
ნარუტო, არის ამავე სახელწოდების მიმდინარე მანგის ანიმე ადაპტაცია. ცნობილი როგორც ერთ-ერთი უდიდესი ტიტანი ინდუსტრიაში და ყველა დროის ყველაზე პოპულარული ანიმე

ნარუტოს ანიმე იყოფა 2 ნაწილად
თავიდან მანგის მიხედვით დაიწყო ანიმეს გადაღება Studio Pierrot და Aniplex-ის მიერ. რომლის პრემიერაც შედგა იაპონიაში TV Tokyo-ზე 2002 წლის 3 ოქტომბერს. პირველმა ნაწილდა 220 ეპიზოდი შეადგინა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები(ასევე ცნობილი როგორც შიპუდენი), ორიგინალი სერიების გაგრძელება, რომელიც 2007 წლის 15 თებერვლიდან დღემდე გამოდის. ანიმე სერიების გარდა, Studio Pierrot-მა გამოუშვა 9 ფილმი და რამდენიმე ორიგინალური ვიდეო ანიმაცია (OVA)
სიუჟეტისერიალის მიმდინარე დროის დაწყებამდე, სოფელ კონოჰას (aka ფოთლებში დამალულ სოფელს) თავს დაესხა ყველაზე ძლიერი დემონი - ცხრაკუდა მონსტრი, რომელიც საკუთარ გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. მისი გაჩერება მხოლოდ იმ დროისათვის (და არა მხოლოდ იმ დროისათვის) უძლიერესს, მეოთხე ჰოკაგეს შეეძლო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, დემონი ახალშობილ უზუმაკი ნარუტოში ჩაბეჭდა. ისტორია კი სწორედ ამ მომენტიდან 12 წლის შემდეგ იწყება, როდესაც ნარუტო შინობის (ნინძების) აკადემიას ამთავრებს.
მშობლების გარეშე დარჩენილი ნარუტო, მთელი ცხოვრების განმავლობაში საშინელი მარტოობისა და დიკრიმინაციის მსხვრეპლია, რომელიც მასში არსებული უდიდესი დემონის შიშით არის გამოწვეული.
სიუჟეტი მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ იმკვიდრებს თავს ნარუტო ნაცნობებში, თავის სოფელსა და სამყაროში.
სამყარონარუტოს ძალიან დიდი სამყარო აქვს, სადაც დაახლოებით 20-მდე ქვეყანა არის, გასათვალისწინებელია რომ არა ყველას, მაგრამ უმეტეს ქვეყნებს აქვთ საკუთარი "დამალული სოფლები" (ეს იდეა ჩამოყალალიბეს უჩია მადარამ და ჰაშირამა სენჯუმ, რომელიც მოგვიანებით პირველი ჰოკაგეს ტიტულს იღებს) რომლებიც მოიაზრებენ სამხედრო ორგანიზაციებს სადაც ქვეყნის და კერძო დამკვეთების დავალებებს ასრულებენ შინობები (ნინძები)! ამ ქვეყნებს შორის, არის 5 უდიდესი, თავისი უძლიერესი სოფლებით,სწორედ მათი მეთაურები ატარებენ ე.წ კაგეს (თარგმანში ჩრდილის) ტიტულს და 5 კაგე (გოკაგე) პრინციპში მართავენ მთელ შინობის სამყაროს:
ცეცხლის ქვეყანა - ფოთლებში დამალული სოფელი - ჰოკაგე
ქარის ქვეყანა - ქვიშაში დამალული სოფელი - კაზეკაგე
წყლის ქვეყანა - ნისლში დამალული სოფელი - მიზუკაგე
ელვის ქვეყანა - ღრუბლებში დამალული სოფელი - რაიკაგე
მიწის ქვეყანა - ქვებში დამალული სოფელი - ცუშიკაგე
ამავდროულად ქვყნის მმართველები ე.წ "დამიოები" არიან, რომლებიც პრინციპში ჩვენი გაგებით ტიპიური ფეოდალები არიან, რომლებიც მართავენ ქვეყნის არა-სამხედრო ნაწილს და ჩვენი ცნობების მიხედვით ატარებენ იგივე ძალაუფლებას როგორსაც კაგეები.
შინობები აკადემიის შემდეგ იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:
გენინი (ახალდამთავრებული) - იღებს მხოლოდ D, იშვიათად C რანგის მისიებს
ჩუნინი (საშუალო დონის შინობი) - იღებს ხშირად C და იშვიათად B ან A რანგსაც კი
ჯოუნინი (ელიტა) - იღებენ A ან S რანგის მისიებს, რომლებსაც მათ გარდა ვერავინ ასრულებს
კაგე - სოფლის მმართველი (როგორც ზემოთ ავხსენი), იშვიათად იყენებს საკუთარ ძალას პირადად, თითქმის არასოდეს არულებს მისიებს, მარა თუ გამოიყენა, მერე ო

ამ ჯგუფების გარდა, თითქმის ყველა სოფელში არსებობს დაჯგუფება სახელად "ანბუ", რომელიც მოიაზრებს ერთგვარ უძლიერესი ჯოუნინებისგან დაკომპლექტებულ სპეცრაზმს, რომელთა უმაღლესი პრიორიტეტი, საკუთარი სოფლების უსაფრთხოების შენარჩუნებაა (ცნობისათვის, ნარუტოს ჯგუფის ლიდერი, ლეგენდარული ჯოუნინი ჰატაკე კაკაში, ყოფილი ანბუს წევრია და როგორც ამბობენ ის ლიდერიც კი იყო). ამის გარდა "დამალულ ფოთოლში" (კონოჰაში) სადაც ნარუტო ცხოვრობს, არის მეორე ასეთი სახის ორგანიზაცია სახელად "ფესვი" (Root) რომელიც სოფლის საქმეებს არაოფიციალურ დონეზე აგვარებს, კლავს მათ ვინც მოსაკლავია რომ შეინარჩუნონ სტაბილურობა და.ა.შ
სამყაროში ბევრი პოლიტიკური ნიუანსია რომელსაც ყურებისას გაიგებთ (ან იცით) მაგრამ ერთი გაითვალისწინეთ - მომენტში როდესაც ისტორია იწყება (პოსტ მესამე შინობის ომის პერიოდი), მშვიდობაზე შეთანხმება, როგორც აღნიშავენ, მხოლოდ ფარატინა ქაღალდია და მისი ძალა არც თუ ისე დიდია რომ ვინმემ არ დაარღვიოს!
ძირითადი პერსონაჟები: (ბევრი აკლია ვიცი, მარა ძალიან ბევრი არიან

)
ნარუტოგაარასასკესაკურაკაკაშიჯირაიაოროჩიმარუმინატოცუნადეშიკამარუიტაჩინაგატოდეიდარაკისამეჰირუზენიასუმაჰინატანეჯიეს დრამატული ისტორია - მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა (დიდი მადლობა რუსთავი 2-ის უმაგრეს გახმოვანებასა და ცენზურას, ასევე დისნეის ცენზურას - რომელიც გათვლილია იმაზე რომ 16+ შოუ 8+ად აქციოს) არ არის საბავშვო ზღაპარი, რომელიც პრიმიტიულ ფსიქოლოგიაზეა აგებული - არამედ, პრინციპში საპირისპიროა!
(შეიძლება ითქვას რომ პირველი 15 სერია სუსტია, მაგრამ ამის შემდეგ თვითონ ნახავთ)
გადმოსაწერი ბმულები:რუსულად დუბლირებული:
ნარუტო -
ბმულინარუტო ქარიშხლის ქრონიკები -
ბმულიინგლისურად სუბტიტრებით (დუბლიაჟს სჯობს)
ნარუტო -
ბმულინარუტო ქარიშხლის ქრონიკები -
ბმულიასევე სერიალში არის ბევრი "ფილერი" - ვინაიდან მანგაც და ანიმეც მიმდინარეა, ხოლო ანიმეს 1 ეპიზოდი, დაახლოებით 2 მანგას უდრის, ჩნდება საჭიროება ანიმეში "მოგონილი" ეპიზოდების ჩამატებისა, იმისათვის რომ მანგას არ დაეწიოს, ამ ეპიზოდებს ისტორიასთან კავშირი არ აქვთ, შესაბამისად შეგიძლიათ ისინი უბრალოდ გამოტოვოთ, ეს არის სია:
ნარუტოეპიზოდი 26
ეპიზოდი 97
ეპიზოდები 101-106
ეპიზოდები 137-140
ეპიზოდები 143-219
ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები (შიპუდენი) ეპიზოდები 057-070
ეპიზოდები 091-112
ეპიზოდები 144-151
ეპიზოდები 170-171
ეპიზოდები 257-260
ეპიზოდები 176-196
ეპიზოდები 223-242
ეპიზოდები 257-260
მანგის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ საიტებზე:MangaReader (მთლიანად დევს)MangaStream (მხოლოდ უახლესი თავები, ისინიც 2 დღით დევს, მაგრამ საუკეთესო თარგმანია)ყველანაირი სახის ინფორმაცია ნარუტოს შესახებ -
Narutopediaწინა თემების ბმულები:"Naruto" რუსთავი 2 - ზეNaruto / ნარუტო ナルト - ნაწილი IIნარუტო/Narutoნარუტონარუტო / Narutoნარუტო (NARUTO - ナルト) - Vol.6საუკეთესო ციტატები (შემომაქ ეს რუბრიკა

)
“A person blinded by love only sees the path right in front of them. But he that sees what love can become chooses his own path.”
"I am a relic they want to get rid of, so why do I exist and live? In order to exist you need a purpose, to exist for no reason is the same as being dead… I would love only myself and fight for only myself. If all other people exist to magnify that love, then there is no more a splendid universe than this one…"
"Just shut up for once! What the hell do you know about it?! It's not like you ever had a family in the first place! You were on your own right from the beginning, what makes you think you know anything about it?! Huh?! I'm suffering now because I had those ties, how on earth could you possibly understand, what it feels like to lose all that?!"
"I want to obtain all the techniques and gain a true understanding of everything in this world. The first one to mix blue and yellow called the new colour "green". I want to do something similar to that. If blue is the chakra, then yellow is the seal, and green is the technique… Just as there is no end to the variety of colours, there are so many thousands… tens of thousands of techniques in the world as well. But in order to obtain every possible technique and truth, it would require an eternity. Only one who understands everything after spending such time on this can be fittingly called the Ultimate Being."
"To me Konoha isn't just an organisation. Every year there are a lot of ninja born and raised in Konoha… They live, fight to protect this village and what is precious they would go to their death. Even if we are not related by blood, those of the village like these are, to me, my most precious, most important… family!
Even if you were to kill me, the pillar would not crumble. I'm the man who inherited the will of Konoha, the will of the First and Second. I am the Third Hokage!!! No matter how much you target Konoha, there'll be a new Hokage who'll inherit my will… and become the pillar, roof and walls of Konoha!"
"We make the greatest sacrifices for the ones we love"
და.ა.შ და.ა.შ და.ა.შ
ტრეილერი: (ტრილიონი სპოილერია, ამიტო ვინც უკვე უყურებთ არ გირჩევთ)
This post has been edited by TranceMaker on 5 Jul 2012, 11:35
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...