუაშია fraus legis საქართველოსთან. და თუ ამ პრინციპს საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონი იცნობს სად არის მითითებული ამის შესახებ.
მოკლედ მეც გაუგებრობაში ვარ.საერთოდ რატომ შეიტანა პროგრამაში ეგ საკითხი , მაშინ როცა თვითონაც არ იცის , ვერ მივხვდი
This post has been edited by ninno on 11 Jun 2006, 19:43