მოგესალმებით ბელგიური ფეხბურთის ფან-კლუბში,
ვიცი რომ ამ თემის "გაქაჩვა" მომიწევს, მაგრამ იმის იმედი მაქვს რომ ამას თქვენი დახმარებით შევძლებ.
სამწუხაროდ ბოლო წლების მანძილზე ბელგიური ფეხბურთი არც ისე კარგ დონეზეა ევროპაში. ეროვნული ნაკრები (Red Devils) ვერ გავიდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე; კლუბები ევროასპარესზეც ვერ აჩვენებენ კარგ თამაშს.
ბელგიელთა ნახვა დაინტერესებულ პირევს ბაქოში ან ერევანში შეეძლებათ, ისინი ხომ პორტუგალიასთან, პოლონეთთან, სერბიასთან, ფინეთთან. სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად A ჯგუფში მოხვდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში.
ლიგას რაც შეეხება, ამჯამად იქ ასეთი მდგომარეობაა: ბრიუგე და სტანდარტი 1-2 ადგილებს ინაწილებენ, ანდერლეხტი კი მესამეზეა. ცულტე-ვარეგემი, ყველასათვის მოულოდნელად, იქვე ახლოსაა, გენტთან ერთად.
აბა თქვენი იმედი მაქვს!
P.S. ისე მე ლიერსის ფანი ვარ, სამწუხაროდ წელს ვერ გამოდიან კარგად.
მიმაგრებული სურათი