გამარჯობათ nVIDIA-ამ გამოუშვა ახალი გრაფიკული კარტა.

NVIDIA ოფიციალურად წარმოადგინა თავისი „ორთავიანი“ ფლაგმანი GeForce GTX 690. ანონსი შედგა სპეციალურ ღონისძიებაზე GeForce LAN / NVIDIA Gaming Festival შანხაიში.
წარმოდგენილი ვიდეოკარტა აგებულია ორ 28 ნანომეტრიულ წამყვანი Kepler არქიტექტურის GK104 ჩიპებზე. დამაჩქარებელს აქვს 3072 CUDA ბირთვი, აღჭურვილია 10-ფაზიანი კვების ქვესისტემით და 512 ბიტიანი ინტერფეისის 4 გიგაბაიტი GDDR5 მეხსიერებით.
ვიდეოკარტას გადახურებისაგან იცავს ორიგინალური კონსტრუქციის ორსლოტიანი აქტიური ტიპის ქულერი. კორპუსის გვერდზე ლაზერით ამოჭრილია წარწერა «GEFORCE GTX», რომელსაც აქვს მწვანე დიოდური განათება.
სიახლე ხასიათდება ენერგიის მაქსიმარული მოხმარებით და შეადგენს 300 ვტ. გრაფიკული ბირთვის საბაზისო სიხშირე არის 915 მგჰ, მაგრამ ცნობილი ფუნქციის NVIDIA GPU Boost მეშვეობით ეს მაჩვენებელი ავტომატურად გაიზრდება 1019 მგჰ_მდე. მეხსიერების მიკროსქემები კი „შრომობენ“ 6000 მგჰ სიხშირეზე.
გრაფიკული ადაპტერი თავსებადია DirectX 11, იყენებს გამოსახულების გაუმჯებესების ტექნოლოგიებს NVIDIA FXAA და NVIDIA TXAA. Adaptive Vsync მეშვებობით თამაშები უფრო სტაბილურად იმუშავებენ. GTX 690 ასევე მეგობრობს NVIDIA 3D Vision, NVIDIA 3D Vision Surround, NVIDIA CUDA, NVIDIA PhysX და NVIDIA SLI ტექნოლოგიებთან.
რაც შეეხება კომუნიკაციურ შესაძლებლობებს, უკანა პანელზე გამოყოფილია სამი DL-DVI პორტი და ერთიMini DisplayPort 1.2.
GeForce GTX 690 გაყიდვები დაიწყება 3 მაისიდან, რეკომენდირებულ საცალო ფასად $999 (ფასი აქტუალურია აშშ ბაზრისათვის). 7 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება NVIDIA ისეთი პარტნიორების ვერსიები, როგორიცაა ASUSTeK Computer, EVGA, Gainward, GALAXY Microsystems Ltd., GIGABYTE Technology, InnoVISION Multimedia Limited (Inno3D), Micro-Star International (MSI), Palit Microsystems და ZOTAC.