1992-იანი ვარ. ვარდების რევოლუციის შემდეგ რაც მოხდა ყველაფერი ვიცი, (ძალაუფლების გადანაწილება და მარტო მიშა+კმარელების დარჩენა ასპარეზზე), მაგრამ მაინტერესებს იქამდე როგორ მივიდა საქმე? შევარდნაძეს შეცდომებს არ ვგულისხმობ. აი ჩამოვიდა მიშა 1995 წელს ხო? შეძვრა ჟვანიას სასტავში და დაწინაურდა. ნუ, ესეც გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს შემდეგი:
1) იმდენი ფული სად იშოვა რომ ერთ-ერთი უძლიერესი პარტია შეექმნა?
2) იმხელა ავტორიტეტი სად მოიპოვა რომ ნახევარი პარლამენტი თავისთან გადაიყვანა და ისინიც თავჩაღუნულები მიჰყვებოდნენ ყველაფერში? ამას მარტო ქარიზმატულობა და დასავლური ყაიდა არ შველის.
3)ასევე ძალიან მაინტერესებს რა კონტაქტები ჰქონდა რუსთავი2-თან, რომ მიშას პიარი მიდიოდა 24 საათიან რეჟიმში? ვისი იყო საერთოდ მაგ დროს ეს ტელეარხი?
4) რატომ არ აგორდა თბილისში სერიოზული ჭორები მიშაზე, ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე გამოსირებული ბავშვი იყო 51 სკოლაში?(დამეთანხმებით თბილისისხელა ქალაქში ამას დიდი მნიDვნელობა აქვს). მითუმეტეს საკვირველია როგორ მოიგო თვითმმართვლობის არჩევნებში ვაკის უბანი ოპოზიციაში მყოფმა. რატომ არ გაუყალბა შევარდნაძემ თუკი სხვაგან აყალბებდა?
5) საიდან დაუკავშირდა მიშა კმარასა და თავისუფლების ინსტიტუტს, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს რევოლუციაში?
6) ვაბშე ვისი ფულით და რა მიზნით შეიქმნა ეს ორგანიზაციები? ნუ, ფული ვიცით, მიზანი? რას დაეთრეოდა ბოკერია აქეთ-იქით კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გასაზიარებლად? "კმარა" ხომ სერბული ორგანიზაციის ანალოგია. გაცხადებული მიზანი რა იყო მათი და როგორ შექმნეს ამხელა ორგანიზაცია?
7)როგორ მოახერხა სულ 50 000 კაცით რევოლუციის მოწყობა და ისეთი ატმოსფეროს შექმნა, ვითომ მთელი ერი მს მიჰყვება? დღეს 200 000 კაცი გამოდის და მაინც არ არის ეგ ატმოსფერო შექმნილი. ერთი მიზეზი რუსთავი2 გასაგებია, კიდევ?
8) რატომ არ გამოიძიეს სანაიას მკვლელობა და რატომ ზის ისევ ის გრიცკო ციხეში? ან თუ მართლა მან მოკლა რატომ არ გადახედეს მაინც? ეს საქმე ხომ შევარდნაძის გირგვლიანი და პრაქტიკულად უფრო მეტი იყო.
9) რანაირად მიიღო 97% მიშამ? იმ დროს იყვნენ პოლიტიკაში ძირითადად იყვნენ სმკ, აღორძინება. ნაციონალები, ბურჯანაძე-დემოკრატები, ჟვანიას პარტია, ახლები, ლეიბორისტები, რესპები. თითოეულ ამ პარტიას შეეძლო 5% დ მეტი აეღო. კაი, რევოლუციას მხარი დაუჭირეს რესპებმა, ბურჯანაძემ, ჟვანიამ, ახლებიდან მხოლოდ გაჩეჩილაძემ. ლეიბებმა არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ სად წავიდა აღორძინების ხმები? 97% მაინც ბევრია. საერთოდ შეუძლებელია დემორატიულად ჩატარებულ არჩევნებში ამხელა ციფრი.
10) რას ლაპარაკობს მართალს და რას ტყუილს ლევან მამალაძე ამ გამოსვლაში?(კაი დალაგებული საუბარი კი სცოდნია)
http://www.youtube.com/watch?v=emm2tog6Ylw (ბოდიში ვიდეოს დადება ვერ დავამუღამე).
აბა უფროსო თაობავ, გისმენთ. აგვიხსენით 1990 წელს აქეთ დაბადებულებს ვინ არის ეს კაცი და რატომა ჩვენი პრეზიდენტი? თანაც განსაკუთრებული უფლებებით.