აქ -
პროგრამების / კრეკების / სერიალების მოთხოვნა. (post #37010017) - ლაპარაკი იყო ერთგვარი მარტივი ბაზის სოფტზე, რომელშიც შეიძლება რაიმე, ნებისმიერი სახის ცხრილის, სიის გაკეთება. მაგალითად, ტელეფონების წიგნაკი ან მსგავსი.
მარტივი იმდენად, რომ ასეთი პროგრამა არ უნდა იყენებდეს აქსესს ან სხვა კლასიკურ მონაცემთა ბაზას. პროგრამას უნდა ჰქონდეს სვეტებად დაჯგუფების ფუნქცია უბრალოდ სვეტების თავსართზე დაჭერით (იმიტომ, რომ უბრალოდ სიას ნოუტპადშიც ჩამოვწერ), და გლობალური ძიება, როცა ყველა ნაპოვნი შედეგი ერთად გამოდის (დიდი სიის პირობებში, ან როცა საძიებო სიტყვად, ვთქვათ, სახელზე მეტად სხვა სიტყვათაწყობა (გვარის ნაწილი, ნომრის ნაწილი...) უფრო გამოდგება, ეს ფუნქცია დაჯგუფებაზე მეტადაა საჭირო). იდეალში ტექსტის შეტანა-რედაქტირება უშუალოდ გრაფაში უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს უკვე კლასიკური ბაზის სტრუქტურაა და ასეთ სოფტს მასზე არ აკეთებენ. ასეთი პროგრამა მე მხოლოდ ორი ვნახე, ერთი ფასიანი და უსაშველოდ მუხრუჭებიანი, მეორე კი უფასო (იხ. ქვემოთ), მაგრამ ძალიან მარტივი.
საბოლოო ჯამში სოფტი, რომელიც საშუალებას იძლევა, შენს გემოზე შეადგინო ნებისმიერი ცხრილი/სია, სულ რამდენიმე აღმოჩნდა ასეთი:
1. TablePro, რომლის სურათიც ამ ბმულზეა. სამწუხაროდ, უნიკოდის მხარდაჭერა არ აქვს, ის ახალ ვერსიაშია, რომელიც მზად იყო, მაგრამ არ გამოსულა, ავტორი კი ორი წელია, გაქრა ინტერნეტიდან საიტთან ერთად. პროგრამის მონახვა გუგლში შეიძლება. პროგრამას აქვს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები ექსელის ფორმულების გამოყენების თვალსაზრისით. აქვს გლობალური ძებნა. აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ერთ გრაფაში მრავალხაზიანი სტრიქონების ჩაწერის შესაძლებლობა.
2. Table Tool 1.06 -
http://downloads.fyxm.net/Table-Tool-96072.html ეს ბმული იმისთვის, რომ კომპანიამ წაშალა თითქმის ყველგან, რადგან მსგავს პროგრამას ახლა ყიდის სხვადასხვა პატარა პროგრამების კომპლექტის სახით. ესეც ფასიანია. უნიკოდი არ ესმის. არ აქვს მრავალხაზიანი სტრიქონები.
3. List² (asquared).
https://groups.google.com/forum/#!topic...are/A3OdxOm_P5k არ აქვს უნიკოდი, მრავალხაზიანი სტრიქონები, შრიფტის ზომის ცვლილებაც კი. სამაგიეროდ მხოლოდ მასში შეიძლება მონაცემების უშუალოდ გრაფაში შეტანა და რედაქტირება. დანარჩენებში საამისოდ გამოდის ცალკე ბარათი, - ისე, როგორც პრაქტიკულად ყველა PIM-ში - პერსონალური ინფორმაციის მენეჯერში.
4. SnapDB -
http://skwire.dcmembers.com/fp/?page=snap-db პროგრამა, რომელშიც, ბოლოს და ბოლოს, არის უნიკოდის მხარდაჭერა,

და ტექსტის ნაბისმიერი მონაკვეთი ნებისმიერ ენაზე აიკრიფება, განსხვავებით TablePro-გან, სადაც ქართული ტექსტი ძველი, არა-უნიკოდის შრიფტით უნდა აიკრიფოს, და შეტანა-რედაქტირების ბარათში კი მარტო ინგლისურად ჩანს... აქვს გლობალური ძებნა (ფილტრის რეჟიმი). არ აქვს ფორმულების ისეთი შესაძლებლობები, როგორც TablePro-ს, თუმცა უბრალოდ სიისთვის ამის დიდი საჭიროება არცაა. ერთადერთი მინუსი - არ შეუძლია მრავალხაზიანი სტრიქონების ჩაწერა, და ავტორმა თქვა, listview-ს ამ კონტროლით შეუძლებელია და ნუ მთხოვთო. არადა, იგივე სატელეფონო ცნობარისთვის: თუ ადამიანს რამდენიმე ნომერი აქვს, ისინი ან ერთ ხაზზე უნდა დაიწეროს მიყოლებით, და გრაფაში არ ჩაეტევა მთლიანად, ან მომდევნო სტრიქონებზე. მაგრამ სიის დალაგებისას "პატრონს" რომ არ დასცილდეს, ამ ქვემო სტრიქონებზეც უნდა გამეორდეს მისი სახელი და გვარი, და ესეც არაესთეტიკურია. მცირე შეღავათი ისაა, რომ ეს მომენტი გათვალისწინებულია და ერთი დაჭერით შეიძლება ჩანაწერის დუპლიკაცია, სადაც, ვთქვათ, აღარ შევიტანთ სახელ-გვარს, არამედ მარტო ნომერს შევცვლით.

საბოლოოდ მაინც TablePro დავტოვე ძირითადად, როგორც უფრო მოსახერხებელი. უნიკოდი კი - რა ვქნა, იდეალი არსადაა ქვეყნად.
იგივე სატელეფონო ცნობარი შეიძლება შედგეს ნებისმიერ PIM-ში, სადაც ჩანაწერების კატალოგი - იერარქიული სტრუქტურა, როგორც CHM ფორმატის ჰელფ-ფაილებში, ასოთა ფუნქციას შეასრულებს: ა, ბ... ნაწილი წინა პოსტებშია ჩამოთვლილი. უნიკოდს პრინციპში ყველა იცნობს, მაგრამ ზოგში (EssentialPIM მაგალითად) ქართული ტექსტი ძალიან წვრილი შრიფტით გამოდის და არ იცვლება. ზოგში, მაგალითად ქვემო სურათზე რომელიცაა და რომელსაც ძირითად რედაქტორად ვიყენებ, ქართული იერარქიულ სტრუქტურაში ნორმალურად იკრიფება, ჩანაწერების არეალში (მარჯვნივ) კი წესიერად არ გამოდის და საჭიროა მონიშნულზე, ან მთელ ჩანაწერზე (node) შესაბამისი სტილის დადება, ან ბარემ მთელი "გვერდისთვის" (note) თავიდანვე სილფაენის მითითება default-ფონტად (ყურადღება მიაქციეთ - პროგრამას ერთი "გვერდი" (ერთი იერარქიული სტრუქტურა) კი არ აქვს, არამედ ნებისმიერი რაოდენობის; ასეთი "მრავალგვერდიანი" იმ ასეულობით PIM-ის რიცხვში მხოლოდ 4-5-ია და ეს KeyNote მათგან ყველაზე უპრეტენზიო და მოსახერხებელია):

...ან საგანგებოდ ამისათვის შექმნილ სატელეფონო ან მისამართების სოფტში, რომელთა რაოდენობა ასევე დიდია, მაგრამ ისინიც PIM-ების ჩვეული პრინციპითაა (ცალკე შეტანის ბარათი) და, როგორც წესი, უსარგებლო ზიზილ-პიპილებითაა გატენილი, რაც ხელს უშლის ნორმალურ და სწრაფ მუშაობას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი, ჩვეულებრივ, არ იძლევიან საშუალებას, ჩვენი სურვილით შევადგინოთ სია, - გრაფები (სვეტები) უკვე განსაზღვრულია, თუ ემატება, მხოლოდ რამდენიმე და ასე შემდეგ.
ახლა, შეიძლება ვიკითხოთ, რა პრობლემაა, აქსესი, ვორდ-ექსელი, ნოუტპადი და მისი ჯანიო.

რა ვიცი, რაკი ვეძებდი "იდეალს", მაინტერესებდა. თან იქნებ ვინმეს გამოადგეს.
This post has been edited by ErK on 13 Nov 2013, 17:03