დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის ფინალი მატჩი "რუსთავი ორზე" და "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება ნაჩვენები.
გუნდები საპრიზო თანხებს ასე გადაინაწილებენ:
Losing Finalist: €5,600,000
Winning the Final: €9,000,000
უეფას ჩემპიონთა ლიგის რიგით 57-ე გათამაშება დღეს, მიუნხენში გასამართი ფინალური დაპირისპირების შემდეგ დასრულდება. გადამწყვეტ მატჩში, ერთმანეთის პირისპირ მასპინძელი “ბაიერნი” და ჩემპიონთა თასის პირველად მოგების მოსურნე “ჩელსი” წარსდგებიან.
ფინალის მონაწილე ორივე გუნდს განსაკუთრებული მოტივაცია აქვს. ამ ტურნირზე საკმაოდ იშვიათად ხდება, როდესაც გუნდს ფინალური მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება უწევს. შესაძლოა, “ბაიერნს” ასეთი შანსი მეტჯერ აღარც მიეცეს და ბუნებრივია, იუპ ჰაინკესის შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, ჩემპიონთა თასი მეხუთედ მოიპოვონ. რაც შეეხება “ჩელსის” – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლონდონელებს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ევროტურნირი აქამდე არასდროს მოუგიათ. გარდა ამისა, პრემიერლიგაში, “არისტოკრატები” ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდნენ და მომდევნო სეზონში, რობერტო დი მატეოს გუნდის ამ ტურნირზე თამაში დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული. თუ “ჩელსიმ” ვერ მოიგო, ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის მიღმა 2002 წლის შემდეგ პირველად დარჩებიან.
ურთიერთშეხვედრები გუნდები აქამდე ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან. 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “ჩელსიმ” შინ 4:2 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები ჯო კოულმა, ლემპარდმა (2) და დროგბამ გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან შვაინშტაიგერმა და ბალაკმა იხეირეს. განმეორებით მატჩში, “ბაიერნმა” 3:2 იმარჯვა. “არისტოკრატების” კარი პისარომ, გუერერომ და შოლმა აიღეს. ლონდონელთაგან თავი კვლავ ლემპარდმა და დროგბამ გამოიჩინეს. ნახევარფინალში “ჩელსი” გავიდა.
7 წლის წინათ გამართული შეხვედრებში მონაწილე ფეხბურთელთაგან, დღეს, “ჩელსის” შემადგენლობაში ჩეხი, ტერი, ლემპარდი და დროგბა, ხოლო “ბაიერნში” მხოლოდ შვაინშტაიგერი თამაშობენ.
“ბაიერნს” ინგლისურ გუნდებთან სულ 35-ჯერ უთამაშია. მიუნხენელებმა 13 თამაში მოიგეს, 12 ფრედ ითამაშეს და 10 წააგეს. ფინალში, მიუნხენელები ინგლისელებს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და “რეკორდმაისტერმა” მხოლოდ ერთხელ მოიგო. საკუთარ კედლებში, “ბაიერნმა” ინგლისის წარმომადგენლებს 16-ჯერ უმასპინძლა. გერმანელთა ანგარიშზე 10 მოგება, 5 ფრე და 1 მარცხია.
გერმანიის წარმომადგენლებთან ჩატარებული 13 შეხვედრიდან, “ჩელსიმ” 7 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 4 წააგო. ფინალში, ლონდონელები გერმანელებს ერთხელ დაუპირისპირდნენ და ის მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა. გასვლაზე, “არისტოკრატებმა” თითოჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 4-ჯერ წააგეს.
გზა ფინალამდე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რთული ბრძოლების გადატანა ორივე გუნდს მოუხდა.
“ბაიერნმა” ასპარეზობა ფლეი ოფის ეტაპზე დაიწყო, სადაც მიუნხენელებმა “ციურიხი” 2:0 და 1:0 დაამარცხეს. “რეკორდმაისტერი” “სიკვდილის ჯგუფად” შერაცხულ ოთხეულში მოხვდა, სადაც გერმანელების გარდა, “ნაპოლი”, “მანჩესტერ სიტი” და “ვილიარეალი” თამაშობდნენ. მიუხედავად ძლიერი მეტოქეებისა, “ბაიერნმა” ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარა. 1/8-ფინალში, იუპ ჰაინკესის შეგირდებმა “ბაზელთან” პირველი თამაში 0:1 წააგეს, მაგრამ მიუნხენში, მასპინძლებმა 7:0 იმარჯვეს. 1/4-ფინალში, “ბაიერნმა” “ლიონს” ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით, საერთო ჯამში 4:0 მოუგო. მიუნხენელებს ყველაზე ძლიერი მეტოქე 1/2-ფინალში ელოდათ. გერმანიაში, მასპინძლებმა “რეალი” 2:1 დაამარცხეს. ესპანეთში, იმავე ანგარიშით უკვე მადრიდელებმა იმარჯვეს, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში, მანუელ ნოიერმა გაიბრწყინა, რომელიც გუნდს ფინალისკენ გაუძღვა.
“ჩელსი” გათამაშებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთო, სადაც ლონდონელებმა “ლევერკუზენს”, “ვალენსიასა” და “გენკს” სძლიეს. 1/8-ფინალში, “არისტოკრატები” ნეაპოლში 1:3 დამარცხდნენ, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში, უკვე მწვრთნელშეცვლილმა “ჩელსიმ”, დამატებითი დროის დახმარებით, “ნაპოლი” 4:1 გაანადგურა. შემდეგ ეტაპზე, “არისტოკრატებმა” “ბენფიკა” გასვლაზე 1:0, ხოლო შინ 2:1 დაამარცხეს. “ბაიერნის” მსგავსად, “ჩელსისაც”, ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე 1/2-ფინალში ჰყავდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, კატალონიის “ბარსელონა” ლონდონელებმა ინგლისში 1:0 დაამარცხეს, ხოლო ესპანეთში, გუნდებმა 2:2 ითამაშეს.
ფინალები “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში სულ 8-ჯერ უთამაშია. მიუნხელებმა 4-ჯერ მოიგეს და ამდენჯერვე წააგეს. 1974 წელს, “რეკორდმაისტერმა” მადრიდის “ატლეტიკო” გადათამაშებაში 4:0 გაანადგურა. მომდევნო წელს, “ბაიერნმა” “ლიდსი” დაამარცხა, ანგარიშით 2:0. კიდევ ერთი წლის შემდეგ, მიუნხენელებთან “სენტ ეტიენმა” წააგო. შეხვედრა 1:0 დასრულდა. 1982 წელს, “ბაიერნმ” ფინალში პირველად წააგო – მიუნხენელები “ასტონ ვილამ” დაამარცხა, ანგარიშით 1:0. 5 წლის შემდეგ, იგივე “პორტუმ” გააკეთა, რომელმაც 2:1 იმარჯვა. 1999 წელს, ტურნირის ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატულ მატჩში, იმავე ანგარიშით “ბაიერნს” უკვე “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოუგო. 2 წლის შემდეგ, მიუნხენელები “ვალენსიას” 1:1 დაუზავდნენ, ხოლო თერთმეტმეტრიანებში “რეკორდმაისტერმა” 5:4 იმარჯვა. 2010 წელს, “ბაიერნმა” ლიგის ფინალში ჯერჯერობით უკანასკნელად ითამაშადა “ინტერთან” 0:2 წააგო.
“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის ფინალში აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. 2008 წელს, ლონდონელები “მანჩესტერ იუნაიტედს” 1:1 დაუზავდნენ, ხოლო თერთმეტმეტრიანებში, “წითელმა ეშმაკებმა” 6:5 იმარჯვეს.
ევროტურნირების ფინალში, “ჩელსი” გერმანიის წარმომადგენლებს ერთადერთხელ დაუპირისპირდა. 1998 წელს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ლონდონელებმა “შტუგარტი” დაამარცხეს. იმ მატჩში, რობერტო დი მატეომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო მისი ამჟამინდელი ასისტენტი ედი ნიუტონი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე, ინგლისურ-გერმანული ფინალი 9-ჯერ გაიმართა. გერმანელებმა მხოლოდ 2-ჯერ მოიგეს.
სტადიონი “ბაიერნი” გახდება მე-4 გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალს საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს. პირველად, ასეთი რამ 1957 წელს მოხდა, როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “რეალმა” “ფიორენტინას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 1965 წელს, “სან სიროზე”, “ინტერმა” “ბენფიკას” 1:0 სძლია. 1984 წელს, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოხდა, რომ გუნდმა ფინალი საკუთარ კედლებში წააგო. იტალიაში, “რომასა” და “ლივერპულს” შორის გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში ინგლისელებმა 4:2 იმარჯვეს.
მსაჯი შეხვედრას 41 წლის პედრო პროენსა განსჯის. პორტუგალიელი მსაჯი, თავისი ქვეყნის ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობას 1998 წლიდან ღებულობს. FIFA-ს არიტრი იგი 2003 წლიდანაა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, პროენსამ UEFA-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მსაჯობის უფლებაც მოიპოვა.
2004 წელს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, პროენსამ სამ შეხვედრაში იმსაჯა, მათ შორის ფინალშიც. იმავე წლის დეკემბერში, პორტუგალიელს ევროპულ საკლუბო ტურნირზეც ჰქონდა დებიუტი – მან უეფას თასზე, ათენის აეკ-სა და “გორიკას” შორის გამართული მატჩი განსაჯა. 2005 წელს, პროენსამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მსაჯობა დაიწყო, ხოლო 2007 წელს, პსვ-სა და მოსკოვის ცსკა-ს შორის გამართულ შეხვედრაში, მას ლიგის ფინალურ ეტაპზე ჰქონდა დებიუტი. სულ, UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე, პროენსამ 67-ჯერ იმსაჯა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 15-ჯერ.
კარიერიაში, პროენსას ფინალი 5-ჯერ განუსჯია. 2004 წელს, მან ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იმსაჯა, 2007 და 2010 წლებში – პორტუგალიის თასის ფინალში, ხოლო 2003 და 2006 წლებში – ქვეყნის სუპერთასზე.
“ბაიერნისთვის” პროენსა ძალიან უიღბლო არბიტრია. მიუნხენელებმა პორტუგალიელის მონაწილეობით გამართული ორივე თამაში საკუთარ მოედანზე წააგეს. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ბაიერნი” “ბორდოსთან” 0:2 დამარცხდა. 2011 წელს, იმავე ტურნირის 1/8-ფინალში, მიუნხენელები “ალიანც არენაზე” “ინტერმა” დაამარცხა, ანგარიშით 3:2. “ჩელსის” მატჩში პროენსას აქამდე არასდროს უმსაჯია.
პროენსას მიერ განსჯილი გერმანულ-ინგლისური 2 დაპირისპირებიდან ერთი ინგლისელებმა მოიგეს, ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა.
გერმანული გუნდების მატჩში, პორტუგალიელს სულ 13-ჯერ უმსაჯია. გერმანელებმა 5-ჯერ მოიგეს, ხოლო ოთხ-ოთხჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს.
ინგლისელებმა, პროენსას მიერ განსჯილი 8 თამაშიდან ხუთში იმარჯვეს და სამში ფრედ ითამაშეს.
დანაკლისი შეხვედრას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება, რისი მიზეზით დისკვალიფიკაციებია. ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო, მატჩს დავიდ ალაბა, ლუიზ გუსტავო, ჰოლგერ ბადშტრუბერი, რამირესი, რაულ მეირელეში და ბრანისლავ ივანოვიჩი დააკლდებიან. ნახევარფინალში წითელი ბარათი მიიღო ლონდონელთა კაპიტანმა ჯონ ტერიმ, რომელიც დღეს ასევე ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, ფინალს დანიელ ვან ბუიტენიც გამოტოვებს – “ბაიერნის” უკანახაზელს ტრავმა აქვს.
საინტერესო ფაქტები • დღეს მოგების შემთხვევაში, “ბაიერნი” ჩემპიონთა თასს მეხუთედ დაეუფლება და ამ მაჩვენებლით, მიუნხენელები “ლივერპულს” გაუტოლდებიან. ხუთზე მეტჯერ, თასი მხოლოდ “რეალსა” და “მილანს” აქვთ მოგებული;
• ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე, თერთმეტმეტრიანების სერიაში, “ბაიერნს” მონაწილეობა 4-ჯერ მიუღია და მიუნხენელებმა ოთხივეჯერ მოიგეს. ამის საპირისპირო შედეგი აქვს “ჩელსის” – ორიდან 2 წაგება;
• იუპ ჰაინკესს შანსი აქვს გახდეს მე-4 მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის/თასის მოგება ორ გუნდთან ერთად მოახერხა. აქამდე, ეს შედეგი ერნსტ ჰაპელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა და ჟოზე მოურინიომ აჩვენეს;
• ამჟამად “ბაიერნის” ერთ_ერთ ლიდერად მოვლენილი არიენ რობენი, 2004-07 წლებში, “ჩელსიში” თამაშობდა. ლონდონელთა შემადგენლობაში, ჰოლანდიელმა 67-ჯერ ითამაშა და 15 გოლი გაიტანა;
• ჯერომ ბოატენგი “ბაიერნის” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა. ლონდონელთა მხრიდან, ასეთი პეტერე ჩეხია;
• მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნის” ფეხბურთელებმა თამაშის წესები 195-ჯერ დაარღვიეს და 28 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
• მიმდინარე გათამაშებაში, მარიო გომესმა 12 გოლი გაიტანა. ლიონელ მესისა და ჟოზე ალტაფინის რეკორდამდე, გერმანელ თავდამსხმელს 2 ბურთი აშორებს. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო ჩვიდმეტ თამაშში, გომესმა 20 გოლი გაიტანა;
• მიუნხენელები უფრო სახიფათონი პირველ ტაიმში არიან. 25 გოლიდან, “ბაიერნმა” 17 შესვენებამდე გაიტანა. აქედან 6 ბურთი 31-დან 45-ე წუთამდე დროის მონაკვეთზე მოდის;
• “ჩელსის” მიერ გატანილი 24 გოლიდან პირველ ტაიმზე 12 მოდის. ლონდონელები განსაკუთრებით აქტიურად 16-დან 30-ე წუთამდე უტევენ – დროის ამ მონაკვეთში, “არისტოკრატებმა” 6-ჯერ გაიტანეს. “ბაიერნი” მეტოქე დამატებულ წუთებზე უნდა უფრთხოდეს – მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, “ჩელსის” ფეხბურთელებმა 5 ბურთი გაიტანეს;
• ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 თამაშიდან, “ჩელსიმ” გოლი ყველაში გაიტანა;
• მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 12 შეხვედრიდან, “ჩელსიმ” ანგარიშის გახსნა პირველ თერთმეტ მატჩში მოახერხა;
• ევროტურნირებზე, ინგლისური გუნდების მიერ ჩატარებული ბოლო 8 ფინალიდან, ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებმა მხოლოდ 1 მოიგეს. 2008 წელს, “მანჩესტერმა” ასევე ინგლისური “ჩელსი” დაამარცხა;
• ჩემპიონთა ლიგაზე, “ჩელსის” მიერ გატანილი ბოლო 7 გოლის ავტორი 7 სხვადასხვა ფეხბურთელია;
• ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 14 თამაშიდან “ბაიერნმა” 13 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა;
• ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, მიუნხენელებს 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ;
• ყველა ტურნირზე, “ჩელსიმ” ბოლო 5 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო;
• ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლაზე ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან, “ჩელსიმ” მხოლოდ 1 მოიგო;
• ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ გათამაშებაში, ჩემპიონი ან “ბარსელონა” ხდება, ან ის გუნდი, რომელმაც კატალონიელები ნახევარფინალში შეაჩერა. ამ ტრადიციის გაგრძელების შანსი “ჩელსის” აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ტიმოშჩუკი, კონტენტო, კროოსი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი, გომესი.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი, ბოსინგვა, ლუისი, კეჰილი, კოული, ესიენი, მიკელი, ლემპარდი, მატა, დროგბა, კალუ.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
ესეც პრომო
წყარო This post has been edited by Heinz Doofenshmirtz on 19 May 2012, 07:43
კარგად თუ დააკვირდები პირველ ვიდეოში კომენტატორი ამბობს ტვლიპოზი ტუტი კოზასე პაპარაპუპი. (c) gege84 თალია რა არის ? (c) ათუკა Deutschland - გალში 28 წლის გოგო მოუკლიათ დავიდ ვილია - მოუკლავთ