#38534516 · 28 Oct 2013, 12:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისტორიაში მიღებულია პერიოდიზაცია. ეს ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რომელიც ისტორიკოსთა შორის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ამ დისკუსიით ცხადი ხდება რომ ისტორია "დაუსრულებელი პოლემიკაა". ისტორიის პირველი პერიოდიზაციის ნიშნები ანტიკურ ხანაში ჩნდება, ეს იყო ისტორიის დაყოფის პირველი გულუბრყვილო მცდელობები. ანტიკურ ხანაში საუბრობდნენ ოთხი ეპოქის შესახებ. ოქროს საუკუნე, ვერცხლის საუკუნე, ბრინჯაოს საუკუნე, რკინის საუკუნე, ამის შემდეგ ანტიკური სამყაროს რწმენით სამყაროს დასასრული იყო.
პერიოდიზაცია ოთხ დიდ მონარქიად --- ქრისტეს შობიდან II საუკუნეში ცნობილმა ბერძენმა მეცნიერმა კლავდიუს პტოლემაიოსმა საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოს ისტორიის დაყოფას (პერიოდიზაციას) ოთხ დიდ მონარქიად. ამ მოდელის თანახმად კაცობრიობამ განვითარების ოთხი პერიოდი განვლო: ასურეთ-ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, ბერძულ-მაკედონური და რომის. ოთხ დიდ მონარქიად დაყოფას საფუძვლად ედო ბიბლია. პირველი სამი მონარქია ემთხვევა "ძველ აღთქმას", მეოთხე რომის იმპერია ემთხვევა "ახალ აღთქმას".
V საუკუნიდან მსოფლიოს ისტორიის ოთხ დიდი მონაქიად პერიოდიზაციაში ახალი იდეები წამოაყენა, ჰიპონის ეპისკოპოსმა ნეტარმა ავგუსტინემ. რაც იმით გამოიხატა, რომ მან ოხი მონარქიის მიხედვით პერიოდიზაცია კარგად მოარგო ქრისტიანულ-თეოლოგიურ მსოფლმხედველობას, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი სიცოცხლისუნარიანობა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ ეს პერიოდიზაცია შუა საუკუნეებში გაბატონებულ ადგილს იკავებდა.
ამ სქემის მომხრეებითვის ხელი არ შეუშლია იმ გარემოებას, რომ V საუკუნეში დასავლეთ რომის იმპერია დაეცა. მათ მშვენეიერი გამოსავალი ნახეს და ირწმუნებოდნენ რომ რომის იმპერია არ გამქრალა და განაგრძობს არსებობას. ასე ჩაეყარა საფუძველი რომის იმპერიის ტრანსლაციის იდეას, რომელიც უაღრესად პოპულარული იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. დასავლეთ ევროპაში რომის მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებდა - ჯერ ფრანკების, ხოლო შემდეგ გერმანული ერის საზღვთო რომის იმპერია და სასულიერო ხელისუფლება - რომის პაპი. ამ ორ ძალას შორის შუა საუკუნეებში უმწვავესი დაპირისპირება არსებობდა. იმპერატორი თვლიდა რომ ის იყო მათ თანადროულ პერიოდში რომის იმპერიის მემკვიდრე და უარყოფდა მოწინააღმდეგის პრეტენზიებს. რომის პაპი პირიქით ირწმუნებოდა, რომ სწორედ ის იყო რომის იმპერიის ჭეშმარიტი მემკვიდრე და იმპერატორს ამ მემკვიდრეეობათან არაფერი ესაქმებოდა.
შუა საუკუნეებში ქრისტიანულ სამყაროში, მსოფლიოს ისტორიის ოთხ დიდ მონარქიად დაყოფა მიღებული და აღიარებული იყო. ამ პერიოდიზაციის წინააღმდეგ გამოსვლა მწვალებლობად და არსებული ქრისტიანულ-თეოლოგიური სისტემის წინააღმდეგ ამხედრებას ნიშნავდა. ვინც ამ დოგმებს დაუპირისპირდებოდა ერეტიკოსად ცხადდებოდა.
XV - XVI საუკუნეებში აღორძინების ეპოქაში მსოფლიოს ისტორიის ოთხ მონარქიად დაყოფას სერიოზული ოპონენტები გაუჩნდნენ . მათ ადრინდელ მემკვიდრეებს რომაული კულტურისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დასდეს ბრალი და ჭეშმარიტ მემკვიდრეობად ის გამოაცხადეს, ვინც რომაულ და საერთოდ ანტიკური ცივვილიზაციის აღორძინებისკენ მიილტვოდნენ.
სამწევროვანი დაყოფა
აღორძინების ეპოქის მსოფლმხედველობა ვერ ეგუებოდა პერიოდიზაციის ქრისტიანულ-თეოლოგიურ მოდელს. აღმოძინების ეპოქის მოაზროვნეები დაუპირისპირდნენ მსოფლიო ისტორიის მონარქიებად დაყოფას და საფუძველი ჩაეყარა ისტორიის ახალ პერიოდიზაციას - სამწევროვან დაყოფას. ისინი მსოფლიო ისტორია სამ ნაწილად ყოფდნენ. ძველი, შუა და ახალი ისტორია.
ტერმინი ახალი ისტორია სწორედ ამ პერიოდში იქნა პირველად ნახსენები. ეს პირველად გვხვდება არა რომელიმე მეცნიერულ ნაშრომში, არამედ უცნაურ ვითარებაში. 1469 წელს კარდინალ ნოკალაუს კუზანელის პარაკლისზე გამოსვლის დროს ეპისკოპოსმა ჯოვანი ანდრეამ აღნიშნა, რომ ვიკიციტატა „განსვენებულმა კარგად იცოდა როგორც ძველი ისტორია, ისე შუა საუკუნეების და ახალი დროის ისტორია“
ამ ფრაზის შემდეგ ჯოვანი ანდრეას სახელი სამუდამოდ დამკვიდრდა ისტორიაში.
მსოფლიო ისტორიის სამწევროვანი დაყოფის ერთ-ერთი ნაირსახეობაა "ჰეგელისტური გააზრება" რომელსაც საფუძვლად უდევს სულის თავისუფლების პროგრესი. თავდაპირველად სული არ არის თავისუფალი. ეს არის ძველი აღმოსავლეთის ქსვეყნების ისტორია. მეორე ეტაპი, სულის განვითარების პროცესში არის ძველი საბერძნეთი და რომი. ჰეგელის აზრით აქ ადგილი აქვს გარკვეულ წინსვლას. მესამე ეტაპს პროგრესის საქმეში წარმოადგენს ქრისტიანულ-რომაული სამყარო, რომლის დროსაც ჰეგელის აზრით სულმა სრული თავისუფლება მოიპოვა.
არსებობს შეხედულებები, რომლის მიხედვითაც ისტორია უნდა დაიყოს დიდი რელიგიების მიხედვით:
1 კონფუცი 2 ბუდა 3 ქრისტე 4 ისლამი.
არსებობს სხვა მოდელიც, რომლის მიმდევრებიც ირწმუნებიან, რომ ისტორიის მსვლელობას განსაზღვრავს ხუთი სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობა: კათოლიციზმი, ავტორიტარიზმი, დემოკრატიზმი, კომუნიზმი, ლიბერალიზმი. და სხვა და სხვა.........................................................................უ,პ
--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა
გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას: "ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი " http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
|