5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანის ცენტრი „შოპინგობდა“ სამშაბათი, 15 მაისი 2012 10:23
„ორშაბათს, ორთაჭალაში, 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ,საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მილანის ცენტრში, მონტე ნაპოლიზე „შოპინგობს“. მილანში სააკაშვილი სლოვენიიდან ჩაფრინდა. სლოვენიაში კვირას ის საქართველოს 17 წლამდე ნაკრების საფეხბურთო მატჩს დაესწო, - წერს გაზეთი „ალია“.
„როგორც ჩანს, მომხდარი სტიქიური უბედურებით, 5 ადამიანის დაღუპვითა და შემდეგ საფეხბურთო მატჩის წაგებით „მიღებული დეპრესიის“ გაქარწყლება საქართველოს პრეზიდენტმა მილანში სტუმრობითა და „შოპინგით“ გადაწყვიტა“, - წერს „ალია“.
„დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც წინასაარჩევნოდ ტელეკამერების წინ გაჭირვებული მოხუცების ნახვაზე ცრემლის სდის. ეს ის სააკაშვილია, რომელმაც თავისივე მინისტრებს შენიშვნა მისცა, ფუფუნების დრო არ არის, როცა თითოეული ქართველი დღეში ორ დოლარზე ცხოვრობსო! ფუფუნება, კარგი ცხოვრება და შოპინგი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა იმ დროს, როცა შენს ქვეყანაში სულ რაღაც ერთი დღის წინ სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი და უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და შენ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ! როგორც ჩანს სააკაშვილმა რეალობის შეგრძნებასთან ერთად დროც დაკარგა - ალბათ ამიტომ გადაწყვიტა მილანში გადაფრენა და საათის შეძენა. ალბათ, იმ საათის სანაცვლოდ, სამეგრელოში 2004 წელს აფხაზეთიდან დევნილ გენო ჯობავას რომ აჩუქა და „საათის გაჩერებამდე“ აფხაზეთში დაბრუნებად დაპირდა...“, -აღნიშნავს გამოცემა.
http://ick.ge/ka/articles/10878-5---------.html This post has been edited by ანუნაკი on 15 May 2012, 10:52
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!